Blog

  • SEO ტუტორიალი ახალბედებისთვის: რით დავიწყოთ?

    SEO ტუტორიალი ახალბედებისთვის: რით დავიწყოთ?

    თუ მოგივიდათ იდეა რომ შექმნათ კარგი, ხარისხიანი SEO თქვენი საიტისთვის, ეს შესანიშნავია. ეს არის მოკლე SEO ტუტორიალი, სადაც განვიხილავთ იმ ძირითად ნაბიჯებს და სტრატეგიებს, რომელიც საბოლოოდ განსაზღვრავს თქვენი საიტის სეოს ხარისხს.

    რით დავიწყოთ?

    seo-dawyeba

    თუ თქვენთვის ეს ახალია, ხშირად ჩნდება კითხვები: როგორ გავხადოთ საიტი ცნობილი? რას მივაქციოთ ყურადღება? როგორ მივიტანოთ შინაარსი და სათქმელი მომხმარებელთან? და ასე შემდეგ… ეს ბუნებრივია. სეო – ეს არის კომპლექსური და ძალან ფაქიზი სფერო, რომელიც მუდმვ მუშაობას და კვლევას მოითხოვს.

    ყოველთვის უნდა გაეცნოთ ახალ ინფორმაციას და განახლებებს, გაითვალისწინოთ სხვადასხვა რეკომენდაციები რომელსაც წამყვანი პლატფორმები გთავაზობენ, გამოიკვლიოთ და გაუკეთოთ ანალიზი კონკურენტებს.

    გააგებინეთ Google-ს რომ თქვენ არსებობთ

    საძიებო სისტემა Google-მა უნდა იცოდეს თქვენი საიტის არსებობის შესახებ. რათა მოხდეს მისი შენახვა უზარმაზარ ბაზაში – ინდექსში. გამოიყენეთ ყველა ის ინსტრუმენტი რომელსაც Google გვაძლევს: Search Console, Google Analytics. შექმენით გარე ბმულების სტრუქტურა.

    განსაზღვრე საძიებო ნიშა და აუდიტორია

    gansazgvra

    ერთერთი ყველაზე მნიშვნელოვანი კომპონენტია ვიცოდეთ რაზე ვაკეთებთ აქცენტს, ვისთვის არის განკუთნილი საიტი. შეხედეთ თქვენს ვებგვერდს მომხმარებლის თვალით, იფიქრეთ როგორც საიტის პოტენციურმა იუზერმა. დაფიქრდი, რა სიტყვაკოდებით მოახდენდი ძიებას რომ შენს საიტზე მოხვედრილიყავი. არასდროს გადაუხვიო საიტის ნიშას კონტენტის შექმნისას. იყავი მარტივი და გასაგები. მიაწოდე მომხმარებელს ზუსტი და სუფთა ინფორმაცია – ამას საძიებო სისტემაც დაინახავს და დაგიფასებს.

    იყავი განახლებადი!

    ganaxlebadi

    წარმოიდგინე ვირტუალური პერსონაჟი (ბოტი) რომელიც ყოველდღიურად მილიონობით ვებსაიტზე დაძვრება და ამოწმებს მას. შემდეგ კი ამ ინფორმაციას აწვდის სისტემას. ეს არის ინფორმაცია ყველაფერ იმის შესახებ რაც მან შენს საიტზე ნახა და წაიკითხა. შესაბამისად ბოტი ყოველთვის ხვდება რამდენად აქტიურია შენი საიტი, რამდენად ხშირად აქვეყნებ ახალ მასალას. კონტენტის მიხედვით განისაზღვრება შენი საიტის ნიშა და საძიებო რანკინგი. ასევე უაღრესად მნიშვნელოვანია საიტი იყოს ცოცხალი – მუდმივად იდებოდეს განახლებული კონტენტი. ფიქრობ როგორ – წერე თემატური ბლოგები, თუნდაც ისეთი როგორიც ეს სტატიაა.

    შექმენი შიდა ლინკების ქსელი

    shida-linkebi

    ეს არის პროცესი რომელიც ზემოთ ნახსენებ ბოტს “უადვილებს” საქმეს. წარმოიდგინე საიტი სადაც გაქვს რამდენიმე ბლოგ პოსტი, ერთი თემატიკის. თითოეულ მათგანში აუცილებლად იქნება ნაწილობრივი შინაარსობრივი დამთხვევა მეორესთან. მიამაგრე შიდა ბმულებით ერთმანეთზე ეს პოსტები. ამით დააჩქარებ პროცესს რომ შენი საიტი მაქსიმალურად სწრაფად აღიქვას საძიებო სისტემამ და მთლიან კონტენტს მოუყაროს თავი საერთო ბაზაში, შესაბამის ნიშაში.

