Blog

  • Facebook ვერიფიკაცია გვერდისთვის

    Facebook ვერიფიკაცია გვერდისთვის

    Facebook ვერიფიკაცია რომ გაიაროთ თქვენი გვერდისთვის ლურჯი ან ნაცრისფერი ნიშნის მისანიჭებლად, პირველ რიგში საჭიროა შეამოწმოთ აკმაყოფილებთ თუ არა იმ კრიტერიუმებს რასაც facebook-ი ითხოვს. ეს მიღწევადია, მაგრამ ყველასთვის გახსნილი არ არის.

    Facebook-ი მის Help Article-ში განმარტავს, რომ მხოლოდ ბრენდებს, მედია ორგანიზაციებსა და საზოგადო მოღვაწეებს შეუძლიათ ლურჯი ნიშნის მოპოვება, გაიარონ Facebook ვერიფიკაცია. გადამოწმების დროს ისინი აკვირდებიან და ამოწმებენ, რამდენად სრულადაა მონაცემები ექაუნთზე, შეესაბამება თუ არა პოლიტიკური მიმართულება და საზოგადოებრივი ინტერესები.

    თუ არ ხართ საზოგადო მოღვაწე, არ გაქვთ ბრენდი ან მედია ორგანიზაცია Facebook-ი ამბობს, რომ არსებობს ბევრი სხვა გზა, დაარწმუნოთ ადამიანები, რომ თქვნი გვერდი აუთენტურია. გაეცანით Facebook Terms of Service-ს და პროფილის ფოტოდან დაწყებული, პოსტების შინაარსით დამთავრებული, გადაამოწმეთ ყველაფერი, თუ ექვემდებარება სინამდვილეს. ამის შემდეგ გადადით და შეავსეთ ეს ფორმა Request a blue verification

    Facebook-ი ინფორმაციის მიღების შემდეგ მოითხოვს თქვენს ოფიციალურ ფოტოს. ფოტო შესაძლოა იყოს პასპორტის ან თუნდაც მართვის მოწმობის საბუთზე გამოყენებული. ზოგ შემთხვევაში სვამენ კითხვასაც : რატომ უნდა იყოს თქვენი ანგარიში ლურჯი ნიშნით დამოწმებული ? Facebook-ის გუნდი თქვენგან გულახდილ პასუხს ითხოვს, რომ უკეთესად განიხილონ თქვენი მოთხოვნა. ეს ყველაფერი რამდენიმე წინადადებაში შეიძლება გადმოიცეს.

    მოთხოვნის განხილვის შემდეგ თქვენ მიიღებთ შეტყობინებას. უარყოფითი პასუხის შემთხვევაში ახალი მოთხოვნის გაგზავნა 30 დღეშია შესაძლებელი.

  • Meta Keywords (მეტა საკვანძო სიტყვები) – რატომ არ უნდა გამოიყენოთ ისინი

    Meta Keywords (მეტა საკვანძო სიტყვები) – რატომ არ უნდა გამოიყენოთ ისინი

    რა არის (ან იყო) meta keywords?

    Meta Keywords (მეტა საკვანძო სიტყვები) განჩნდნენ 1995 წელს. ხალხი საძიებო სისტემებად იყენებდა AldaVista-სა და Infoseeker-ს. ვებგერდებზე შეგეძლოთ დაგემატებინათ მეტა ტეგები, რომელიც მიუთითებდა ამ გვერდის მთავარ საკვანძო სიტყვებზე. ეს ასე გამოიყურებოდა:

    <meta name=”keywords” content=”seo, search engine, optimization, ranking”>

    ეს ელემენტები ისევე როგოც ყველა მეტა ელემენტი მომხმარებლისთვის უხილავი იყო, თუმცა მას ხედავდა საძიებო სისტემა და გამოიყენებოდა როგორც საიტის ერთერთი რანკინგ ფაქტორი.

    ეს დაახლოებით ნიშნავს რომ google-ს სთხოვთ მიიღოს თქვენი საიტი ისე როგორც ამას თქვენ ეუბნებით. დიახ ეს ძალიან ადვილია, თუმცა მას შემდეგ რაც ინტერნეტი გახდა უფრო მეტად კომერციული,  ბევრმა დაიწყო ამ ატრიბუტის სპამად გამოყენება. ამიტომ საძიებო სისტემებმა მეტა საკვანძო სიტყვებს იგნორირება გაუკეთეს.

    მეტა საკვანძო სიტყვების აღსასრული

    მე მოგიყვებით მეტა საკვანძო სიტყვების (meta keywords) სრულ ისტორიას. უკვე სექტემბერში, 2009 წელს, Google ოფიციალურად აცხადებს, თუ რას წარმოადგენს მათთვის ეს პარამეტრი.

    “Google არ იყენებს საკვანძო სიტყვებს საიტის რანკინგისთვის”.

    Matt Cutts იხილეთ ვიდეო:

    იყენებს თუ არა Yahoo და Bing სისტემები მეტა საკვანძო სიტყვებს?

    2009 წლის ოქტომბერშივე, SMX East- ში, Yahoo!-მ განაცხადა, რომ ისინი აღარ იყენებენ მეტა საკვანძო სიტყვებს. ეს არ აღმოჩნდა მთლიანად სიმართლე, რადგან ისინი ინდექსს აკეთებენ, მაგრამ ეს ყველაფერი საერთოდ არ ეხმარება საიტს რანკის აწევაში.

    2014 წელს Bing-მა ასევე განაცხადა:

    “დღეს, ნათელია რომ მეტა საკვანძო სიტყვა არის მკვდარი SEO თვალსაზრისით.  ის შეიძლება გამოყენებული იყოს კონტექსტური რეკლამის სისტემებისთვის ან რობოტებისთვის, სიგნალს ვებ-გვერდებიდან მიღების მიზნებისთვის, მაგრამ როდესაც საქმე ეხება ძიებას, ეს პარამეტრი წარსულს ჩაბარდა როგორც ხელის შემწყობი ფაქტორი”

    მოგვიანებით კი მათ განაცხადეს რომ ამ პარამეტრის გამოყენება შესაძლოა ცუდიც კი აღმოჩნდეს, რადგან სისტემამ შეიძლება აღიქვას როგორც სპამ სიგნალი.

    ასე რომ ნუღარ დახარჯავთ დროს მეტა საკვანძო სიტყვების (meta keywords) ძიებაში. ის 5 წუთი რომელიც მათ საძებნელად გაქვთ გათვლილი მოახმარეთ კონტენტის ხარისხის გაუმჯობესებას. ან უბრალოდ მოიძიეთ საკვანძო სიტყვები (Keywords და არა Meta Keywords), რადგან მაშინ როცა მეტა საკვანძო სიტყვები მკვდარია, კონტენში არსებული საკვანძო სიტყვები ისევ ცოცხალია და მნიშვნელოვანია.

    მაგრამ მე მინდა მეტა საკვანძო სიტყვები!!!

    არა, არ გინდა, რადგან ამან შეიძლება გამოიწვიოს ზიანი სარგებელის ნაცვლად. ნებისმიერმა საძიებო სისტემამ შეიძლება აღიქვას ისინი როგორც სპამ სიგნალი, ან კონტენტი რომელიც ფეხს არ უწყობს თანამედროვე სტანდარტებსა და განახლებებს.

