Blog

  • რა არის .STORE დომენი? ონლაინ მაღაზიის ახლებური ბრენდინგი

    რა არის .STORE დომენი? ონლაინ მაღაზიის ახლებური ბრენდინგი

    2020 წელი დიდი ცვლის წელი იყო. ჩვენ ვიხილეთ ახალი სტილი, პერსპექტივები და მომხმარებელთა მოზღვავება.

    McKinsey-ის თანახმად, 2020 წელს ბრენდებსა და მომხმარებლებს შორის ციფრული ურთიერთობა რაოდენობა სამჯერ გაიზარდა. ბრენდის მომხმარებლებთან ურთიერთობის დაახლოებით 65% ახლა ხდება ციფრული გზით.

    ინდუსტრიების უმეტესობამ ასევე გამოსცადა ონლაინ გაყიდვების 15-დან 30%-მდე ზრდა – და ეს ზრდა გრძელდება.

    თუ თქვენ გეზს იღებთ ელექტრონული კომერციისკენ და ქმნით თქვენს ონლაინ მაღაზიას , სწორ გზას ადგახართ.

    თუმცა თქვენ შეიძლება შეამჩნიოთ, რომ დღეს უკვე საკმაოდ რთულია სრულყოფილი დომენის სახელის პოვნა.

    რა მოხდება, თუ გეტყვით, რომ არსებობს უფრო მარტივი გზა, ვიდრე საათების დახარჯვა დომენის რეგისტრაციისას სიტყვების სხვადასხვა კომბინაციების ცდაში?

    დღეს უკვე ონლაინ მაღაზიებს აქვთ საკუთარი დომენის გაფართოება. მას ჰქვია .STORE.

    რა არის .STORE დომენი, რატომ არის ის კარგი არჩევანი SEO-სა და ბრენდინგის თვალსაზრისით და როგორ ავირჩიოთ საუკეთესო ვარიანტი

    რა არის .STORE დომენი? დომენის ახალი გაფართოება

    დომენის სახელი არის თქვენი ონლაინ მაღაზიის ინტერნეტ მისამართი. იფიქრეთ მასზე, როგორც ციფრული უძრავი ქონება. როგორც თქვენი ფიზიკური ვიტრინა ქმნის პირველ შთაბეჭდილებებს, რამაც შეიძლება გავლენა მოახდინოს მომხმარებელზე, ასევე თქვენმა დომენმა შეიძლება მიიზიდოს ტრეფიკი.

    მაგალითად, ალბათ მოერიდებით ისეთ ვებსაიტს, რომლის დომენის სახელი სავსეა რიცხვებითა და ტირეებით (მაგალითად, www.the-newsneakerz-store.com)

    ეს იყო ბრენდის მცდელობის შედეგი, ადგილი დაემკვიდრებინა ხალხმრავალ სივრცეში. ეს არ მუშაობდა. მიუხედავად იმისა რომ ეს შეიძლება ყოფილიყო სრულიად ლეგიტიმური, მაღალი დონის ონლაინ ბიზნესი… მაგრამ ამ ტიპის დომენი არ იწვევს სანდოობას მომხმარებლებში.

    რაშია პრობლემა? .com და .net დომენის გაფართოებები ამოქმედდა 1985 წელს , სანამ ინტერნეტის მოხმარება მიაღწევდა იმ დონეს რაც დღეს გვაქვს, ბრენდების უმეტესობამ ან სულაც ჩვეულებრივმა მომხმარებლებმა “დაიტაცეს” კარგი დომენური სახელები. დღეს კი უკვე თითქმის ყველა კომბინაცია რომელიც მარტივად დასამახსოვრებელია ან რაიმე კრეატიულ ელემენტს შეიცავს დაკავებულია და შექმნილია ან გაფართოებების დეფიციტი.

    ახალი დომენის გაფართოებების გამოჩენა

    2013 წლიდან დაწყებული ICANN (ორგანიზაცია, რომელიც ზედამხედველობს დომენის გაფართოების შექმნას) ცდილობდა ამ პრობლემის მოგვარებას დომენის ახალი გაფართოებების შექმნით. შესაძლებელი გახდა არა მხოლოდ .com ან .net გაფართოება, არამედ .tech, .site, .online და სხვა.

    დღესდღეობით 1500-ზე მეტი დომენის გაფართოება არსებობს. ( მთელი სია შეგიძლიათ ნახოთ აქ .) ახლა შეგიძლიათ დაარეგისტრიროთ დომენის სახელი, რომელიც დაკავშირებულია გეოგრაფიულ არეალებთან, ინდუსტრიებთან, ინტერესებთან და კონკრეტულ სერვისებთან. ეს ხდის ინტერნეტს ბევრად უფრო ორგანიზებულს, ეხმარება როგორც ადამიანებს, ასევე საძიებო სისტემებს გაიგონ ზუსტად რა შინაარსის არის საიტი.

    სპეციფიკურ დომენებს დღეს უკვე მნიშვნელოვანი როლი აქვთ, განსაკუთრებით ონლაინ მაღაზიების მქონე ბრენდებისთვის.

    მაგალითად, ელექტრონული კომერცია 68%-ით გაიზარდა 2020 წელს. ბრენდები ონლაინ მაღაზიის გარეშე ცდილობდნენ დაემკვიდრებინათ საკუთარი თავის ონლაინ სივრცეში.

    დომენური სახელების არჩევის პროცესი ხშირად ასოცირდება კარგი სახელების ნაკლებობასთან – იწვევს კომპრომისებს და იმედგაცრუებას.

    მაგრამ ICANN-ის ძალისხმევის წყალობით, ბრენდებს აღარ სჭირდებათ კომპრომისი მათი დომენის სახელზე. მათ აქვთ ალტერნატივა.

    .STORE დომენი ამოქმედდა 2016 წელს. მას შემდეგ ის გახდა სასურველი არჩევანი 475000-ზე მეტი წარმატებული ბიზნესისთვის.