    საბოლოო ჯამში სეო ოპტიმიზაცია ბევრად კომპლექსური და რთული პროცესია, როგორც ზემოთ აღვნიშნეთ. არ არსებობს სტანდარტული რეცეფტი და გარანტიები საიტის რანკინგისთვის. თუმცა მუდმივი სწავლა და ძიება გაჩვენებს გზას როგორ მიიტანო შენი კონტენტი მიზნობრივ აუდიტორიამდე. რაც მთავარია, აუცილებლად უნდა დაიცვა ის წესები და პარამეტრები, რომელიც დღესდღეისობით მოცემული და განსაზღვრულია საძიებო სისტემების მიერ.

  • ნელი საიტები მოინიშნება Chrome ბრაუზერის მიერ

    ნელი საიტები მოინიშნება Chrome ბრაუზერის მიერ

    ვებ საიტები, რომლებიც ნელა იტვირთება ცუდი ან უხარისხო კოდინგის გამო, Google-მა მალე შეიძლება უარყოფითად მონიშნოს Google Chrome ბრაუზერში.

    Google- მა განაცხადა, რომ იგი მუშაობს “სიჩქარის ინდექსის” რამდენიმე სისტემაზე, რომელიც აცნობებს ვიზიტორებს იმას, თუ რატომ სჭირდება გვერდის ჩატვირთვას დიდი ხანი, რა ხარვეზებია მასში და მონიშნავს მას შესაბამისი ნიშნით.

    ვარიაციები მოიცავს ტექსტურ მაფრთხილებელ ნიშნებს, ასევე სხვადასხვა მაფრთხილებელ სიმბოლოებს – საიტის სისწრაფის მიხედვით.

    ამ პარამეტრის დანერგვის ზუსტი თარიღი ამ დროისთვის უცნობია.

    ბლოგში Google- მა განაცხადა, რომ დაიწყო პროექტი “დაეხმაროს მომხმარებლებს” იმის გაგებაში, თუ როდის შეიძლება იყოს საიტი ნელა ჩატვირთვადი, ნორმალურია თუ არა ეს შენელება კონკრეტული გვერდისთვის.

    ასევე მონიშნოს შესაბამისი სტანდარტები შესაბამისი ღილაკით, რათა მომხმარებელი უფრო ადვილად გაერკვეს საიტის ტექნიკურ გამართულობასა და ხარისხში.

    განცხადებაში ასევე ნათქვამია რომ ისინი მუშაობენ სპეციალური მეტრიკის შემუშავებაზე.

    მეტრიკა თავის მხრივ დეველოპერებს გაუადვილებს საქმიანობას. ტექნიკური ხარვეზების და უხარისხო კოდის შემთხვევაში მისცემს რეკომენდაციებს მათ გამოსასწორებლად ან შესაცვლელად.

    გარდა ამისა, გვერდები ხშირად ნელა იტვირთება, რადგან ისინი ელოდება რეაგირებას საიტზე ჩაშენებული სხვადასხვა რესურსებიდან, როგორიცაა სარეკლამო ქსელები, სოციალური მედიის ვიჯეტები ან კოდი, რომელიც აანალიზებს მომხმარებლის ქცევას.

    ინდიკატორები შეიძლება შეიცავდეს ტექსტს, რომელშიც ნათქვამია, რომ გვერდი “ჩვეულებრივ იტვირთება ნელა” ან შეიძლება შეიცვალოს პროგრესირების ზოლის მინიშნება იმის შესახებ, რომ გვერდი ჩამორჩება სტანდარტულ მაჩვენებელს.

    ბლოგში Chrome- ის ინჟინრებმა განაცხადეს, რომ საიტების იდენტიფიცირების გეგმა იქნება დახვეწილი და შეიქმნება ვებსაიტების გასაუმჯობესებლად.

    ჩვენ გვაქვს ძალიან ფრთხილი მიდგომა, რაც პირველ რიგში ითვალისწინებს მეტი კომფორტის შექმნას მომხმარებლისთვის, თუმცა მეორეს მხრივ დეველოპერებს აძლევს საშუალებას მარტივად დახვეწონ თავიანთი ნამუშევარი

    ბაზრის კვლევის ფირმა Statista– ის მონაცემებით Google- ის Chrome ბრაუზერს იყენებენ ინტერნეტ მომხმარებელთა 64%.

    Google- ის გეგმა გააკრიტიკეს Hacker News- ის ვებსაიტზე, რომელსაც ძირითადად იყენებენ პროფესიონალი დეველოპერები.

    ზოგიერთს ეჭვქვეშ აყენებს იმას თუ რამდენად ზუსტია იმის დადგენა, რატომ არის საიტები ნელი.

    ბევრი ამბობს, რომ გვერდები უფრო მეტად ნელდება სარეკლამო და სხვა გარე რესურსებით, ვიდრე ცუდი კოდირებით.

    კომენტარებში ასევე გაიჟღერა რომ ეს მაფრთხილებელი ნიშნები იქნება “სირცხვილის ნიშნები”.