  • ონლაინ მაღაზია – შექმნა, მართვა და სარგებელი

    ონლაინ მაღაზია – შექმნა, მართვა და სარგებელი

    ონლაინ მაღაზია – მოკლე მიმოხილვა

    რა არის ონლაინ მაღაზია ალბათ ყველამ ვიცით. სხვა თუ არაფერი გაგონილი მაინც გექნებათ amazon.com ან ebay.com. ყველა წარმატებულ ბიზნესს რომელიც დაკავებულია ვაჭრობით, იქნება ეს პროდუქტის თუ მომსახურების გაყდვა გააჩნია საკუთარი ინტერნეტ მაღაზია სადაც განთავსებულია მისი პროდუქცია ონლაინ შეძენის ფუნქციით. ეს სფერო არის საკმაოდ ახალი, მოიცავს სულ რაღაც ორ ათეულ წელს. თუმცა ამასთანავე ონლაინ ვაჭრობა გეომეტრიული პროგრესიით იზრდება და მასში ყოველდღიურად უამრავი ახალი წევრი ერთვება.

    თუ 2000 წლისთვის მსოფლიოში გაყიდული პროდუქტისა თუ მომსახურების მხოლოდ 5% მოდიოდა ონლაინ პლატფორმებზე, დღეს ეს მაჩვენებელი 30% ს აჭარბებს. მზარდი ტენდენციის გათვალისწინებით, ექსპრტები ვარაუდობენ რომ 2050 წლისთვის მსოფლიო პროდუქტის 70-80% ონლაინ ვაჭრობით გაიყიდება.

    ონლაინ მაღაზიის უპირატესობა

    მოდით წარმოვიდგინოთ რამდენი ადამიანი სარგებლობს მსოფლიოს მასშტაბით Amazon.com -ით. ალბათ ყველა ქვეყანაში ჰყავს უამრავი მუდმივი მომხმარებელი. ახლა ისიც წარმოვიდგინოთ ამაზონს ონლაინ სისტემის მაგივრად ამ მომხმარებლებისთვის ტრადიციული, მარკეტის ტიპის სერვისი რომ შეეთავაზებინა. საჭირო გახდებოდა ათასობით მაღაზიის გახსნა მსოფლიოს სხვადასხვა წერტილებში, მათი ინვენტარიზაცია, მომსახურე პერსონალით შევსება, კომუნიკაციის ქსელის მოწყობა, დისტრიბუციით უზრუნველყოფა, კომუნალური და სხვა გადასახადების გადახდა… და ასე შემდეგ. უამრავი დეტალი და ფაქტორი ქინებოდა გასათვალისწინებელი ამ ქსელს ისეთივე წარმატებით რომ ემუშავა როგორც დღეს გვაქვს – ონლაინ პლატფორმის სახით. ამაზონი სავაჭრო სფეროს გიგანტია, თუმცა ნებისმიერ მასშტაბში სტრუქტურა იგივეა, როგორც წესი. ონლაინ მაღაზია დღევანდელობასთან ბევრად უფრო ადაპტირებული, მოქნილი და ნაკლებად ხარჯიანია. თქვენ ქმნით ონლაი სისტემას, რომელიც ხელმისაწვდომია მსოფლიოს ყველა წერტილში, ერთი წერტილიდან, ეს ერთი წერტილი კი თქვენი სამუშაო ოფისია.

    აღარ გიწევთ ინტერიერის და ექსტერიერის მოწყობაზე ზრუნვა. სხვადასხვა ლოკაციებში გუნდის მუდმვი გადამზადება, ფილიალების რევიზია და კონტროლი, სხვადასხვა ხარჯების გაღება და ა.შ, ყველა ის ტრადიციული ხარჯი თუ შრომითი დეტალი რაც ვაჭრობის სფეროს ნაწილია.

    როგორი უნდა იყოს კარგი ინტერნეტ მაღაზია

    მომხმარებელი როგორც წესი კრიტიკულია, ეს ასეც უნდა იყოს. მითუმეტეს მაშინ როდესაც ის მომსახურებაში ფულს იხდის. ონლაინ მაღაზიის შემთხვევაში კი სწორედ ასეა. მომხმარებელი შემოდის თქვენს საიტზე, ყიდულობს თქვენგან პროდუქტს ან მომსახურებას, რაშიც თქვენ იღებთ მოგებას. ამიტომ იგი მაქსიმალურად კრიტიკული იქნება იმისადმი რაც შემოსვლისას დახვდება.

    პირველ რიგში ინტერნეტ მაღაზია, ისევე როგორც ნებისმიერი საიტი უნდა იყოს მომხმარებელზე ადაპტირებული და მარტივად გამოსაყენებელი.

    ჩამოვთვალოთ ყველაზე მნიშვნელოვანი დეტალები რაც უნდა გაითვალისწინოთ ინტერნეტ მაღაზიის შექმნისას:

    • საიტის დიზაინი
    • თავსებადობა სხვადასხვა მოწყობილობებთან
    • საიტის სისწრაფე
    • მარტივი ნავიგაცია
    • სწრაფი რეაგირება და კონტაქტი
    • სანდოობა

    და რათქმაუნდა ხარისხიანი პროდუქტი თუ მომსახურება რომელსაც საიტის მეშვეობით სთავაზობთ მათ.

    რჩევები ონლაინ მაღაზიისთვის

    • ხშირად ნუ შეცვლით საიტის დიზაინის ძირითად ელემენტებს
    • გამოიყენეთ ხარისხიანი ფოტო და ვიდეო მასალა
    • გამოიყენეთ კარგი გარჩევითობის ტექსტი
    • მიუთითეთ პროდუქტის დეტალები და აღწერა
    • აკონტროლეთ და პასუხი გაეცით მომხმარებლის კომენტარებსა თუ შეფასებებს
    • იყავით აქტიური სოციალურ ქსელებში
    • დაგეგმეთ წამახალისებელი აქციები და გაამახვილეთ ყურადღება მათზე
    • მოახდინეთ საიტის ოპტიმიზაცია საძიებო სისტემებში

    გსურთ ინტერნეტ მაღაზიის დამზადება?

    იხილეთ ჩვენი სერვისები

    ან დაგვიკავშირდით

    იხილეთ ჩვენი სერვისები

    ან დაგვიკავშირდით

  • საიტის შექმნა – ვის და რისთვის სჭირდება ის

    საიტის შექმნა – ვის და რისთვის სჭირდება ის

    საიტის შექმნა – საიდან დავიწყეთ?

    dzveli saitiჯერ კიდევ ჩვენი საუკუნის დასაწყისში საიტის შექმნა ასოცირდებოდა რაღაც ძალიან დიდთან, გრანდიოზულთან და მისტიურთან. მარტივი საიტის ქონაც კი ხაზს უსვამდა კომპანიის სოლიდურობას და მის თანამედროვეობას. მაშინდელი დეველოპერებიც არ იშურებდნენ ასტრონომიულ ფასებს საიტის აწყობისთვის – ვერც გაამტყუნებ, ისინი ხომ სულ რამდენიმე იყვნენ, მომხმარებელს ხშირ შემთხვევაში არჩევანიც კი არ ჰქონდა.

    დღეს როცა 21-ე საუკუნის მეორე ათეული იწურება და ტექნოლოგიები დღიდან დღემდე ვითარდება ელვის სისწრაფით ყველა ცდილობს მეტ-ნაკლებად ფეხი აუწყოს ცვლილებებს. მოარგოს თავის საქმიანობა თანამედროვე სტანდარტებს. ჩნდება ახალი სივრცეები და შესაძლებლობები. მათ შორის კი ინტერნეტი ერთერთი წამყვანი და მნიშვნელოვანია, თუ ყველაზე მნიშვნელოვანი არა.

    აბა წარმოიდგინეთ ერთი დღეც სოციალური ქსელის, მეილის, საძიებოს სისტემის, გასართობი ვიდეო პორტალის გარეშე – ასეთი დღე ფაქტობრივად არ არსებობს თუ ჩვენ მას ხელოვნურად არ შევქმნით. მაგალითად ამ ყველაფრისგან დაღლილი აგარაკს არ მივაშურებთ, სადაც დროებით მოვწყდებით ზემოთჩამოთვლილს.