    დომენის გაფართოება, რომელიც ასახავს თქვენს ზუსტ ინდუსტრიას ან სერვისს, უკეთესია, ვიდრე სიმბოლოებით და სტრიქონებით გაჯერებული სახელი. რათქმაუნდა მარკეტინგული ხრიკებით შესაძლებელია ასეთი რთულად შედგენილი სახელის მქონე საიტის მომხარებლამდე მიტანაც, თვალის დახუჭვა იმაზე რომ Store და St0re შეიძლება ერთი და იგივე იყოს მომხმარებლისთვის, მაგრამ ისინი არ არის სულ ერთი Google-ისთვის.

    STORE დომენი

    რატომ არის .STORE დომენი კარგი SEO-სთვის

    გახსოვთ იმ დღეს, როდესაც გაიგეთ, რომელი დომენის გაფართოებები იყო “უფრო სანდო” ვიდრე სხვები? ის დღეები წარსულს ჩაბარდა. Google-მა განაცხადა, რომ ისინი დომენის ყველა გაფართოებას ერთნაირად ეპყრობიან . თქვენ არანაირად არ დაზიანდებით, თუ არ გაქვთ .com პრეფიქსი თქვენი დომენის სახელის ბოლოს.

    არსებობს უამრავი ონლაინ მაღაზია, რომელიც იყენებს .STORE დომენურ სახელებს და ბევრი მათგანი ძალიან წარმატებულია. მათ სწორად მოაწყვეს თავიანთი ონლაინ მაღაზიები SEO-ს საუკეთესო სტანდარტის დაცვით. ისინი კარგად აფასებენ თავიანთ საკვანძო სიტყვებს და საძიებო სისტემებს მოსწონთ .STORE ვებსაიტები.

    ბილ ჰარცერი, SEO კონსულტანტი და დომენის ექსპერტი

    ეს ხდის .STORE დომენს ღირებულს ნებისმიერი ბრენდისთვის, რომელიც წარმოდგენილია ონლაინ მაღაზიით. აქ წარმოდგენილია რიგი არგუმენტები, სადაც ახსნილია თუ რატომ არის .STORE დომენი ძალიან კარგია SEO-სთვის.

    On-Topic Backlinks

    ბმულების მშენებლობის სტრატეგიები ეხმარება ვებსაიტების მფლობელებს შეიძინონ ჰიპერბმულები სხვა საიტებიდან საკუთარზე. ის რჩება ნებისმიერი SEO სტრატეგიის მნიშვნელოვან ნაწილად 2020-იან წლებში. ეს იმიტომ, რომ მაღალი ხარისხის backlinks-ის შემუშავება ფუნქციონირებს როგორც Google-ის სოციალური მტკიცებულების ფორმა. როდესაც კარგი რეიტინგის მქონე საიტი გიკავშირდებათ, ეს მიანიშნებს Google-ს, რომ თქვენ ასევე ხართ სანდო, ავტორიტეტული საიტი.

    ეს ყველაფერი არ არის.

    backlinks-ის ერთერთი ძირითადი ასპექტი მოიცავს თავად ბმულის წამყვან ტექსტს. მაგალითად, ამ თემის შესახებ ბლოგზე წამყვანი ტექსტის „ბმულის მშენებლობის სტრატეგიების“ გამოყენებით, ჩვენ ვუგზავნით ძლიერ სიგნალს Google-ს, რომ ეს გვერდი შესაბამისია მათთვის, ვინც შეიძლება მოიძიოს ეს სიტყვა-კოდი. დროთა განმავლობაში, ეს ხელს შეუწყობს გვერდის რანგის გაზრდას.

    რაც უფრო ახლოსაა წამყვანი ტექსტი გვერდის საკვანძო სიტყვასთან , მით უფრო ძლიერია backlink.

    წარმოიდგინეთ, თუ გაქვთ საიტი სახელწოდებით www.halloween.store და შეიძინეთ ბმულები წამყვანი ტექსტით “Halloween store”. ეს თითქმის სრულყოფილი დამთხვევაა, რომელიც დროთა განმავლობაში გაზრდის თქვენს რანკს.

    უკეთესი რეიტინგი

    შესაბამისი backlinks არ არის ერთადერთი, რაც დროთა განმავლობაში გააუმჯობესებს თქვენს რეიტინგს Google საძიებო სისტემაში. როდესაც იყენებთ შესაბამის დომენის გაფართოებას, შეგიძლიათ მიიღოთ ზრდა თქვენს ორგანულ ტრაფიკში. ეს ხდება ორი მიზეზის გამო:

    • თქვენ მიიღებთ უფრო შესაბამის ტრაფიკს. ადამიანები, რომლებიც ეძებენ „ჰელოუინის მაღაზიას“ წააწყდებიან თქვენს საიტს, რადგან ისინი სიტყვასიტყვით აკრეფენ თქვენს URL-ს Google-ში. ისინი უფრო მეტად დააწკაპუნებენ თქვენს ბმულზე, რადგან თქვენ ხართ ის, რასაც ეძებენ.
    • თქვენი დომენი სემანტიკურად იდენტურია მისი .com ალტერნატივის. მიუხედავად იმისა , რომ Google აცხადებდა, რომ დომენის გაფართოებები არ ითვლება საკვანძო სიტყვებში, საძიებო სისტემა აშკარად არ უგულებელყოფს მათ.

    საკვანძო სიტყვების უკეთესი შესაძლებლობები

    ზემოთ მოყვანილი ფოტოები ასევე ავლენს კიდევ ერთ საინტერესო მახასიათებელს, უფრო კონკრეტული დომენის გაფართოებების შესახებ: ისინი შეიძლება გაორმაგდეს როგორც საკვანძო სიტყვები.

    Google ხაზს უსვამს პირდაპირ საკვანძო სიტყვებს, რომლებიც დაკავშირებულია თქვენს მოთხოვნასთან. ჩვენს შემთხვევაში, “კაბინეტის კარი” (cabinet door) ერთ-ერთი მათგანია:

    ამ შემთხვევაში, მეტა მონაცემების იდენტიფიკაცია ხდება საკვანძო სიტყვით „store“. თუმცა, მას შემდეგ, რაც ძიებაში „com“ ჩავრთეთ, მაინც პირველ ადგილზე ვიყავით, რადგან Google-მა ჩათვალა, რომ ჩვენი ძიების მიზანი, კაბინეტის კარების ყიდვას გულისხმობდა

    .com დომენის სახელს არ აქვს ეს უპირატესობა. ეს ჭკვიანურია, არა?