    ასევე გვხვდება მოსაზრება რომ სისწრაფე დამოკიდებულია იმაზე, თუ როგორ ათვალიერებს ბრაუზერი ვებსაიტს.

    ასე რომ საიტები შეიძლება იყოს უფრო სწრაფი Firefox- ში, მაგრამ Chrome- ში ნელი და მაინც მიიღოს  “სირცხვილის ნიშანი”.

     

  • ილონ მასკმა Starlink-ის სატელიტის ინტერნეტი დასაპოსტად გამოიყენა

    ილონ მასკმა Starlink-ის სატელიტის ინტერნეტი დასაპოსტად გამოიყენა

    რამდენიმე საათის წინ, ილონ მასკმა Starlink-ის ინტერნეტი ტვიტერზე დასაპოსტად გამოიყენა. Starlink არის პროექტი, რომლის ამბიციაც მსოფლიოს ნებისმიერი წერტილის სწრაფი ინტერნეტით უზრუნველყოფაა. ამისათვის ილონ მასკის კომპანიამ კოსმოსში, დაგეგმილი 30 000-დან, ჯერ მხოლოდ 60 თანამგზავრი გაუშვა. როგორც კომპანიის დამფუძნებლის ტვიტიდან ვიგებთ, ტექნოლოგია მუშაობს.

    რაც შეეხება Starlink-ის ინტერნეტის გამოყენებას, სავარაუდოდ, დასაწყისისთვის ამას აშშ-ში შეძლებენ. შემდეგი წლიდან კი კანადაში.

    ილონ მასკის პოსტი ტვიტერზე

    Starlink-ის პროექტი ბევრ ადამიანის მხრიდან სკეპტიციზმის ობიექტი ხდებოდა. მით უფრო არ სწყალობენ მას ასტრონომები, რომლებიც, პროექტის შედეგად, ღამის ცის ხილვადობის დაკარგვაზე საუბრობენ.

    თანამგზავრული ინტერნეტის თავდაპირველი დაფარვის ზონა

    წყარო: marketer.ge

    ასევე იხილეთ:

    რჩევები Facebook-ზე ბიზნესის განვითარებისთვის

     

  • რა არის Facebook Pixel და როგორ გამოვიყენოთ ის

    რა არის Facebook Pixel და როგორ გამოვიყენოთ ის

    ბევრისთვის დამაბნეველია სიტყვა Facebook Pixel, ერთი შეხედვით ეს ქმნის საშიში ნაზავის ასოციაციას.

    ამ პოსტში ჩვენ მოკლედ მიმოვიხილავთ რა არის იგი და როგორ უნდა მოხდეს მისი ინტეგრაცია საიტებზე.

    და მაინც, რა არის Facebook Pixel?

    ეს არის Facebook-ის ერთერთი მთავარი ანალიტიკური ხელსაწყო, დაახლოებით ისეთი როგორიც Google Analytics არის Google-სთვის. ამასთან, პიქსელი გეხმარებათ მიზნობრივი აუდიტორიის განსაზღვრაში. რაც საბოლოოდ წარმატებით აისახება სარეკლამო კამპანიებზე.

    სპეციალური, დამუშავებული კოდის საიტზე დამატების შემდეგ ეს ინსტრუმენტი გაძლევთ საშუალებას:

    • აკონტროლეთ კონვერტაციის მაჩვენებელი თქვენი Facebook სარეკლამო კამპანიებიდან. მაგალითად, რამდენი ადამიანი ყიდულობს Facebook რეკლამის დაჭერის შემდეგ.
    • შექმენით მიზნობრივი აუდიტორია ფეისბუქის რეკლამებისთვის, მათ შორის, იმ ადამიანებით რომლებიც თქვენს საიტს ეწვივნენ.
    • თქვენი სარეკლამო კამპანიის ბიუჯეტის ოპტიმიზაცია, მაგალითად, ავტომატური ტენდერის დაყენება იმ სამიზნე აუდიტორიაზე, რომლებიც სავარაუდოდ შეძენენ თქვენს საიტზე.
    • და ასე შემდეგ…. ეს საკმაოდ მძლავრი და მრავალფეროვანი ინსტრუმენტია -თან უფასო!

    როგორ ხდება პიქსელის დაყენება საიტზე

    ნაბიჯი პირველი – შემენით Facebook Pixel

    თქვენი Pixel- ის შესაქმნელად, გადადით Pixels განყოფილებაზე- ზე Facebook Events Manager-ში (მიჰყევით ამ ბმულს, პირდაპირ იქ მიგიყვანთ). შემდეგ, დააჭირეთ ღილაკს Create a Pixel

    Facebook_pixel_sheqmna

    ნაბიჯი 2: მიიღეთ Tracking Code

    პიქსელის შემქნის შემდეგ, მონახეთ ღილაკი Set up Pixel, გამოტანილ ჩამონათვალში აირჩიეთ “Manually Install the Code Yourself”. (მიჰყევით ამ ბმულს, ესეც პირდაპირ იქ მიგიყვანთ)

    ამ მოქმედების შედეგად გახსნილი კოდი დააკოპირეთ და შეინახეთ.