    საიტის შექმნა, საიტის აწყობა, საიტი მინდა, საიტების დამზადება…

    და ასე შემდეგ – ხშირად გავიგებთ ამ ფრაზას ჩვენ გარშემო, ან სულაც ჩვენ ვეუბნებით სხვას ამ სიტყვებს. რეალურად ვიცით კი რა დატვირთვა აქვს საიტს ჩვენთვის, რა სარგებელს გვაძლევს საკუთარი ვებსაიტის ქონდა, რა სირთულეებთან ან წინააღმდეგობებთან არის დაკავშირებული, ან საერთოდ რისთვის გვჭირდება საიტი?

    წარმოიდგინეთ თქვენ აქვთ საკუთარი ბიზნესი, რათქმაუნდა ყველას უნდა მისი ბიზნესი გახდეს ცნობადი, გაიზარდოს გაყიდვები, შესაბამისად შემოსავალი. მოკლედ გვინდა მივაღწიოთ კეთილდღეობას, ბიზნესიც ხომ სწორედ ამისთვისაა.

    თქვენ ბეჭდავთ ბანერებს, ცვლით ინტერიერს და ექსტერიერს ოფისში, უყვებით თქვენს გარშემო ხალხს თქვენი საქმიანობის შესახებ. იწონებთ და ამაყობთ თქვენი პროდუქციითა თუ მომსახურებით.

    რატომ ხდება მთელი ეს პროცესი? პასუხი ძალიან მარტივია – თქვენ გინდათ გახადოთ თქვენი საქმიანობა ცნობადი, ხაზი გაუსვათ თქვენს განსაკუთრებულობას, დაარწმუნოთ გარშემომყოფები თქვენს უპირატესობაში კონკურენტებთან შედარებით. მოკლედ ძალ-ღონეს არ იშურებთ და ეს სწორიცაა, ამის გარეშე ხომ ნებისმიერი საქმიანობა განწირულია.

    მოდით დაუსვით თქვენს თავს კითხვა, რა ღონიძიებებს გაატარებთ იმისათვის რომ თქვენი საქმიანობა წარმატებული და ცნობადი გახდეს? მიმართავთ სარეკლამო კამპანიას? – დიახ რატომაც არა.

    დაამზადებთ სარეკლამო რგოლებს რომელსაც გაუშვებთ ტელევიზიაში, რადიოში, გახსნით მაღაზიას ლამაზი ფასადით, გამოარავთ ბანერებს ქუჩაში, მოაწყობთ პრომო აქციებს… და ასე შემდეგ, სანამ ფანტაზია და რესურსი გეყოფათ.

    რა როლი შეიძლება ითამაშოს ინტერნეტმა?

    მოდით დავსვათ კითხვა ამ ყველაფერში რა როლი შეიძლება ითამაშოს ინტერნეტმა?  წარმოიდგინეთ თქვენი მიზნობრივი აუდიტორია. ზოგი სამსახურშია, ზოგიც მოგზაურობს, ზოგი სხვა რაიონში ან უბანში ცხოვრობს, ისინი განსხვავებულები არიან. მაგრამ მათ აბსოლუტურ უმრავლესობას აერთიანებს ერთი რამ – ისინი ინტერნეტ მომხმარებლები არიან! ყველა ის ადამიანი რომელიც შეიძლება დაინტერესებული იყოს თქვენი საქმიანობით ინტერნეტშია, ამიტომ ლოგიკურია რომ თქვენი საქმიანობაც უნდა იყოს ინტერნეტში. თქვენ უნდა გქონდეთ საკუთარი ადგილი, საკუთარი კუთხე ამ გლობალურ ქსელში.

    საკუთარი ადგილი ინტერნეტში რამდენიმე მეთოდით შეგიძლიად დაიკავოთ. ესენია:

    • სოციალური ქსელები
    • ინტერნეტ რეკლამა
    • საკუთარი საიტი

    მოდით მოკლედ განვიხილოთ თითოეული მათგანი.

    სოციალური ქსელები დღეს ერთერთი ყველაზე მოხმარებადი სეგმენტია ინტერნეტში. იქ შეგიძლიატ შევქმნათ თქვენი “კუთხე” თქვენივე საქმიანობისთვის. დააარქვათ სასურველი სახელი, გააფორმოთ ვიზუალურად, მოკლედ გააკეთოთ ყველაფერი რომ ეს “კუთხე” ასოცირდებოდეს თქვენს საქმიანობასთან. ეს საკმაოდ მომგებიანი და აპრობირებული მეთოდია, რომლის სწორად მართვაც გარკვეულ წარმატებას მოგიტანთ. თუმცა ეს თქვენი “კუთხე” მაინც ნაწილია იმ კონკრეტული სისტემის, პლატფორმის და არ წარმოადგენს ბოლომდე თქვენს საკუთრებას. სოციალურ ქსელში ნებისმიერ დროს შეიძლება შეიცვალოს რიგი წესები, შიდა პოლიტიკა, ან სულაც გაუქმდეს.

    ინტერნეტ რეკლამა – სარეკლამო ბიძგის ერთერთი ყველაზე განვითარებული და სწრაფად მზარდი სეგმენტი დღეის მოცემულობით. თქვენ უხდით გარკვეულ თანხას რაიმე სახის პლატფორმას, რომელიც დაკავებულია ინტერნეტში რეკლამის შექმნით. სწორად შერჩეული რეკლამა მუშაობს სანამ თქვენ დაქირავებულს უხდით. შეწყვეტთ გადახდას – შეწყდება რეკლამაც, ეს მარტივი წესია.

    და ბოლოს:

    მოდით განვიხილოთ რას გვაძლევს საკუთარი საიტის შექმნა. ქმნით პლატფორმას თქვენი გემოვნებით, ყოველგვარი შეზღუდვების გარეშე. განათავსებთ მასზე სასურველ ინფორმაციას თქვენი საქმიანობის შესახებ. შეგიძლიათ აქციოთ ინტერნეტ მაღაზიად, ცვალოთ კონტენტი სურვილისამებრ – აქ თქვენ სრული უფლება გაქვთ ყველაფერზე, ის ბოლომდე თქვენია. კიდევ ერთი რამ რაც მნიშვნელოვანია, ზემოთ ჩამოთვლილი 2 გზა შეგიძლია შეურწყათ თქვენს ვებსაიტს.

    შეგიძლიათ მოახდინოთ მისი ინტეგრაცია სოციალურ ქსელებში და ასევე მოახდინოთ მისი გარეკლამება ინტერნეტ სივრცეში. თუ რათქმაუნდა ეს გსურთ.

    ნათლად ჩანს რომ საკუთარი საიტის უპირატესობა სულაც არ ზღუდავს სოციალურ ქსელებში თქვენს არსებობას და არც ინტერნეტ რეკლამის წარმართვას – პირიქით, ეს ორი სეგმენტი შეგიძლიათ გამოიყენოთ საკუთარი პლატფორმის განვითარებისთვის.

    როგორი უნდა იყოს წარმატებული საიტი?

    tanamedrove saitiთუ შევთანხმდით იმაზე რომ საკუთარი ვებსაიტის ქონდა მომგებიანია თქვენთვის განვაგრძოთ. მაინც როგორი უნდა იყოს საიტი? რა უნდა ჰქონდეს კარგ საიტის, რათა ის წარმატებული იყოს? რათქმაუნდა ეს დეტალები მნიშვნელოვანია.

    განვითარებასთან ერთად იცვლება და იხვეწება სტანდარტებიც, რომლის ფეხის აწყობაც უმნიშვნელოვანესია.