    თუ არ ხართ დარწმუნებული, აი, ამის კიდევ ერთი მაგალითი, რომელსაც არაფერი აქვს საერთო დომენის სახელების რეგისტრაციასთან:

    Emirates-ს აქვს ონლაინ მაღაზია .STORE დომენის სახელზე და მისი კომერციული ვებსაიტი .com დომენის სახელზე. როდესაც თქვენ ეძებთ „Emirates merchandise“, გამოიცანით რომელი დომენის სახელი იკავებს პირველ ადგილს?

    ნახე? .STORE დომენი კარგია SEO-სთვის.

    გაუმჯობესებული აღქმა

    Emirates-ის მაგალითი ასევე ხაზს უსვამს იმ უპირატესობას, რაც აქვს .STORE დომენს მომხმარებლის მხრიდან აღქმის თვალსაზრისით. ამ შემთხვევაში, www.emirates.store არის:

    • უფრო მკაფიო. მიზეზი იმისა, რომ www.emirates.store პირველ ადგილზე აღმოჩნდა, იყო ის, რომ URL უფრო კონკრეტულია. კლიენტებმა დააწკაპუნეს და Google-მა ეს გაითვალისწინა.
    • ჩანს როგორც სიახლე და ინოვაცია. .STORE დომენის გაფართოება კარგად მუშაობს Emirates-ის ბრენდინგთან. მაშინ როცა .com გაფართოება ძველი სკოლაა, .STORE გაფართოება იწვევს სიახლეს და იმ გრძნობას, რომ ბრენდი დროს ფეხს უწყობს.

    მსოფლიო დონის ფეხბურთელი, კრიშტიანუ რონალდუც კარგად იყენებს ამ ბერკეტს თავისი ბრენდისთვის.

    მაგალითად, www.cr7denim.store არა მხოლოდ გვეუბნება ზუსტად რა იმალება ამ ბმულის უკან, არამედ აყალიბებს ბრენდის განწყობას. როდესაც გვერდი იტვირთება, ჩვენ უკვე ვიცით, რომ ვნახავთ რაღაც ახალს და თანამედროვეს.

    უკეთესი დამახსოვრება

    .STORE დომენური სახელების ხელმისაწვდომობა ნიშნავს, რომ თქვენ გაქვთ უკეთესი შანსი შექმნათ ნამდვილად დასამახსოვრებელი დომენის სახელი, რომელიც გააძლიერებს თქვენს ბრენდირებას.

    ზოგადად, კარგი პრაქტიკაა დომენური სახელების არჩევა, რომლებიც ადვილად იკითხება და ადვილად სათქმელია. .STORE დომენი საშუალებას გაძლევთ გადადგათ ეს ნაბიჯი. Მაგალითად:

    • www.yummybakery.org VS. www.yummybake.store
    • www.southernstyle.com VS. www.southernstyle.store
    • www.goodvibestore.net VS www.goodvibes.store

    ბიუჯეტის დაზოგვა

    .STORE დომენური სახელების ხელმისაწვდომობა ნიშნავს, რომ ისინი ასევე ხშირად იაფია მათ .com ან .net ალტერნატივებთან შედარებით.

    მაგალითად, ოდესმე გიცდიათ დომენის დარეგისტრირება და ეს შეგხვედრიათ?

    ეს იმიტომ რომ ადამიანები (ან კომპანიები), რომლებსაც დომენის მაძიებლებს ეძახიან, ყიდულობენ დომენის სახელებს და შემდეგ ყიდიან მათ მოგებით.

    მაგრამ სცადეთ ასე:

    ვინაიდან www.bakingupply.com Google-ში www.bakingsupply.store-ის იდენტურია, თქვენ დაზოგავთ $118-ს.

    არანაირი გეოგრაფიული შეზღუდვა

    ზოგიერთი კომპანია ცდილობს გადალახოს გლობალური .com ან .net დაბრკოლება, მისთვის სასურველი ქვეყნის სპეციფიკური დომენის გაფართოებების გამოყენებით. მაგალითად, თქვენ შეიძლება გინახავთ საიტი .com.au გაფართოებით – ეს არის ავსტრალია.

    ყველა ქვეყანას აქვს თავისი სპეციფიური ნიშანი დომენურ გაფართოებაში და ეს შეიძლება იყოს ეფექტური ვარიანტი ზოგიერთი კომპანიისთვის. თუმცა, თუ ბიზნესს გლობალურად აკეთებთ, ეს არ მუშაობს.

    ქვეყნის სპეციფიკური დომენის გაფართოებების მთავარი პრობლემა მომხმარებლის მხრიდან მის აღქმაშია. თქვენი ბიზნესი შეიძლება არ შემოიფარგლოს ავსტრალიით, მაგრამ ავსტრალიური დომენის გაფართოება მიგვანიშნებს, რომ ასეა. ეს შეიძლება იყოს საკმარისი მიზეზი პოტენციური მომხმარებლის დასაკარგად.

    .STORE დომენის გამოყენება კარგია SEO-სთვის და ბრენდინგისთვის, მაგრამ თქვენ მაინც უნდა გააკეთოთ ეს სწორად. კარგი დომენი არ ნიშნავს აუცილებლად მოწინავე ადგილს საძიებო სისტემაში. ამისთვის საჭირო და უმნიშვნელოვანესია მისი სწორი და ხარისხიანი SEO ოპტიმიზაცია 

    დომენის შერჩევამდე კი გაითვალისწინეთ შემდეგი ნაბიჯები:

    • გააკეთეთ კონკურენტული ანალიზი
    • იფიქრეთ იმაზე, თუ რას მოიძიებენ თქვენი მომხმარებლები
    • მოიფიქრეთ მოკლე, აზრიანი და შესაბამისი სახელი
    • გახადეთ ის ბრენდირებული
    • მოძებნეთ და შეამოწმეთ მსგავსი .STORE დომენის სახელები
  • თქვენი საიტის უსაფრთხოება – 7 აუცილებელი პუნტქი

    თქვენი საიტის უსაფრთხოება – 7 აუცილებელი პუნტქი

    ახლახანს დაასრულეთ თქვენი ვებსაიტი, ვერ გამონახეთ დრო საჭირო ინსტრუმენტების დასაყენებლად, ან უბრალოდ დაგავიწყდათ რომ პაროლი 1234 ტიპის კომბინაციით გაქვთ… თუმცა საიტი მაინც მუშაობს. ყველაფერი კარგადაა ხომ?