    ნაბიჯი 3: დაამატეთ მოცემული კოდი საიტზე

    შემდეგი და ბოლო მოქმედება არის ის რომ აღებული კოდი ჩასვათ  </head> ტეგის ზემოთ, ანუ მის დახურვამდე

    Facebook Pixel ინტეგრირებულია თქვენს საიტზე – გილოცავთ! თუმცა არ იფიქროთ რომ მისი ამბავი აქ მთავრდება. შემდეგ ბლოგებში განვიხილავთ თუ როგორ უნდა შეიქმნას საჭირო Event-ები და ინტეგრირდეს საიტის კონტენტში.

    ასევე ნახეთ:

  • WordPress VS Joomla – რომელია უკეთესი და რატომ

    WordPress VS Joomla – რომელია უკეთესი და რატომ

    ახალი საიტის შექმნა გინდათ და დადექით არჩევანის წინაშე WordPress თუ Joomla?

    მიუხედავად იმისა რომ უამრავ დადებითს ნახავთ ვორდპრესის გარშემო, ასევე ნახავთ რომ ის ყველაზე პოპულარული პლატფორმაა, იგი არ არის ერთადერთი CMS რომლის გამოყენებითაც ვებსაიტები იქმნება.

    მოდით მიმოვიხილოთ

    WordPress VS Joomla რას გვეუბნება რიცხვები და სხვა სტატისტიკური მაჩვენებლები

    როგორც ვორდპრესი ასევე ჯუმლაც არის ფართოდ გავრცელებული, უფასო პლატფორმები, რომლებიც 10 წელზე მეტია ფუნქციონირებენ.

    wordpress-1

    WordPress – 2003 წელს შეიქმნა როგორც ბლოგინგის პლატფორმა. დღეს ის გაცილებით დახვეწილი და მულტიფუნქციურია. ინტერნეტში არსებული ყველა საიტიდან მისი წილი არის 34%, ხოლო მზა პლატფორმებში გაცილებით მეტი – 60.8%

    Joomla

    Joomla – შეიქმნა 2005 წელს. იგი ძალიან ჰგავს ვორდპრესის ძველ ვერსიებს.

    ინტერნეტში არსებულ საიტებში მას უჭირავს 3%, ხოლო მზა პლატფორმებში ჯუმლას წილი არის 5.4% – რიგით მეორე ვორდპრესის შემდეგ.

    პლატფორმების წილი

    გრაფიკზე მოცემულია Google Trends-ის სტატისტიკური მონაცემი რომელიც აღწერს ამ ორი პლატფორმის პოპულარობას 2004 წლიდან დღემდე. (წითელი ხაზი – Joomla, ლურჯი ხაზი – WordPress)

    პოპულარობის გრაფიკი

    აქ ნათლად ჩანს რომ ჯუმლას პოპულარობა ეცემა, მაშინ როცა ვორდპრესი კვლავ ძალიან პოპულარულია. თუმცა ეს არ ნიშნავს იმას რომ ჯუმლას არაფერი აქვს თქვენთვის შემოსათავაზებელი.

    რა არის თითოეული მათგანის უპირატესობები თუ ნაკლი?

    ინტერნეტში ძიებისას თქვნ შეხვდებით უამრავ ურთიერთ საპირისპირო არგუმენტებს, განხილვებს თუ შეფასებებს. რომლებიც თავის მხრივ ხშირად დამაბნეველია. ამიტომ ჩვენ გთავაზობთ არგუმენტირებულ მონაცემს თუ რომელი მათგანი არის უკეთესი ან უარესი და რატომ.

    WordPress-ის უპირატესობები

    • მარტივად გამოსაყენებელი – ვორდპრესი მიიჩნევა ერთერთ ყველაზე მარტივად გამოსაყენებელ სისტემად, განსაკუთრებით მათთვის ვისაც არ აქვს მაღალი დონის დეველოპერული უნარები
    • უკეთესი პოსტინგი – ვორდპრესს აქვს უკეთესი შესაძლებლობა შექმნათ ბლოგ პოსტები და დეტალური გვერდები ცალ ცალკე, მაშინ როცა ჯუმლა ქმნის მხოლოდ ერთი ტიპის კონტენტს და ხდება მათი დანაწილება მხოლოდ კატეგორიებით.
    • მოქნილობა – ვორდპრესს გააჩნია ძალიან დიდი ბიბლიოთეკა თემების და ჩადგმების, რაც იძლევა საშუალებას მარტივად შევასრულოთ სასურველი ამოცანა, უკვე მზა ნამუშევრების გამოყენებით.
    • მხარდაჭერა – რადგან ვორდპრესი ყველაზე პოპულარულია, შესაბამისად მარტივია ამა თუ იმ ინფორმაციის მოძიება სასურველ ოპერაციაზე.
    • ეკონომია – დიდი აუდიტორია თავისთავად ნიშნავს სასურველი შედეგის უფრო მარტივად მოძიებას, რაც თქვენს დროს და ფინანსებს დაზოგავს.