    თუკი 10-15 წლის წინ ნებისმიერი ტიპის და ხარისხის საიტის ქონა დამაკმაყოფილებელი იქნებოდა დღეს ასე აღარ არის. თქვენი პლატფორმა უნდა აკმაყოფილებდეს გარკვეულ სტანდარტებს, რათა ის მისაღები იყოს თქვენივე მიზნობრივი აუდიტორიისათვის.

    ეს სტანდარები შეიძლება იყოს:

    • დიზაინი
    • ფუნქციონალი
    • მოქნილობა
    • სიმარტივე

    არავის უნდა ისეთ საიტზე დროის გატარება რომლის ვიზუალური მხარეც პირდაპირ რომ ვთქვათ ცუდია- ამიტომ დიზაინი ძალიან მნიშვნელოვანია.

    არავის უნდა ისეთ საიტზე რაიმეს კეთება რომელიც ვერ ასრულებს სასურველ ამოცანას – ფუნქციონალი ზუსტად უნდა პასუხობდეს თემატიკას.

    არავის უნდა ისეთ საიტზე ყოფნა რომელიც ვერ ერგება მის მოწყობილობებს, ცუდად გამოიყურება მობილურში, არ იკითხება ინფორმაცია. არ ჩანს კონტენტი და ასე შემდეგ. თანამედროვე საიტი თანამედროვე მოწყობილობებთან ადაპტირებული უნდა იყოს.

    არამგონია ვინმეს უნდოდეს ისეთ ვებსაიტზე ნავიგაცია სადაც ვერ გაგებს თავს და ბოლოს, ვერ მოაგნებს მარტივად იმას რასაც ეძებს. ასეთ შემთხვევაში მომხმარებელი უბრალოდ დატოვებს მას და დაიწყებს უკეთესის ძიებას- ამიტომ საიტი უნდა იყო მარტივი (user friendly).

    ყველა თანამედროვე სტანდარტით შექმნილი ვებსაიტი სწორი მართვის შემთხვევაში აუცილებლად მოგიტანთ წარმატებას თქვენს საქმიანობაში, და დაგეხმარებათ მყარად დაიკავოთ თქვენი ადგილი ინტერნეტ სივრცეში.

  • კომენტარები – როგორ ვაქციოთ კომენტარი სტატიის ნაწილად

    კომენტარები – როგორ ვაქციოთ კომენტარი სტატიის ნაწილად

    კომენტარები

    ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი და მარტივი ლინკ ბილდინგის სტრატეგია, კომენტარებია.

    რატომ?

    კომენტარებს ბევრი ფილოსოფია არ ჭირდება და ერთადერთი რაც გვევალება, რელევანტური საიტის პოვნაა, სადაც ლინკის დატოვება შეიძლება.

    თუმცა, უმრავლესობა ამ სტრატეგიას არასწორად იყენებს, რადგან ვერ აცნობიერებს რამხელა ძალა აქვს კომენტარებს, თუ სწორად გამოვიყენებთ.

    რას ნიშნავს სწორად გამოყენება

    მარკეტერები მიზნად იმას ისახავენ, რომ როგორმე “approved” კომენტარი გამოაჩინონ სხვის საიტზე, რაც ცუდი მიდგომაა.

    ჩვენი კომენტარის მიზანი ის უნდა იყოს, რომ ავტორმა სტატია დაარედაქტიროს და ჩვენ მიერ შეთავაზებული ცვლილება ლინკთან ერთად შეიტანოს.

    კარგად ჟღერს, არა?

    მინიმალური შრომის სანაცვლოდ ვიღებთ ხარისხიან ბექლინკს.

    მაგრამ საქმე ასე მარტივად არ არის.

    ჩვენ გვჭირდება კონკრეტული წერის სტრატეგია, რომელიც გარანტირებულ შედეგს მოგვიტანს.

    კომენტარები

    კომენტარების პრინციპი

    მომრავლებულმა სპამმა და სოციალური ქსელის ფეხის მოკიდებამ, ბლოგზე კომენტარების მნიშვნელობა საგრძნობლად შეცვალა/დაასუსტა.

    სამწუხაროდ, ბლოგერებისთვის ეს ძალიან ცუდი საიხლე იყო, რადგან წერისას ხშირად უშვებენ გრამატიკულ შეცდომებს, ავიწყდებათ მნიშვნელოვანი ასპექტების განხილვა და ა.შ

    კომენტარები კი, იდეალური ადგილია, სადაც მკითხველი შეძლებდა შეცდომისა და განსახილველი საკითხის გამოაშკარავებას.

    არასდროს გიფიქრიათ ამაზე, თუ რამდენი ბლოგერის ოცნებაა, რომ ვინმე სტატიის დახვეწასა და გასწორებაში დაეხმაროს?

    მგონი, უკვე ხვდებით ამ სტრატეგიის პრინციპს, მაგრამ მოდი უფრო დეტალურად განვიხილოთ.

    იდეალური კომენტარის მაგალითი

    იმისათვის რომ ზუსტად გაჩვენოთ, როგორ უნდა გამოიყურებოდეს იდეალური კომენტარი, გამოვიყენებთ რამდენიმე დღის წინ შექმნილ ვებ 2.0-ს.

    1. კომენტარის ავტორი პირდაპირ მოგვამრთავს (სახელით), რაც იმის ნიშანია, რომ საიტის ხშირი მკითხველია.
    2. ძალიან კარგია, რომ ლინკს თავიდანვე გვაჩვენებს
    3. შემდეგ ხსნის, რატომ იქნება კარგი სმარტ სეოზე ამ ინფორმაციის განთავსება
    4. ამბობს, რომ საიტის ერთგული მკითხველია და ზრუნავს მის მომავალზე
    5. საკუთარი სახელის დამატებით კი, წერილს უფრო პერსონალურს ხდის

    რა უნდა გავითვალისწინოთ როცა კომენტარს ვტოვებთ?

    ანუ, რა უნდა გავითვალისწინოთ, როცა კომენტარების სტრატეგიას ვამატებთ ლინკ ბილდინგს?

    კომენტარს წიგნად ნუ აქცევ

    ძალიან გრძელი კომენტარი შეიძლება იყოს წარმატებული. მაგალითად, როცა სტატია ისე მოგეწონა, რომ ავტორს გინდა შენი, არგუმენტებით გამყარებული, მოსაზრება შესთავაზო.

    თუმცა, არ მგონია, რომ ბლოგერები ამას ხშირად აკეთებენ. ამიტომ, უმჯობესია, რომ სათქმელი რაც შეიცლება მოკლედ გადმოვცეთ.

    უბრალოდ, მიეცი ლინკი და უთხარი რატომ, რისთვის უნდა გამოიყენოს.

    მთავარ საკითხს არ აცდე

    ყველაზე დიდი შეცდომა ის არის, რომ სტატიაზე ზოგადი კომენტარი დავტოვოთ. ეს იმისკენ მიუთითებს, რომ კომენტარის ავტორს სტატია არ წაუკითხია და მისი მიზანი უბრალოდ ლინკის მოპოვებაა.

    მნიშვნელოვანია, რომ სტატიას დრო დაუთმოთ, წაიკითხოთ, გაიგოთ რა არის ავტორის სათქმელი და შემდეგ, პატარა მონაკვეთი აირჩიოთ ფოკუსად და მასზე ისაუბროთ.

    დეტალებზე გაამახვილე ყურადღება

    როგორც უკვე აღვნიშნეთ, ზოგადი კომენტარის დაწერა არანაირ შედეგს მოგვიტანს.

    აირჩიეთ სტატიის კონკრეტული ნაწილი და ისაუბრეთ არგუმენტირებულად, წარმოადგინეთ ხარისხიანი რესურსები, რომელთაგან ერთ-ერთი თქვენი საიტი იქნება.

    გამოაქვეყნეთ კომენტარი, რომლის დაიგნორებაც შეუძლებელი იქნება.