    არა, პირიქით! აუცილებლად გჭირდებათ საიტის უსაფრთხოება, თქვენი საიტი დაუცველია ყველანაირი მავნე შემოტებისგან, იქნება ეს ადამიანური თუ ავტომატური ბოტებისგან. ამ დაუცველობას შეუძლია სრულად გაანადგუროს ან მნიშვნელოვნად დააზიანოს ვებსაიტი. თუმცა კარგი ამბავი ის არის რომ, თქვენ შეგიძლიათ გაზარდოთ მისი უსაფრთხოების დონე.

    ჩვენ გაგაცნობთ იმ ძირითად და აუცილებელ ინსტრუმენტებს, რომელიც ყველა ვებსაიტს სჭირდება, რათა თავი გაცილებით უსაფრთხოდ იგრძნოს

    გამოიყენეთ HTTPS პროტოკოლი

    ერთ-ერთი პირველი და ყველაზე მნიშვნელოვანი ნაბიჯი ნებისმიერი ვებსაიტის დასაცავად არის HTTPS-ის გამოყენება. ბევრი საიტი იყენებს სტანდარტულ HTTP პროტოკოლს, მაგრამ HTTPS პროტოკოლი, რომელიც უზრუნველყოფს თქვენს ვებსაიტზე მონაცემების დამატებით დაშიფვრას.

    უსაფრთხოების პარამეტრების უზრუნველყოფის გარდა, HTTPS-ის გამოყენება დაგეხმარებათ მეტი ტრაფიკის მოზიდვაში და შენარჩუნებაში. ეს გეხმარებათ Google-ის ძიების შედეგებში უფრო მაღალი რანგის მოპოვებაში, რადგან Google პრიორიტეტად ანიჭებს HTTPS საიტებს.

    გარდა ამისა, მომხმარებლები დაინახავენ, რომ მათი კავშირი უსაფრთხოა, როდესაც ისინი სტუმრობენ თქვენს საიტს, რაც მათ უბიძგებს, რომ უფრო დიდხანს დარჩნენ და უფრო მეტად გააზიარონ პირადი თუ ფინანსური ინფორმაცია თქვენს ვებსაიტზე

    Https პროტოკოლი
    HTTPS პროტოკოლი

    გამოიყენეთ ძლიერი პაროლები და მრავალდონიანი ავტორიზაცია

    ვებ უსაფრთხოების კიდევ ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტია პაროლები. ბოლო რაც გსურთ, არის ჰაკერებმა ადვილად გამოიცნონ თქვენი პაროლი და შევიდნენ თქვენს ვებსაიტზე. ეს ჰგავს სახლის გასაღების ვერანდაზე დატოვებას, რომ ვინმემ მარტივად იპოვოს ის. რაც მათ საშუალებას აძლევს, პირდაპირ წინა კარიდან შემოვიდნენ სახლში.

    დარწმუნდით, რომ შექმენით პაროლები, რომლებიც ადვილად მისახვედრი არ არის და იფიქრეთ მათ პერიოდულად შეცვლაზე. გარდა ამისა, გადახედეთ მრავალდონიან ავტორიზაციას (2FA). 2FA არის კონფიგურაცია, რომელიც, გარდა პაროლის მოთხოვნისა, გთხოვს, გადაამოწმოთ თქვენი ვინაობა ზარის ან ტექსტის საშუალებით, სანამ თქვენს ვებსაიტზე შეხვალთ.

    მრავალდონიანი ავტორიზაციის გამოყენება ნიშნავს, რომ თქვენ ხართ ის, ვინც შედის თქვენს ვებსაიტზე ყოველ ჯერზე და არა ჰაკერი, რომელსაც აქვს თქვენი პაროლი. ეცადეთ გამოიყენოთ ძლიერი პაროლები და 2FA თქვენი კომპანიის ნებისმიერი წევრისთვის, რომელსაც შეუძლია თქვენს ვებსაიტზე შესვლა.

    შექმენით თქვენი ვებსაიტის სარეზერვო ასლი

    რაც არ უნდა სამწუხარო იყოს, არის შემთხვევები, როდესაც საუკეთესო თავდაცვაც კი ვერ ახერხებს ჰაკერების შეკავებას. იშვიათია, მაგრამ ეს ხდება. თუ ეს თქვენ შეგემთხვევათ, უნდა დარწმუნდეთ, რომ მზად ხართ გაუმკლავდეთ ამ პროცესს. ამის საუკეთესო გზა თქვენი საიტის სარეზერვო ასლის შექმნაა.

    არსებობს უამრავი პროგრამა, რომელიც დაგეხმარებათ საიტის სარეზერვო ასლის შექმნაში. ეს სასიცოცხლოდ მნიშვნელობის ნაბიჯია, რადგან თუ ჰაკერები კომპრომეტირებენ თქვენს ვებსაიტს, მათ შეუძლიათ მისი განადგურება. თქვენი საიტის სარეზერვო ასლის შექმნით, თქვენ ყოველთვის მზად იქნებით აღადგინოთ იგი ღილაკზე მარტივი დაწკაპუნებით, დაზიანებმადე არსეული მდგომარეობით.

    მუდმივი შემოწმება და სკანირება

    ჰაკერების ან ბოტების თქვენს საიტზე შეღწევის ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული გზა არის მავნე პროგრამები. არსებობს უამრავი გზა, რომ ჰაკერებმა შეიყვანონ მავნე პროგრამა თქვენს საიტზე, ამიტომ უნდა მოძებნოთ ნებისმიერი ვირუსი, რომელიც შეიძლება საიტის ფაილებში გამოჩნდეს.