    Joomla-ს უპირატესობები

    • მენეჯმენტი – Joomla გთავაზობთ უფრო თანამედროვე სისტემას მომხმარებელთა კონტროლისა და მართვისთვის მხრივ.
    • არასტანდარტული კონტენტი – Joomla-ს კომპონენტები და მოდულები მოგცემთ უფრო მეტ მოქნილობას არასტანდარტული ტიპის კონტენტის შესაქმნელად.
    • თარგმანი – ჯუმლას ძრავს გააჩნია მულტი ენის მხარდაჭერა კონტენტის შექმნისას, მაშინ როცა ვორდპრესში რიგ შემთხვევებში საჭიროა დამატებითი ჩადგმების გამოყენება.
    • მულტი დიზაინი – ჯუმლა გაძლევთ საშუალებას გამოიყენოთ სხვადასხვა შაბლონი კონტენტის სხვადასხვა ნაწილში. ვორდპრესი ძირითადად ეყრდნობა ერთ მთავარ დიზაინს, რომელსაც აირჩევთ. სხვა დანარჩენისთვის როგორც წესი დამატებითი ჩარევა არის საჭირო.

    ბიბლიოთეკები

    ვორდპრესისთვის დაწერილია 54000 ზე მეტი უფასო პლაგინი (ჩადგმა) და 5000 ზე მეტი უფასო თემა (დიზაინი). ამის გარდა შექმნილია ათასობით პრემიუმ თემები და პლაგინები.

    ამის გარდა შექმნილია ათასობით პრემიუმ თემები და პლაგინები.

    ჯუმლას გააჩნია 8000 მდე მზა დიზაინი. თუმცა არ არსებობს ოფიციალური პლატფორმა სადაც ჯუმლას დიზაინებია განთავსებული. ამიტომ უმეტესად თქვენ თავად მოგიწევთ მათი მოძებნა ინტერნეტში.

    უსაფრთხოება

    Sucuri’s Hacked Website Report – 2016/Q3 ის მონაცემით WordPress- მა Sucuri- ის სტატისტიკაში გატეხილი საიტების 74% შეადგინა, რაც 25% -ით მეტია, ვიდრე მისი საბაზრო წილი 58.9% (იმ დროს)

    ამავე ანგარიშში, Joomla -ს წილი არის 17% ყველა გატეხილი საიტებზე, რომელიც ~ 132% უფრო მაღალია, ვიდრე Joomla- ს საბაზრო წილი 7.3% (იმ დროს)

    გატეხილები

    ერთი შეხედვით ეს შეიძლება კატასტროფულ მონაცემად მოგეჩვენოთ.

    თუმცა უდიდესი ნაწილი საიტების გატეხვის გამოწვეულია არასწორი დეველოპმენტის, მოძველებული და განუახლებელი მოდულების, ასევე არალიცენზირებული მატერიალების გამო.

    ამას მოწმოსბს ისიც რომ გატეხილი Joomla- ის საიტების 84% დაზიანების დროს განუახლებელი იყო, ხოლო განუახლებელი WordPress საიტების წილი არის 61%.

    თუმცა შეგვიძლია გამოვიტანოთ დასკვნაც რომ მოცემული პლატფორმები საიმედოა. არასაიმედოა – განუახლებელი და მოუწესრიგებელი პროექტები.

    joomla-vs-wordpress-8

    შესაძლოა ბევრისთვის სტატისტიკური მონაცემი სასარგებლო ინფორმაცია იყოს. თუმცა საიტის შექმნის დროს დიდწილად მოქმედებს ინს ფაქტორი რა ტიპის პროექტის შექმნა გსურთ.

    რომელი პლატფორმა უფრო შეეფერება თქვენს ამოცანას. რაც მთავარია რომელთან უფრო კომფორტულად გრძნობთ თავს და რომელი უკეთ იცით.

    ასევე იხილეთ: Divi – გათამაშება და ფასდაკლება შავ პარასკევს

  • Google-მ Huawei დაბლოკა  და ლიცენზია შეუჩერა

    Google-მ Huawei დაბლოკა და ლიცენზია შეუჩერა

    Huawei შარშია

    გასულ ხუთშაბათს ამერიკის მთავრობის გადაწყვეტილებით სავაჭრო ნიშანი Huawei შავ სიას დაემატა.