    აღნიშნე სტატიის ხარისხი

    უთხარი სტატიის ავტორს, რომ მისი სტატია უმაღლესი ხარისხის არის და ძალიან მოგეწონათ.

    ცუდი სტრატეგია იქნება, თუ იტყვით “შენი სტატია არ ვარგა”, “ესეთი საზიზღრობა, როგორ დაწერე”, “ამის დაწერას რა უნდა, რამე ხარისხიანი დადეთ”.

    უმჯობესია ასე, “თქვენი სტატია ძალიან მომეწონა და ვფიქრობ, მომხმარებელს ძალიან გამოადგება. კიდევ უფრო კარგი იქნება, თუ ამ რესურსებს გაითვალისწინებთ და სტატიაში ჩაამატებთ”.

    უთხარი რომ ეთანხმები

    ავტორს უთხარი, რომ “ეთანხმები, მაგრამ..”. არავის მოსწონს, როცა სტატიის ბოლოს ეუბნებიან “შენი სტატია არ მომეწონა, სხვაგან უკეთესად წერია”.

    ძალიან ბევრი ავტორი ბრაზდება, როცა მის მოსაზრებას ეწინააღმდეგებიან, ამიტომ ჯობია ნეგატივს თავი დავანებოთ და მათ ტერიტორიაზე, მათი წესებით ვითამაშოთ.

    იმოქმედე ფრთხილად და იყავი თავაზიანი. დაწვრილებით აუხსენი ავტორს რატომ იქნება მომგებიანი შენი რჩევის გათვალისწინება.

    ზოგადად, ბლოგერებს დრო არ აქვთ, რომ სხვისი სტატიები დეტალურად შეისწავლონ, ამიტომ სავსებით რეალურია რაიმე გამორჩეთ ან ცუდად ქონდეთ ახსნილი.

    გამოიყენეთ შანსი და გაიუმჯობესეთ პოზიციები.

  • ციფრული მარკეტინგი – მიმზიდველი კონტენტის გზები

    ციფრული მარკეტინგი – მიმზიდველი კონტენტის გზები

    ციფრული მარკეტინგი – რასთან გვაქვს საქმე?

    ციფრული მარკეტინგი – ეს არის გაცხარებული შეჯიბრი აუდიტორიის ყურადღებისთვისა და მეხსიერებისთვის. თუ გინდათ გაწიოთ კონკურენცია ციფრულ ბაზარზე და დაიმსახუროთ აუდიტორიის ლოიალობა, უნდა იპოვნოთ გზა – გახადოთ კონტენტი თქვენი აუდიტორიის თითოეული წევრისთვის მიმზიდველი და საინტერესო.

    დღეისათვის, თქვენი კონტენტ მარკეტინგისთვის ახალი ხერხების მოსინჯვა არის მარტივი. არსებობს ბევრი პატარა მეთოდი, რომლებიც შეგიძლიათ დღესვე სცადოთ თქვენი კონტენტის ხარისხისა და შესაბამისად, აუდიტორიამდე წვდომის გასაუმჯობესებლად.

    გთავაზობთ მარკეტერის მიერ მომზადებულ სტატიას

    გააზიარეთ თქვენი ადამიანური გამოცდილება

    ადამიანებს შეუძლიათ მიიღონ ფაქტები ბევრი წყაროსგან, თუმცა, თქვენი ადამიანური გამოცდილების მიღება მხოლოდ თქვენგანაა შესაძლებელი. შექმენით კავშირი თქვენს აუდიტორიასთან, თქვენი უნიკალური გამოცდილების გამოყენებით. მნიშვნელოვანია ის, რომ თქვენი აუდიტორიის წევრებმა მიიღონ ინფორმაცია, რომელშიც გაუზიარებთ თქვენს გამოცდილებასა და წარმოადგენინებთ კომპანიის შიდა სიტუაციას, ისეთი სიმძაფრით, როგორითაც ვერ შეძლებდით მხოლოდ მშრალი ფაქტებით, ემოციური კავშირის გარეშე.

    განავითარეთ პუბლიკაციის პარამეტრები

    იმისათვის, რომ მიიზიდოთ მკითხველი თქვენი კონტენტით, უნდა შეარჩიოთ შესაბამისი დრო მის გამოსაქვეყნებლად, ანუ ისეთი დრო, როცა მათი უმეტესობა ონლაინაა. რადგან ეს არის მათი Facebook სიახლეების ზოლი, რომელსაც შესაძლოა, ეცნობიან სამსახურში, მათი ადგილმდებარეობიდან გამომდინარე, თქვენ შეგიძლიათ განსხვავებულად ესაუბროთ მათ.

    შექმენით იმ პუბლიკაციების სია, რომელსაც თქვენი აუდიტორია ეცნობა, იმისათვის, რომ გაიგოთ ყველაფერი მათ შესახებ. სიტყვების რა რაოდენობის წაკითხვას ანიჭებენ უპირატესობას? რომელი მასალა იღებს ყველაზე მეტ გამოხმაურებას? რა ტიპის კონტენტს აზიარებენ ისინი საკუთარ ქრონიკაზე?

    მიანიშნეთ, რომ „გაგრძელება იქნება“, შექმენით უწყვეტობის, სტაბილურობის და თანმიმდევრულობის განცდა

    რა თქმა უნდა, არ შეგიძლიათ მოაქციოთ თემასთან დაკავშირებული ყველა დეტალი ერთ პუბლიკაციაში და ეს არც უნდა გინდოდეთ. მნიშვნელოვანია გააცნოთ თქვენს აუდიტორიას საჭირო და აზრიანი ინფორმაცია, რომელიც თქვენგან, თქვენი გამოცდილებიდან მოდის. მოჰყევით თქვენ შესახებ ის, რაც სხვადასხვა რამეზე დააფიქრებს მათ და შემდეგ, დატოვეთ ისინი, თუნდაც, შუა საუბარში, იმისათვის, რომ ელოდონ გაგრძელებას, ელოდონ მეტს თქვენი ბრენდისგან.

    რა თქმა უნდა, არ უნდა დატოვოთ ისინი უყურადღებოდ და დაპირებული გაგრძელების გარეშე. მიეცით თქვენს მკითხველებს შანსი, რომ გააგრძელონ სწავლა რელევანტური, მაღალი ღირებულების კონტენტით, რომელიც აწვდის მათ დამატებით, გამოსადეგ ინფორმაციას. თუმცა, იყავით ფრთხილი ბმულების შერჩევისას.

    აუდიტორიას უნდა კონტენტი, რომელიც შეფუთულია ორიგინალური, ექსპერტის დონის ინსაიტებით, თუმცა, ისინი დიდად ფრთხილობენ სარეკლამო შინაარსის მიმართ, ასე რომ, დარწმუნდით, რომ ნებისმიერი ბმა და ტექსტში ჩასმული სხვა კონტენტის ბმული, არ დააფრთხობს თქვენს აუდიტორიას.

    მულტიმედია ექსპერიმენტი

    აუდიტორიას უყვარს ვიდეოები. ეს არის დრო, როცა უნდა შევწყვიტოთ მულტიმედია კონტენტის იგნორირება და დავიწყოთ იმის სწავლა, თუ როგორ ჩავრთოთ და გამოვიყენოთ იგი ჩვენს სტრატეგიაში. არ გჭირდებათ, გახდეთ სკორსეზე, იმისათვის, რომ შექმნათ ვიდეო კონტენტი. არსებობს ძალიან ბევრი ინსტრუმენტი, რომელიც დაგეხმარებათ ამაში.

    გარდა ამისა, აუდიტორია არ ეძებს ან ელის თქვენგან სუპერ მაღალი ხარისხის ვიდეოს, ყოველ ჯერზე. იმდენად, რამდენადაც თქვენი ვიდეო ჰყვება ავთენტურ ისტორიას, ხიბლავს მნახველებს, არ შეგეშინდეთ გაიხედოთ სტანდარტული ვიდეოს გაგების მიღმა. რის მოხერხებას შეძლებდით აუდიო ეფექტისთვის, რომ მიწვდეთ აუდიტორიას?