    არსებობს სხვადასხვა პლატფორმები და დანამატები, რომლებიც შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი ვებსაიტის სკანირებისთვის და თქვენ უნდა ისარგებლოთ ამ ინსტრუმენტებით.

    ჩაატარეთ შეღწევადობის ტესტები

    ვებ-უსაფრთხოების კიდევ ერთი უმაღლესი დონის პრაქტიკა არის შეღწევადობის ტესტების გაშვება, სადაც თქვენ ეძებთ დაუცველ წერტილებს, თავდასხმების სიმულაციის გზით.

    იფიქრეთ ასე: თუ თქვენი ვებსაიტი ციხესიმაგრეა, თქვენ მოგინდებათ თვალყური ადევნოთ ნებისმიერ მოახლოებულ მტერს, რომელიც შეიძლება შეეცადოს შემოჭრას. მოინდომეთ, ამ ციხის კედლებში მოძებნოთ ნებისმიერი სუსტი ადგილი. თუ კედელში აღმოაჩენთ ხვრელს, რომლის მეშვეობითაც ვინმე შეიძლება შემოძვრეს – ამოქოლეთ ის.

    სწორედ ამას აკეთებს შეღწევადობის ტესტირება – ის ეძებს სუსტ წერტილებს თქვენს თავდაცვაში. ის ამას აკეთებს ჰაკერებისა და ბოტების სიმულაციის გზით, რომლებიც ცდილობენ შევიდნენ თქვენს საიტზე, და თუ გზას იპოვის, გაგაფრთხილებთ, სად არის სუსტი წერტილი და როგორ გაასწოროთ ის.

    თქვენ შეგიძლიათ ჩაატაროთ ავტომატური შეღწევადობის ტესტები სხვადასხვა ონლაინ ინსტრუმენტებით, ან შეგიძლიათ სთხოვოთ ექსპერტთა ჯგუფს ამის გაკეთება.

    დააინსტალირეთ ვებსაიტის უსაფრთხოების დანამატები

    ინტერნეტში ხელმისაწვდომია ვებ-უსაფრთხოების მოდულების ფართო არჩევანი. ისინი ბევრ კარგ რამეს აკეთებენ. ზოგი თვალს ადევნებს მავნე პროგრამას, ზოგი ატარებს დაუცველობის ტესტებს, ზოგი კი ებრძვის ვირუსებს და ჰაკერებს.

    უსაფრთხოების დანამატის გამოყენებისას, დარწმუნდით რომ თავად ეს ხელსაწყო არის უსაფრთხო, ავტორიზებული. უნდა ჰქონდეს ფართო გამოყენება და მაღალი რეიტინგი თავის ნიშაში.

    website security plugins
    Website security plugins

    დააწესეთ “ჯილდო”

    და ბოლოს, კარგი იდეაა შესთავაზოთ ერთგვარი “ჯილდო” მომხმარებლებს თქვენს ვებსაიტზე დაუცველობის აღმოჩენაში. ეს ნიშნავს, რომ თქვენ საჯაროდ სთავაზობთ რაიმე სარგებელს ყველას, ვინც იპოვის უსაფრთხოების ხარვეზებს თქვენს ვებსაიტზე.

    ამგვარი აქტივობა ხშირად მოიზიდავს პროფესიონალ მონადირეებს – უფრო კონკრეტულად, თავისუფალი ვებ უსაფრთხოების სპეციალისტებს, რომლებიც შეასრულებენ შეღწევადობის ტესტირების საკუთარ ვერსიას და შეგატყობინებთ თქვენს მიერ აღმოჩენილ ნებისმიერ დაუცველობას.

    ეს ვარიანტი შესანიშნავი გზაა იმის აღმოსაჩენად, რაც თქვენ გამოგრჩათ, რადგან “საჩუქრებზე მონადირეებს” ეძლევათ სტიმული, იპოვონ სუსტი ადგილები თქვენს საიტზე.

    თქვენი საიტის უსაფრთხოება თქვენს ხელშია!

    ყოველთვის გახსოვდეთ, თქვენი საიტის უსაფრთხოება მხოლოდ თქვენზეა დამოკიდებული. არ აქვს მნიშვნელობა რამდენად კარგად ფლობთ შესაბამის უნარებს. ყოველთვის შეამოწმეთ ვებსაიტის დაცვის დონე, დაიქირავეთ კომპეტენტური თანამშრობლები. დაუცველი საიტის მიერ მოყენებული ზიანი შეიძლება ძალიან დიდი იყოს.

  • ვებ დიზაინის ტენდენციები, რომელსაც უნდა ველოდოთ 2022 წელს

    ვებ დიზაინის ტენდენციები, რომელსაც უნდა ველოდოთ 2022 წელს

    ვებ დიზაინის ტენდენციები მუდმივად ცვალებადია, წლიდან წლამდე. რბილად რომ ვთქვათ, 2021 წელი გიჟური წელი იყო. მოდით ყველაფერი შევაჯამოთ და ვნახოთ, რა გველოდება მომავალ წელს ვებ დიზაინის სამყაროში. მოკლედ მოგიყვებით მომავალი წლის მოსალოდნელ ტენდენციებზე.

    ვებ დეველოპმენტი ყოველწლიურად ამაღლებს დონეს. დროთა განმავლობაში ჩვენ დავიწყეთ ვებსაიტების ვიზუალიზაცია. დიზაინი უფრო მეტად გახდა მომხმარებელზე ორიენტირებული. ვებსაიტები დღეს უფრო ხელმისაწვდომი უნდა იყოს, ადვილად ნავიგაციითა და შეუფერხებელი ფუნქციონალით.

    რამდენადაც საზოგადოება უფრო და უფრო მეტ დროს ატარებს ონლაინში, ჩვენი, როგორც ვებ დეველოპერების სამუშაოა მომხმარებლების ემოციურ დონეზე ჩართვა, ადამიანის განწყობაზე მორგებული ციფრული პროექტის შექმნა. ვებსაიტის საშუალებით მომხმარებელს უნდა მივაწოდოთ ისტორიები, სათქმელი და საჭიროებები, რომლებიც მათ დამატებით კომფორტს და სიამოვნებას მოუტანს. ამიტომ, აუცილებელია მუდმივად განვავითაროთ ტექნიკა ცვალებად ინტერნეტ სამყაროში.