    გუგლმა შეწყვიტა პარტნიორობა ჩინურ გიგანტ ჰუავეისთან, რაც გულისხმობს აპარატურის ტექნიკურ მომსახურებას და პროგრამულ უზრუნველყოფას. ეს შეზღუდვა არ ეხება უკვე არსებულ მოწყობილობებს. თუმცა ტექნიკური განახლება არსებულ მოწყობილობებზეც მაქსიმალურად შეიზღუდება.

    huawei-ban
    Google აღარ მისცემს Huavei-ს ტექნიკურ ლიცენზიას Android-ზე

    რას ნიშნავს ეს?

    ყველა ვინც ფლობს Huawei-ს მოწყობილობებს, რომლებიც მუშაობს Google-ს ოპერაციულ სისტემებზე, მიიღებენ მხოლოდ იმ განახლებებს რომლებიც აქამდე იყო დაგეგმილი და შეთანხმებული. თუმცა სამომავლოდ ეს პროდუქტი თუ მომსახურება მათთვის აღარ იქნება ხელმისაწვდომი. მაგალითად: Huawei-ს ტელეფონები აღარ მიიღებენ ანდროიდის და მასზე მომუშავე აპლიკაციების განახლებასა თუ ლიცენზიას.

    Huawei ლიდერია სმარტფონების წარმოების რაოდენობით მსოფლიოში. Android სისტემაზე თავისუფალი წვდომის დაკარგვამ კი შესაძლებელია საფრთხე შეუქმნას კომპანიის მომავალს. ეს მოვლენა ასევე პრობლემებს შეუქმნის კომპანიას ამერიკულ და მსოფლიოს სხვა ბაზარზეც. თუმცა როგორც ჰუავეიში აცხადებენ, ამ ცვლილებისთვის მზად არიან. აქვე აღვნიშნოთ რომ Google-ს ძალიან ბევრი პროდუქტი თუ აპლიკაცია ჩინეთში აქამდეც დაბლოკილი იყო.

    ჰუავეის პრობლემა ამით არ სრულდება

    შეზღუდვების ჯაჭვი გრძელდება. ჰუავეიმ ასევე შესაძლოა დაკარგოს წვდომა ჩიპების და პროცესორების მწარმოებელი კომპანიების ლიცენზიებზეც.

    შესაძლოა კომპანიებმა Intel, Qualcomm, Xilinx და Broadcom უარი თქვან ჰუავეისთან თანამშრომლობაზე და შეზღუდონ მათი პროდუქციის გაყიდვა კომპანიაზე.

    როგორც ჩინური გიგანტის წარმომადგენლები აცხადებენ ისინი მზად არიან ამ ცვლილებისთვის და გამოიყენებენ თავიან ოპერაციულ სისტემას.

  • სოციალური ქსელი  Google+ დაიხურა

    სოციალური ქსელი Google+ დაიხურა

    Google-მა საკუთარი სოციალური ქსელი დახურა

    საძიებო პლატფორმის გიგანტმა Google-მ, 2011 წელს ამოქმედებული სოციალური ქსელი დღეს დილით დახურა. ეს იყო კომპანიის პირველი წარუმატებელი მცდელობა, ჰქონოდა სოციალური ქსელი. ამის შესახებ BBС წერს.

    კომპანიის ინფორმაციით, ეს გადაწყვეტილება სოც. ქსელის პოპულარობის დაკარგვის გამო მიიღეს. ცნობილია, რომ თითოეული ექაუნთის მფლობელის ინტერაქცია საშუალოდ 5 წამზე ნაკლებ ხანს გრძელდებოდა. სოცქსელის გაუქმებაში დიდი როლი ითამაშა 2018 წლის კიბერთავდასხმამაც, რა დროსაც 52.5 მილიონი ადამიანის პირადი ინფორმაცია გასაჯაროვდა. ამ სოციალური ქსელის გაუქმების შესახებ ინფორმაცია 2018 წლის ოქტომბრიდან იყო ცნობილი.

    მაშინ, როცა სხვა ტექნოლოგიური გიგანტები სერვისების გაფართოებას ცდილობენ (მაგ, Apple), აღიარებს, თუ არა Google სოციალური ქსელის დახურვით საკუთარ წარუმატებლობას? თუ ეს კომპანიის მხრიდან მოსალოდნელ, საინტერესო სიახლეებზე მიგვანიშნებს?

    ასევე იხილეთ:

    წყარო: marketer.ge

  • კონტენტის ოპტიმიზაცია მის გამოქვეყნებამდე

    კონტენტის ოპტიმიზაცია მის გამოქვეყნებამდე

    მოკლედ განვიხილოთ თუ რა არის კონტენტის ოპტიმიზაცია და რა ნაბიჯები უნდა გავითვალისწინოთ საბოლოო გამოქვეყნებამდე.

    ხშირ შემთხვევაში მაშინაც კი როდესაც კონტენტის შინაარსი ერთი შეხედვით აბსოლუტურად გამართულია საძიებო სისტემები მაინც ვერ პოულობს მას.