    შეგიძლიათ შექმნათ ინფოგრაფიკა, რომ გააზიაროთ თქვენი გამოცდილება? ყველა აუდიტორია განსხვავებულია და სხვადასხვა ბრენდისგან, განსხვავებული მოლოდინი აქვს. გამოცადეთ სხვადასხვა ფორმატი, რომ განსაზღვროთ თქვენი აუდიტორიის სპეციფიკური პრეფერენციები.

    არ დაგავიწყდეთ კონტენტის განაწილება

    არ აქვს მნიშვნელობა, რამდენად მაგარია თქვენი კონტენტი, თუ არავინ ხედავს მას და ამასთან, თქვენი კონტენტის ნახვადობა აუცილებლად როდი გულისხმობს თქვენი მიზნის მიღწევას. ეს არის პირველი ნაბიჯი და თქვენ უნდა გააკეთოთ ყველაფერი, იმისათვის, რომ მიაწოდოთ საჭირო მესიჯები თქვენთვის სასურველ აუდიტორიას.

    კონტენტის შემუშავებისას, განიხილეთ თქვენი დისტრიბუციის გეგმა. გამოიყენეთ პუბლიკაციის განრიგი ან კალენდარი, ამით თანმიმდევრულობას შესძენთ თქვენს სტრატეგიას და შეინარჩუნებთ აუდიტორიას, რადგან მათ არ მოუწევთ ბევრი ლოდინი, თქვენთან დასაკავშირებელი შანსებისთვის.

    იხილეთ ჩვენი სხვა ბლოგ-პოსტებიც კონტენტის შექმნასა და ოპტიმიზაციასთან დაკავშირებით.

    წყარო: marketer.ge

  • საიტის შექმნა, ოპტიმიზაცია – რას გთავაზობთ ჩვენ?

    საიტის შექმნა, ოპტიმიზაცია – რას გთავაზობთ ჩვენ?

    საიტის შექმნა

    საიტის დამზადებასაიტის შექმნა, საიტებს დამზადება, როგორ დავამზადოთ საიტი, საიტის ფასები, რა ღირს საიტი, საიტის მართვა, როგორ გავხადოთ საიტი პოპულარული…. დიახ თქვენ ახლა წაიკითხეთ ის სიტყვები რასაც საძიებო სისტემებში მუდმივა ეძებთ, როდესაც ვებ მომსახურება გჭირდებათ.

    დღევანდელ დღეს ეს მომსახურება უფრო და უფრო მოთხოვნადი ხდება ნებისმიერი ტიპის ბიზნესისთვის. წარმოუდგენელია კომპანია, სასტუმრო, ტურისტული სააგენტო, სასწავლო თუ საქველმოქმედო ორგანიზაცია რომელსაც არ აქვს თავისი ვებსაიტი. ამიტომ ბუნებრივია თქვენც გიჩნდებათ მოთხოვნა შექმნათ თქვენი საკუთარი ადგილი ინტერნეტში, რათა უკეთ გააცნოთ თქვენი საქმიანობა მიზნობრივ აუდიტორიას.

    თუ ასეა, თქვენ სწორედ იმ გვერდზე ხართ სადაც უნდა იყოთ. ჩვენ წარმოვადგენთ ვებსტუდიას რომელიც გთავაზობთ შემდეგი სახის მომსახურებებს:

    ჩამონათვალი საკმაოდ დიდია, რაც იმას ნიშნავს, რომ თქვენ შეგიძლიათ მიიღოთ სრული მომსახურება ერთ სივრცეში.

    ჩვენ გაგვაჩნია:

    • 150 ზე მეტი შესრულებული ვებ პროექტი
    • 60 ზე მეტი პარტნიორი
    • 6 წლიანი გამოცდილება

    დაგვიკავშირდით დღესვე, მიიღეთ უფასო კონულტაცია, გვანდეთ თქვენი საქმიანობის ანალიზი და დაგეგმარება. ჩვენთან თანამშრომლობით თქვენ მიიღებთ უმაღლესი ხარისიხის პროდუქტსა და მომსახურებას.

    კომპანიები რომლებმაც ჩვენ მოგვანდეს საიტის შექმნა:

    თუ გადაწყვიტეთ გქონდეთ თქვენი ადგილი ინტერნეტში, ჩვენ შეგვიძლია შეგიქმნათ იგი.

    დაგვიკავშირდით საკონტაქტო ფორმის საშუალებით, მოგვწერეთ ელ.ფოსტაზე [email protected] ან დაგვირეკეთ +995599620303

    კკონსულტაცია უფასოა!

  • კონტენტის ოპტიმიზაცია ტრაფიკისთვის ზრდისთვის

    კონტენტის ოპტიმიზაცია ტრაფიკისთვის ზრდისთვის

    წარმატებული სეო კამპანია და მისი კონტენტის ოპტიმიზაცია იწყება ეფექტური ქივორდების ძებნით. აქედან გამომდინარე, რადმენად კარგად გამოგდის მომგებიანი ქივორდების პოვნა?

    ჩავატაროთ პატარა ტესტი:

    მაგალითად, გინდა დაწერო სტატია გესთ ბლოგინგზე. ნუ, ”გესთ ბლოგინგს” შეგვიძლია დავუძახოთ ”გესთ პოსტინგი”.

    აქედან რომელ ქივორდს აირჩევდი?

    შეგიძლია ორი სტატია დაწერო ერთი და იგივე თემაზე, მაგრამ ისინი ფაქტორიბრივად იდენტური იქნება, რაც მომხმარებლისთვის ძალიან ცუდი იქნება.

    სხვა რისი გაკეთება შეგიძლია?

    ამაზე რას იტყვი:

    • ორივე ქივორდის ძებნა შეამოწმო და საუკეთესო აირჩიო
    • შეამოწმო ორივე ქივორდის კონკურენცია და აირჩიო შედარებით მარტივი საკვანძო სიტყვა

    არ აქვს მნიშვნელობა რომელ არჩევანს გააკეთებთ, რადგან ორივე ლოგიკურია. თუმცა, არ არის აუცილებელი ერთ-ერთის არჩევა.

    რატომ?

    თუ ”გესთ ბლოგინგზე” სტატიას გამოაქვეყნებ, ავტომატურად ”გესთ პოსტინგზეც” დაირანკები.

    რეალური მაგალითი თუ როგორ ირანკება ერთ-ერთი საიტი ორივე ქივორდზე, გესთ ბლოგინგსა და გესთ პოსტინგზე.

    სტატია პირველ ადგილზე ირანკება იმის მიუხედავად, რომ სათაურში, მეტა ტეგებსა და H1-ში ქივორდი ”გესტ პოსტინგი” საერთოდ არ არის ნახსენები

    როგორ არის ეს შესაძლებელი?

    საძიებო სისტემის ალგორითმები შეიცვალა, მარკეტერებიც ადაპტაციას გადიან

    თავიდან, ერთ დროს გამოცდილი სეოერები გვირჩევდნენ, რომ სტატია მხოლოდ ერთ ქივორდზე დაგვეწერა.

    თუმცა, დღეს, საძიებო სისტემის ალგორითმები დაიხვეწა და ბევრად მეტი ინფორმაციის გადამუშავება შეუძლიათ.

    აქედან გამომდინარე, ერთი სტატიის ოპტიმიზიაცია რამდენიმე ქივორდზე შეიძლება. მაშინაც კი, თუ ამ პატარ-პატარა ქივორდებს სათაურში, აღწერასა და მსგავს ადგილებში არ ვახსენებთ.