    ინკლუზიური დიზაინი

    ინკლუზიური დიზაინი გავლენას ახდენს ვებსაიტის დიზაინის პროცესის ყველა საფეხურზე. სტრატეგიული გადაწყვეტილების მიღებიდან სამიზნე აუდიტორიასთან ურთიერთობამდე. ასევე გავლენას ახდენს ბრენდის გრაფიკული ენის განსაზღვრაზე.

    მაგალითად, ფუნქციური გამოსახულებები და ილუსტრაციები უფრო ხშირად ჩნდება ფრონტზე, რაც გვაძლევს მეტ მრავალფეროვნებას.
    მომავალ წელს ინტერნეტი სავსე იქნება არაადამიანური იდენტობების ავატარებით, ილუსტრაციებით და პერსონაჟებით, რადგან ინტერნეტი გვთავაზობს ალტერნატიულ რეალობას.

    Scrollytelling – “გრაგნილი”

    Scrollytelling არის პოპულარული გზა ციფრული ინტერფეისის გამოყენებისა და რთული ისტორიის გადმოსაცემად.

    ეს ვიზუალური ეფექტები ცდილობს მოიხიბლოს აუდიტორია, ემსახურება მათთვის საინტერესო შინაარსს შექმნას. Scrolllytelling ასევე მოიხსენიება, როგორც “ნარატიული ვიზუალიზაცია” – ვიზუალური ელემენტების სერია, რომლებიც თანმიმდევრულად არის დალაგებული, ორგანიზებული ქრონოლოგიურად, რათა გადასცეს კონკრეტული გზავნილი ვიზიტორებს.

    ისევე, როგორც წიგნის წაკითხვის შესაძლებლობა, ვებსაიტები ახლა საშუალებას გაძლევთ გამოიყენოთ მსგავსი ნავიგაცია და აკონტროლოთ მათი ნაკადი პერსონალიზებული გზით.

    დიდი ახლო კადრები, მკრთალად განათებული სურათები, ფართომასშტაბიანი ტიპოგრაფია, ასევე რბილი და გლუვი გადასვლები, დახვეწილ, თანამედროვე ატმოსფეროს.

    ჰორიზონტალური გადასვლა

    სტანდარტული ვერტიკალური ნავიგაციისგან განსხვავებით, ჰორიზონტალურმა განლაგებამ შეიძლება გამოიწვიოს გასაოცარი ურთიერთქმედება ტექსტებსა და სურათებს შორის.

    ეს განსაკუთრებით ეხება პორტფოლიოს ტიპის ვებსაიტებს, კატალოგებს, რუკებს და მსგავსებს. პროექტების აღმოჩენა, ქალაქების შესწავლა და ონლაინ გალერეების მონახულება ბევრად უფრო საინტერესოა ჰორიზონტალური ნავიგაციით. როდესაც სწორად კეთდება, ჰორიზონტალური ნავიგაცია, ვებსაიტი ხდება უფრო მიმზიდველი, სახალისო და დასამახსოვრებელი.

    ბრუტალისტური ტიპოგრაფია

    ბრუტალისტური ტიპოგრაფია შეიძლება განიხილებოდეს, როგორც რეაქცია დღევანდელი ვებ დიზაინის სიმსუბუქეზე, ოპტიმიზმზე და მინიმალიზმზე. უპატივცემულო უხეში სტილი, რომელიც განსხვავდება დახვეწილი თანამედროვე კონვენციისგან.

    ტიპოგრაფიის გამოყენება დინამიური ბადის ასაგებად, ასოები, როგორც საშენი ბლოკები, სექციების, სათაურებისთვის და აბზაცებისთვის, ან უბრალოდ გაურკვევლობის გზა მთელ ვებსაიტზე – ბრუტალისტური ტიპოგრაფია ვებსაიტს აძლევს მეტროპოლიურ იერს.

    ტიპოგრაფია ანიმაცია / კინეტიკური ტიპოგრაფია

    ადრეული ტენდენციების მშვენიერი დამატებაა კინეტიკური ტიპოგრაფია, რომელიც სწრაფად ვითარდება ახალი ფორმებით. დღესდღეობით, ამ პრაქტიკას ფართოდ იყენებენ ვებ დიზაინერები სხვადასხვა ფორმით. ოდესღაც ისტორიის მოყოლის ეფექტური საშუალება იყო პერსონაჟების ანიმაცია, მაგრამ ახლა ტიპოგრაფია არის სრულიად ახალი ტიპის თამაში.

    მოძრავ ტექსტს შეუძლია ყურადღების მიპყრობა, ტონის ჩამოყალიბება, მნიშვნელოვანი სეგმენტების ხაზგასმა და მომხმარებლის თვალით ვებსაიტის მისეული აღქმა. ეს არის ტენდენცია, რომელიც რეალურად არსებობდა 1960-იანი წლებიდან, როდესაც მხატვრულმა ფილმებმა დაიწყეს ანიმაციური სათაურების გამოყენება სტატიკური ტექსტის ნაცვლად.

    ნოსტალგია

    ბოლო წლების ზოგიერთმა ტენდენციამ გამოკვეთა ნოსტალგიის იდეა – ადამიანები, რომლებსაც სურთ წარსულის გახსენება. COVID-19 პანდემიის პირველი დარტყმიდან ორი წლის შემდეგ და მზარდი გაურკვევლობის ფონზე, ადამიანები (მათ შორის ვებ დეველოპერები) ეძებენ უფრო დამამშვიდებელ და რეალობიდან გაქცევის ფორმებს.

    ეს მიდგომა მოითხოვს ობიექტების შენელებას, გამოსახულების კლასიკური ფილტრების, რეტრო შრიფტების, ბუნდოვანების, რბილი განათების და პასტელი ფერის პალიტრების გამოყენებას.

    კონტრასტული ფერები

    ეს არის მილენიალებისთვის, 80-იანი და 90-იანი წლების ბავშვებისთვის. ძნელია გულგრილი დარჩე ნეონის ელემენტებიანი ვებსაიტის მიმართ. აქ ფერი არის ძირითადი ინსტრუმენტი, რომელიც გეხმარებათ მომხმარებლის ფოკუსირებაში და ასევე ემოციების სტიმულირებაში.