    სანამ საბოლოოდ გამოვაქვეყნებთ ნამუშევარს, აუცილებელია გავითვალისწინოთ რიგი ნაბიჯები, რომლებიც საჭიროა საძიებო სისტემაში მარტივად ინტეგრაციისთვის.

    გაეცანით ძირითად ნაბიჯებს და მოქმედებებს რომლებიც საჭიროა რათა საბოლოოდ მოხდეს კონტენტის ოპტიმიზაცია საძიებო სისტემებისთვის.

    შეხედეთ კონტენტს მომხმარებლის თვალით

    ზოგჯერ ავტორი ფიქრობს როგორ განათავსოს კონტენტი ისე რომ რაც შეიძლება მეტჯერ მოახვედროს მასში საკვანძო სიტყვები, ლინკები და სხვა ელემენტები. ეს ძალიან დიდი შეცდომაა. შექმენით კონტენტი ისე რომ მომხმარებლისთვის იყოს მარტივად წასაკითხი. ნაწერი უნდა იყოს ლოგიკური და შინაარსიანი.

    შექმენით მოსახერხებლად წასაკითხი კონტენტი

    კონტენტის შექმნისას გაითვალისწინეთ ისევ და ისევ მომხმარებელი. გარდა შინაარსისა კონტენტი უნდა იყოს მარტივად წასაკითხი. ნუ ეცდებით მის ხელოვნურად გადაწყობას მხოლოდ იმიტომ, რომ დააკმაყოფილოთ SEO პარამეტრები.

    • სწორად გადაანაწილეთ ტექსტი აბზაცებში
    • ნუ გამოიყენებთ ძალიან დიდ, უწყვეტ წინადადებებს
    • ნუ გაიმეორებთ ერთი და იგივე საკვანძო სიტყვას ძალიან ხშირად, კონტენტი უნდა იყოს მრავალფეროვანი.
    • გამოიყენეთ მედია ელემენტები (ფოტო, ვიდეო)
    • გამოიყენეთ H1, H2, H3 ტეგები, პრიორიტეტული ნაწილის გამოსაყოფად
    • გამოიყენეთ ლოგიკური შიდა და გარე ლინკები

    მიაქციეთ ყურადღება კონტენტის ზომას და აღქმადობას

    აუცილებლად გაითვალისწინეთ ის, რომ ნებისმიერი ტიპის ჩანაწერი უნდა იყოს ზომიერი. არ არის კარგი არც მოკლე და არც უსაშველოდ გრძელი გვერდები. ეს ერთერთი პირობაა იმ მოცემულობისთვის, რასაც ჰქვია კონტენტის ოპტიმიზაცია.

    არის რეკომენდირებული სტანდარტები, რომლების მიხედვითაც განისაზღვრება კონტენტის მოცულობა, სიტყვების რაოდენობა და სხვა დეტალები.

    • გასართობი შინაარსის ბლოგები – 1500 -2000 სიტყვა
    • მცირე ზომის ბლოგები – 700-900 სიტყვა
    • საინფორმაციო ბლოგები – 100-1500 სიტყვა
    • აღწერები და მიმოხილვები – 200-2500 სიტყვა

    ეს მოცულობები პირობითია, თუმცა ამ არეალში ჩანაწერების შექმნა რეკომენდირებული და აპრობირებული მეთოდია.

    დაამატეთ სოციალური მედიის ელემენტები

    სოციალური მედია ერთერთი ყველაზე დიდი პლატფორმაა საიდანაც მომხმარებელი ინფორმაციას იღებს. ნებისმიერი ტიპის ინფორმაციას, იქნება ეს ლინკი, ფოტო, ვიდეო თუ სხვა რამ. ამიტომ აუცილებლად ჩართეთ თქვენს კონტენტში სოციალური მედია. გამოიყენეთ საჭირო და თემატური ბმულები. როგორც თქვენი პირადი გვერდების და პროფილების, ასევე ინფორმაციის შემცველი სტატიების, ფოტოსი თუ ვიდეოსი.

    და ბოლოს…

    აუცილებლად ადევნეთ თვალი სხვადასხვა პორტალებს, სისტემებს. გამოიწერეთ ინფორმაცია განახლებების და ცვლილებების მისაღებად. საძიებო სისტემის სტრუქტურა ძალიან ხშირად იცვლება, შესაბამისად იცვლება ბევრი დეტალი ოპტიმიზაციის გარშემო.

    მუდმივად გაეცანით ინფორმაციას ტექნიკურ დეტალებზე, როგორებიცაა საკვანძო სიტყვების (keywords), მედია ფაილების და სხვა ელემენტების განთავსების შესახებ.

    ასევე იხილეთ:

  • ფოტო SEO – ALt Tag მნიშვნელობა

    ფოტო SEO – ALt Tag მნიშვნელობა

    ფოტოების გამოყენება საიტის კონტენტში მიმზიდველს ხდის მას. მომხმარებელი უფრო კითხულობს ფოტოებით მდიდარ გვერდს ვიდრე მხოლოდ ტექსტს.