    მსგავსი სტრატეგია უკვე ხარისხიანი კონტენტის სიგნალია, რადგან გუგლი ხვდება, რომ თქვენი სტატია დეტალურია და საკითხს საფუძვლიანად განიხილავს.

    ჩვენს შემთხვევაში, გუგლმა იცის, რომ ”გესთ ბლოგინგი” და ”გესთ პოსტინგი” ერთი და იგივე საკითხია და ნამდვილად არ არის საჭირო სხვადასხვა რესურსების გამოქვეყნება.

    რას ნიშნავს ეს შენთვის?

    ქივორდების გამოკვლევის შემდეგ, გადადი გუგლზე.

    ის დღეები წარსულს ჩაბარდა, როცა ლონგ თეილ ქივორდზე უკეთებდი სტატიას ოპტიმიზაციას და რამდენიმე დღეში პირველი გვერდის პირველ ადგილზე იჯექი, რადგან მსგავსი ოპტიმიზაცია არავის ქონდა.

    პირველი, რაც ქივორდის შემდეგ უნდა ქნა არის ის, რომ გუგლში ჩაწერო და ნახო რომელ ქივორდებზე ირანკება პირველ ადგილზე მყოფი საიტი.

    მაგალითი:

    მაგალითად, ავიღოთ ქივორდი ”blog promotion”. თვითონ ამ ქივორდს თვეში 210 ძებნა აქვს, ამიტომ ერთი შეხედვდით შეიძლება იმდენად სუსტი ქივორდი ჩანდეს, რომ მასზე მუშაობაც არ გვიღირდეს.

    მოდი ქივორდს უფრო ჩავუღრმავდეთ და ვნახოთ მისი სრული პოტენციალი:

    უკვე ნათლად ჩანს, რომ  “blog promotion” უბრალოდ ქივორდი არ არის.

    ეს დიდი ნიშაა, რომელსაც ტრაფიკის დიდი პოტენციალი აქვს.

    გამოდის, რომ ამ შემთხვევაში ჩვენი მთავარი ქივორდი “blog promotion-ი” კი არა, “how to promote your blog”უნდა იყოს, რადგან მეტი ძებნა აქვს.

    რაში დაგეხმარება ეს კვლევა:

    • გუგლს საქმეს გაუადვილებთ, როცა სტატიაში ლონგ თეილ ქივორდებს ახსენებთ
    • იპოვო სტატიის განვითარების საინტერესო გზები

    ბოლოსტყვიაობა

    რაც უფრო იხვეწება გუგლის ალგორითმი და ბევრად უფრო კარგად ახერხებს კონტენტის გააზრებას, მით უფრო მნიშვნელოვანია კონტენტის ოპტიმიზაცია.  ბოლოსტყვაობის არსი ნათელია:

    ნებისმიერი კონტენტი, რომელსაც აქვეყნებ უნდა იყოს მორგებული რამდენიმე ქივორდზე.

    თანამედროვე სეო სამყაროში, არ უნდა დასვა ისეთი კითხვა, როგორიც ”როგორ დავრანკო ჩემი სტატია პირველ ადგილზე?-ა”.

    თქვენ უნდა დასვათ ასეთი კითხვა:

    იმსახურებს თუ არა ჩემი სტატია პირველ ადგილზე დარანკვას?

    სტატიების გამოკვლევა, ქივორდების ამოცნობა და მიღებულ შედეგებზე ჩვენი სტატიის ოპტიმიზაცია, საუკეთესო ვარიანტია უმნიშვნელოვანესი დარანკვის ფაქტორის სწორი ოპტიმიზაციისთვის.

    წყარო: smartseo.ge

  • 7 რჩევა FACEBOOK-ზე ბიზნესის განვითარებისთვის (განახლებული)

    7 რჩევა FACEBOOK-ზე ბიზნესის განვითარებისთვის (განახლებული)

    Facebook-ს 3 მილიარდზე მეტი თვიური მომხმარებელი ყავს. გარდა ამისა, საშუალო სმარტფონის იუზერი, 5 წუთიდან 1-ს ფეისბუქზე ხარჯავს.

    1985-ში, AOL-ს ოცნება ქონდა, რომ მონოპოლისტი გამხდარიყო ინტერნეტში. ნაწილობრივ, ფეისბუქმა ეს ოცნება რეალურად აქცია.

    ”მე Facebook ფეიჯი მაქვს, რომელიც ჩემი მეგობრებისთვის და ოჯახის წევრებისთვის არის”. სამწუხაროდ, ასე ბიზნესს ვერ განავითარებ. ოჯახის წევრებთან და მეგობრებთან ურთიერთობისთვის არსებობს უათსაფი, ვაიბერი, სნეფჩეთი და სხვა, ბევრი სახალისო პლატფორმა.

    კი, კარგია, როცა მეგობრები პოსტებს გილაიქებენ და გვერდში გიდგებიან, მაგრამ ბევრად მეტია საჭირო ფეისბუქზე წარმატების მისაღწევად.

    რჩევები Facebook-ზე ბიზნესის განვითარებისთვის

    რჩევები FACEBOOK-ზე ბიზნესის განვითარებისთვის

    1. იყავი პროფესიონალი

    შენი Facebook გვერდი სერიოზულად და პროფესიონალურად უნდა გამოიყენო, რათა ეფექტურად წარმოაჩინო შენი ბიზნესი ან ბრენდი. არასდროს გამოაქვეყნო ისეთი კონტენტი, რომელიც არ ესიამოვნება მკითხველს და თანამშრომლებს. განსაკუთრებით მოერიდე ვულგარულ პოსტებს, სმაზე, გართობაზე და ა.შ რადგან სერიოზულ მკითხველს ასეთი პოსტები ყოველთვის აღიზიანებს და აუცილებლად გაიქცევა თქვენგან.

    2. არანაირი წუწუნი და ტირილი

    არავის აინტერესებს თქვენი ცხოვრება, პრობლემები და გამოწვევები. ნუ აიძულებ მკითხველს ასეთი პოსტები წაიკითხოს, ეს უაზრო და არაპროფესიონალური სვლაა.

    3. მოიწონე კომენტარები და გამოეხმაურე

    მნიშვნელოვანია, რომ მომხმარებელს გამოეხმაურო როცა პოსტზე აკომენატრებს.

    რატომ?

    წარმოიდგინე, მან შენი პოსტი წაიკითხა, იფიქრა და გადაწყვიტა, რომ საკუთარი აზრი გაეზიარებინა (შეიძლება მოუთმენლად ელოდება თქვენს გამოხმაურებას ან მეტიც, დისკუსიის გამართვა სურს) და შენ მას უპასუხოდ ტოვებ.

    ცოტა საწყენია, როცა დიდ დროს უთმობ კომენტარის დაწერას და კომპანია გაიგნორებს და არ გეხმაურება (ალბათ ინტერაქციისთვის მეორედ თავსაც აღარ შეიწუხებ).

    4. გამოაქვეყნე სურათით

    text-based პოსტებს ყოველთვის ნაკლები ენგეიჯმენთი მოყვება. ხოლო სურათიანი პოსტი ყოველთვის მეტ ყურადღებას იპყრობს და, რა თქმა უნდა, მეტი გამოხმაურება მოყვება.

    5. Timing-ი ყველაფერია

    ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ფაქტორია, თუ დღის რომელ მონაკვეთში გამოაქვეყნებ პოსტებს. ფეისბუქი შენს კონტენტს იმ შემთხვევაში აჩვენებს ბევრ ხალხს, თუ გამოქვეყნებიდან რამდენიმე წუთში ბევრი მოწონება, გაზიარება და კომენტარი ექნება. ამიტომ, ჩაატარე ექსპერიმენტები და ნახე დღის რომელ მონაკვეთშია ყველაზე აქტიური შენი “fan base”.