    ეს სტილი, რომელიც მიმართულია კონკრეტულ აუდიტორიაზე, ჩამოყალიბდა ენერგიულ, პოპულარულ ვებ დიზაინის სტილად. სავსე მჟავის ფორმებით და ფერებით, ნეონით შავზე, ნათელი კონტრასტით და გრადიენტებით.

    ასიმეტრია

    ვებსაიტის ბადე ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ინსტრუმენტია დიზაინერისთვის. ის აძლევს ჩვენს სამუშაოს ფორმას და სტრუქტურას. სეგმენტის ხაზგასასმელად ცენტრიდან გადაადგილებამ შეიძლება გახადოს თქვენი ვებსაიტი გამორჩეული და დასამახსოვრებელი უამრავ კონკურენტს შორის.

    ბადიდან გასვლა, რა თქმა უნდა, არ არის ახალი. დღეს ვებ დიზაინერებს აღარ სჭირდებათ შუამავლები, ან დეველოპერები თავიანთი ხედვის აქტუალიზებისთვის. სულ უფრო ადვილი ხდება ყველაზე გიჟური განლაგების რეალიცებაც კი.

    მრავალშრიანი ფოტოები

    ბოლო წლებში, დიზაინის პროცესში დიდი ყურადღება გამახვილდა სუფთა, პიქსელ-სრულყოფილ და მინიმალისტურ დიზაინებზე. იმდენად, რომ ბევრ დიზაინერს ერიდება ვიზუალურად უფრო რთულ დიზაინებზე მუშაობა.

    მრავალშრიანი ვიზუალიზაცია არის კომპონენტების გამოწვევა, რომელიც ჩვენს მზერას იპყრობს – მაგალითად, ფოტო გალერეები და ტიპოგრაფიული ელემენტები, რომლებიც ქმნიან განსაცვიფრებელ ვიზუალს და ვებსაიტის ისტორიის მოგვითხრობენ. ასეთ დროს მომხმარებლები მეტ დროს ხარჯავენ ვებსაიტის შესასწავლად.

    ფოტოების საერთო თემა, ელეგანტური ანიმაცია და შავი ფონი ხელს უწყობს ყველაფრის ერთმანეთთან დაკავშირებას, ვიზუალურად შეკრული გვერდის შექმნას.

    ამ ტექნიკის კიდევ ერთი უპირატესობა ის არის, რომ აადვილებს ვრცელი შინაარსის ერთ განყოფილებაში ან შეზღუდულ სივრცეში განთავსებას, მაგალითად, მობილური ეკრანებზე.

    ვებ დიზაინის ტენდენციები ჩვენს ხელშია

    ჩვენ განვიხილეთ ვებ დიზაინის ტენდენციები და მათი არაერთი ტიპი – ბრუტალისტური ტიპოგრაფიიდან დაწყებული რბილი ფერთა პალიტრამდე, ნოსტალგიის შექმნით და ფერების მაღალი კონტრასტის გამოყენებით. გარდაუვალი Metaverse-ით, რომელიც დომინირებს სათაურებში 2022 წელს, ვებ დიზაინი აღმოჩნდება ახალი ეპოქის ზღვარზე.

    ვირტუალური რეალობის და ხელოვნური ინტელექტის ტექნოლოგიების დანერგვა მალე გახდება მნიშვნელოვანი ფაქტორები ვებ დიზაინერებისთვის. ამ დროისთვის, ეს ტექნოლოგიები სტაბილურად მიიწევს წინსვლას მობილური აპლიკაციებში, მაგრამ მათი შეჭრა ვებსაიტების სამყაროში მხოლოდ „როდის“-ის და არა „თუ“-ის საკითხია.

    როგორც ჩანს, ვებ დიზაინის ტენდენციები გადის ქაოტურ პროცესს, რომელიც ჰგავს დიდი აფეთქების ინტერნეტ ვერსიას. ზოგჯერ ერთმანეთს ეჯახება პოლარიზებული დიზაინის სტილი და ფილოსოფია. მნიშვნელოვანია გვახსოვდეს, რომ განახლება აუცილებელია განვითარებად სამყაროში. სწორედ განახლება ქმნის ახალ ტენდენციებს. მიუხედავად იმისა რომ შეიძლება ისინი ერთი შეხედვით წარსულ სტილს გვაგონებდეს.

  • რა ღირს ვებსაიტი მცირე ბიზნესისთვის?

    რა ღირს ვებსაიტი მცირე ბიზნესისთვის?

    ვებსაიტი მცირე ბიზნესისთვის არის ონლაინ ვიტრინა ინტერნეტში. მიუხედავად იმისა, მუშაობთ ონლაინ, ოფლაინ, თუ ორივე ერთად, რის გამოც მნიშვნელოვანია სწორი ინვესტირება პროფესიონალურ ვებსაიტში. და მაინც, რა ღირს ვებსაიტი მცირე ბიზნესისთვის?

    საშუალოდ, მცირე ბიზნესი ხარჯავს ₾2000-დან ₾10000-მდე საიტის შესაქმნელად. თქვენი ბიზნესისთვის ვებსაიტის შექმნის ღირებულება დამოკიდებული იქნება თქვენი საიტის მახასიათებლებზე. ვებსაიტები მეტი ფუნქციით ან მორგებული კომპონენტებით, ზოგადად, უფრო ძვირია მათი სირთულის გამო.

    გინდათ ხართ გაიგოთ მეტი თუ რა ღირს ვებსაიტი მცირე ბიზნესისთვის?

    გაითვალისწინეთ:

    • რა ფაქტორები განსაზღვრავს თქვენი ვებ დეველოპმენტის ხარჯებს
    • გამოვიყენოთ მზა ძრავი თუ ვაწარმოოთ დეველოპმენტი თავიდან
    • რამდენი გამოვყოთ ვებსაიტის ტექნიკური ხარჯებისთვის

    თუ თქვენ ეძებთ სწრაფ (და ზუსტ შეფასებას) თქვენი მცირე ბიზნესისთვის საიტის შესაქმნელად, დაგვიკავშირდით და გაიარეთ უფასო კონსულტაცია. ასევე შეგიძლიათ ნახოთ ჩვენი პორტფოლიო, რაც უფრო ნათელ წარმოდგენას შეგიქმნით ჩვენი მუშაობის ხარისხზე და სტილზე.