    თუმცა ასევე უნდა გახსოვდეთ, რომ კარგი alt tag ნიშნავს გაუგზავნოთ უფრო კარგი სიგნალი საძიებო სისტემებს, თქვენი საიტის აღქმის და ინტეგრაციისთვის.

    ტერმინი “alt tag” არის საყოველთაოდ გამოყენებული აბრევიატურა იმის შესახებ, თუ რა არის მოცემული ფოტოზე. Alt უნდა აღწერდეს, რა არის მასზე. სხვადასხვა ბოტი თუ ეკრანის მკითხველი წაიკითხავს ამ ტექსტს და აქედან გამომდინარე აწვდით საძიებო სისტემას თქვენს სურათს.

    რა არის Alt tag?

    photo alt tag

    ეს არის HTML ჩანაწერი რომელიც დაახლოებით ასე გამოიყურება:

    <img src=“image.jpg” alt=“image description” title=“image tooltip”>

    გარდა საეო ოპტიმიზაციისა ეს ჩანაწერი ეხმარება ნავიგაციაში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ადამიანებს ფოტოს შესახებ ინფორმაციის მიღებაში.

    Alt tag როგორც SEO ფაქტორი

    Google აქვეყნებს სტატიას სადაც განმარტებულია, რომ ამ ტეგის გამოყენება გაცილებით პრიორიტეტულს გახდის საიტის გვერდებს საძიებო სისტემისთვის. რადგან ეს ჩაითვლება სრულად მიწოდებულ ინფორმაციად – ფოტოზე ინფორმაციას აწვდით არა მხოლოდ ვიზუალურად, არამედ მისი ტექსტუალური აღწერითაც, რომლებიც შეიძლება შეიცავდეს თქვენი საიტის საკვანძოს სიტყვებს (იხილეთ საკვანძო სიტყვების – keywords მნიშვნელობა)

    ტეგის შერჩევისას ფოკუსირება გააკეთეთ სიტყვების სწორად განაწილებაზე. ნუ გამოიყენებთ მხოლოდ საკვანძო სიტყვებს, არამედ გამოიყენეთ ის სიტყვები რომელიც პასუხობს ფოტოს ვიზუალს. წინააღმდეგ შემთხვაში თქვენი ტეგები შეიძლება აღქმული იყოს როგორც სპამ სიგნალი.

    ასევე გასათვალისწინებელია ის ფაქტორი რომ, ფოტოს სახელიც მაქსიმალურად უნდა ემთხვეოდეს მის შინაარსს.

  • ყალბი ლაიქები გაქრება – Facebook ის ახალი პოლიტიკა

    ყალბი ლაიქები გაქრება – Facebook ის ახალი პოლიტიკა

    Facebook-ზე  თქვენს ბიზნეს გვერდებს ყალბი ლაიქები აკლდება. დიახ Facebook-მა სპეცოფერაცია კოდური სახელწოდებით “განლაიქება” ჯერ კარგად დაგეგმა და ახლა სისრულეში მოყავს.

    Facebook Deleted Fake Account

    მსოფლიო მასშტაბით ყველაზე დიდი დანაკარგი TEXAS HOLDEM POKER-მა განიცადა და მან 96 ათასი ლაიქერი დაკარგა,  ამავე სიაში არიან Rihanna, შაკირა, Lady Gaga  და ა.შ

    როგორც ცნობილია “განლაიქების” ოპერაცია Facebook-ზე შექმნილი ახალი “უსაფრთხოების”
    სისტემის
    მიერ
    ხორციელდება
    თუმცა
    ალბათ
    არავის
    ქონდა
    ილუზია,
    რომ
    მას
    ადამიანები
    საკუთარი
    ხელით
    გააკეთებდნენ,
    როგორც
    ცნობილია
    ამ
    გზით
    Facebook საეჭვო
    აპლიკაციებით
    მომატებულ
    ლაიქებს
    “განალაიქებს”.

    საინტერესოა რამდენად “მტკივნეული” იქნება ეს ყველაფერი საქართველოში არსებული გვერდებისათვის, ალბათ გახსოვთ, რომ ჩვენთან ლაიქთა უმეტესობა სწორედ მსგავსი თამაშ/აპლიკაციებითაა მომატებული, ახლა კი მხოლოდ იმაზე უნდა ვიფიქროთ რას ჩათვლის Facebook-ი ყალბად და რას რეალურად.  გთავაზობთ Leavingstone-ის მონაცემებს, რომელიც აუცილებლად შეიცვლება ეტაპობრივად.

    yalbi-laiqebis-statistika
    გაუქმებული ყალბი ლაიქების სტატისტიკა

    ასევე იხილეთ: სოციალური ქსელი Google+ დაიხურა