    ხოლო როცა იპოვით ყველაზე აქტიურ საათს, სწორედ მაშინ მიაწოდეთ აუდიტორიას ყველაზე მნიშვნელოვანი კონტენტი.

    6. იყავი საინტერესო და ინფორმაციული

    კონტენტი მეფეა. კონტენტი თქვენი ფარ-ხმალია. კონტენტია ის, რაც თქვეს აუდიტორიას და ბიზნესს ზრდის.

    ამიტომ, ნუ გამოაქვეყნებ უხარისხო, არასანდო და გაყიდვაზე ორიენტირებულ პოსტებს.

    ყველა შენი პოსტი უნდა იყოს ორიენტირებული მომხმარებელზე. უნდა ფიქროდბე, მომხმარებელი როგორ დააინტერესო, გაზარდო ჩართულობა და მეტი კონტენტი მოანდომო.

    7. პოსტების დასპონსორება

    თქვენ შეგიძლიათ ფეისბუქის რეკლამებით ზუსტ აუდიტორიას მიაწვდინოთ ხმა.

    მაგალითად, ადამიანებს, რომლებსაც მოსწონს თქვენი გვერდი, ან მათ მეგობრებს.

    გარდა ამისა, თქვენ შეგიძლიათ რეკლამა მიაწოდოთ იუზერებს, რომლებიც თქვენს საიტზე არიან ნამყოფები.

    რაში გჭირდებათ ეს?

    ასეთი სტრატეგიის უპირატესობა ის არის, რომ ეს ადამიანები უკვე იცნობენ თქვენს ბრენდს და დიდი შანსია, რომ მაღალი ენგეიჯმენთი მოყვეს. რა თქმა უნდა, თქვენი ბრენდის შესახებ უფრო მეტი ადამიანი გაიგებს.

    ეს 7 რჩევა დაგეხმარება, რომ შენმა პოსტებმა მიიღოს მეტი მოწონება, კომენტარი და გაზიარება. წარმოაჩინე შენი ბიზნესი საუკეთესოდ და გაზარდე შენი აუდიტორია.

    ასევე იხილეთ:

  • მოკლე მიმოხილვა – რა არის SEO?

    მოკლე მიმოხილვა – რა არის SEO?

    რა არის SEO ?

    საქართველოში მისი სერიოზულად გამოყენება არავის მოსურვებია თუ არ ჩავთვლით რამდენიმე ვარეზ საიტს, რომელთა სამიზნე არა სერიოზული მომხმარებელი, არამედ სკაიპისგან ან “ქაუნთერისგან” გაწამებული ხალხი იყო. სერიოზულ მომხმარებელზე სეო გათვლები არავის გაუკეთებია, პრინციპში სერიოზული მომხმარებელი ჯინეტში არ გვყავს.

    იმ დროს მეც ერთი ჩვეულებრივი ვარეზნიკი ვიყავი. გაგებული მქონდა, რომ არსებობდა რაღაც სეო თუ რაღაც მაგდაგვარი, რითაც გუგლიდან მეტ ხალხს გადმოვიყვანდი. 2 – 3 დღიანი ფიქრის შემდეგ ჩემი აზრით საკმაოს სწორი სვლები გავაკეთე. რითაც ჩემი ვარეზ საიტის ფეიჯრანკმა 4-მდე მოიმატა 1-იდან. მაინც რა ვქენი ასეთი?
    საიტზე ბევრი რამე გვედო. “შუა ქალაქის” სერიებიდან დაწყებული, “Counter Strike”-ს და “Skype”-ს საინსტალაციოთი დამთავრებული. სათაურები ვითომდა აკადემიურად გვეწერა: “შუა ქალაქში – სერია 1 / სეზონი 1”, “Skype 36.0.3.4 Final” და ასე შემდეგ. ასე ჩემს ჭკუაში დონეს ვწევდი.

    ერთ დღეს ხალხი დამაკლდა…

    ერთ დღეს, როცა უნიკალურები ძალიან მომაკლდა და Search-იდან მოხვედრილების რიცხვიც არ მომეწონა თავში ჩემი კარგი აზრი მომივიდა. დავფიქრდი: მაინც რამდენი იუზერი ეძებდა შუა ქალაქის სერიებს ამ: (“შუა ქალაქში” ) სიტყვებით? ნუთუ (“Shua qalaqshi”) ამაზე მეტი? ან სკაიპის ქართველი მომხმარებლის 100%-მა იცოდა, რომ სკაიპი ასე იწერება”Skype”? მაშინვე დავიწყე სათაურების დარედაქტირება და ის აკადემიური სახელები სავარაუდო საძებნი სიტყვებით შევცვალე. შედეგი წარმოიდგინეთ, რა თქმა უნდა ქართული ფონტი 70% – ს არ ეყენა მითუმეტეს მაშინ. “შუა ქალაქის” მსურველთა 100% იდან 90% მას ინგლისური შრიფტით ეძებდა.
    ეს საქართველოს და კერძოდ ჩემი ვარიანტი, რომელმაც მართლა გაამართლა, მაგრამ სკაიპის და შუა ქალაქის მსურველ მომხმარებელს შორს ვერ წაიყვან.

    გსურთ ინტერნეტ მაღაზიის დამზადება?

    იხილეთ ჩვენი სერვისები

    ან დაგვიკავშირდით

    საძიებო სისტემების ოპტიმიზაცია – პროცესი

    SEO ანუ Search Engine Optimization (საძიებო სისტემების ოპტიმიზაცია) არის პროცესი , რომლის მიზანიც არის საძიებო სისტემებისთვის ვებ-გვერდის უკეთესი ხილვადობის შექმნა ნატურალური და არასუფსიდირებული ფორმით. ანუ ვებ გვერდის “დამეგობრება” ისეთ საძიებო სისტემებთან, როგორებიცაა Google Search, Yahoo Search და ასე შემდეგ. SEO შეიძლება მოიცავდეს სხვადასხვა კატეგორიის ძებნას. ისეთები, როგორებიცაა: სურთების ძებნა, ლოკალური ძებნა (საქართველოში ასეთ Search-ს არ იყენებენ, მაგ: ფიზიკური პირი ცხოვრობს ა.შ.შ-ს რომელიმე პატარა ქალაქში და აინტერესებს, მხოლოდ ამ ქალაქის სიტუაცია, ფასები, ბიზნეს პირობები და ა.შ), ვიდეო ძებნა და ა.შ.

    როგორც ინტერნეტ მარკეტინგის სტრატეგია SEO გულისხმობს თუ როგორ მუშაობს საძიებო სისტემები და რას ეძებს ხალხის უმრავლესობა. საიტის ოპტიმიზაციას შეიძლება დაჭირდეს კონტენტის შეცვლა/რედაქტირება თუნდაც HTML-ში ჩარევით, ბარიერების გადალახვა/მოხსნა.

    რომლემბმაც შეიძლება ხელი შეუშალოს მთავარ KeyWord-ებს. ანუ მთავარ Keyword-ებზე პრიორიტეტულად საძიებო სისტემამ შეიძლება თქვენთვის ნაკლებად პრიორიტეტული კონტენტი აღიქვას, რაც მხოლოდ იმის ბრალი იქნება, რომ არ გაქვთ ვებ გვერდი სწორად ოპტიმიზირებული. ოპტიმიზციის მაღალი დონის ტაქტიკა უნდა ითვალისწინებდეს ყველაფერს საიტის შიგთავსიდან დაწყებული, მენიუს სწორი განლაგებით დამთავრებული. მხოლოდ მაღალი დონის ტაქტიკები შეიძლება ჩაითვალოს სხვა სფეროდ. უბრალო გათვლები კი ინტერნეტ მარკეტინგის ერთი პატარა ასპექტია.