    რა არის საშუალო ღირებულება მცირე ბიზნესისთვის ვებსაიტის შესაქმნელად?

    მცირე ბიზნესისთვის ვებსაიტის შექმნის საშუალო ღირებულება 2000-დან 10000 ლარამდე. ეს საშუალო ფასი მოიცავს თქვენი დომენის სახელისა და ვებსაიტის ჰოსტინგის ღირებულებას. ასევე თქვენი საიტის დიზაინს და დეველოპმენტ. საბოლოოდ რა რესურსებია საჭირო თქვენი ვებსაიტის შესაქმნელად, დამოკიდებული იქნება მის მოცულობაზე, მახასიათებლებზე და სირთულეზე.

    7 ფაქტორი, რომელიც გავლენას ახდენს თქვენი მცირე ბიზნესის ვებ დეველოპმენტის ხარჯებზე

    რა თქმა უნდა, თქვენ იცით საშუალოდ რა ღირს ვებსაიტი მცირე ბიზნესისთვის, მაგრამ რა ადგენს ამ რიცხვს? როდესაც საქმე ეხება მცირე ბიზნესის ვებ დეველოპმენტის ხარჯებს, თქვენ გაქვთ რამდენიმე ფაქტორი – და მათგან ბევრი აუცილებელია.

    მაგალითად, თქვენი ვებსაიტის დიზაინის ხარჯები თითქმის ყოველთვის მოიცავს ამ შვიდ კომპონენტს:

    მცირე ბიზნესის ვებ დეველოპმენტის ღირებულება ღირებულება
    დომენის სახელი ₾30-$16/ წელი
    ჰოსტინგი ₾60-$220 / წელი
    SSL სერთიფიკატი ₾0-$1500 / წელი
    დიზაინი ₾2000 – ₾15,000
    გვერდები ₾1000 – ₾5000
    ფუნქციონალი ₾2000 – ₾25,000
    სამართავი პანელი (CMS) ₾2000 – ₾25,000

    დომენის სახელი ₾30-$16/ წელი

    თქვენი დომენის სახელი ჰგავს ონლაინ ქუჩის მისამართს. მაგალითად, Apple ბინადრობს apple.com-ზე – apple.com არის ტექნიკური გიგანტის დომენის სახელი. ზოგადად, თქვენ შეიძენთ თქვენი კომპანიის სახელის შესაბამის დომენურ სახელს, როგორც ეს Apple-მა გააკეთა.

    დომენის ფასი როგორც წესი მერყეობს ₾30-$16/-მდე. გლობალური პრეფიქსით (.com, .net, .org) დომენები შეგიძლიათ დაათვალიეროთ და შეიძინოთ ისეთი კომპანიებისგან, როგორიცაა GoDaddy, HostGator და Dreamhost. .ge დომენის შეძენა შეგიძლიათ ქართულ პროვაიდერებთან როგორებიცაა Cloud9, Registrator, Grena და სხვა. თუ თქვენი დომენის სახელი დაკავებულია, შეიძლება მოგიწიოთ ალტერნატიული ვარიანტის არჩევა. მიუხედავად იმისა, რომ თქვენ შეგიძლიათ მიმართოთ დომენის სახელის არსებულ მფლობელს, ეს ვარიანტი ზოგადად უფრო ძვირი ჯდება.

    ჰოსტინგი ₾60-$220 / წელი

    თუ თქვენი დომენის სახელი ჰგავს თქვენს ონლაინ მისამართს, ვებსაიტის ჰოსტინგი ჰგავს თქვენს ონლაინ ელექტრო სადგურს. თქვენ გჭირდებათ ვებსაიტის ჰოსტინგი, თუ გსურთ ჩართოთ თქვენი საიტი ციფრულ სამყაროში. რეალურად ჰოსტინგი არის თქვენი ვებსაიტისთვის გამოყოფილი სივრცე და ინსტრუმენტები ინტერნეტში ჩართულ კომპიუტერულ სერვერზე, რომელიც საიტს ხელმისაწვდომს ხდის მომხმარებლისთვის.

    ვებსაიტის ჰოსტინგის ფასები მერყეობს ₾60-დან $24000-მდე წელიწადში. როგორც მცირე ბიზნესს, თქვენ გექნებათ შედარებით მცირე დანახარჯები ამ კომპონენტში. მაგალითად, მცირე ვებსაიტების უმეტესობა იყენებს საერთო ჰოსტინგს, რომელიც წელიწადში დაახლოებით ₾60-დან $220-მდე ღირს.

    იაფიან ჰოსტინგ პაკეტებს გააჩნია უფრო შეზღუდული სერვერული რესურსი, მაგრამ უმეტესწილად კარგად მუშაობს მცირე საიტებზე, რადგან მათ ნაკლები რესურსები სჭირდებათ.

    თუ აღმოაჩენთ, რომ გჭირდებათ მეტი სერვერის რესურსი, მაგალითად, ნელი საიტის გამო, ყოველთვის შეგიძლიათ განაახლოთ თქვენი პაკეტი.

    SSL სერთიფიკატი ₾0-$1500 / წელი

    Secure Sockets Layer (SSL) სერტიფიკატი იცავს თქვენს ვებსაიტს და მისი ვიზიტორების მონაცემებს.

    არასავალდებულოა, თუმცა, ბიზნესის უმეტესობა მიიჩნევს, რომ SSL სერთიფიკატი აუცილებელია. ის არის ერთგვარი ნდობის სიგნალი, რომელსაც შეუძლია მომხმარებლების მოტივაცია მისცეს შეავსონ თქვენი საკონტაქტო ფორმა ან შეიძინონ თქვენი პროდუქტი. SSL სერთიფიკატები ასევე იცავს მომხმარებლის მონაცემებს ჰაკერებისგან, რაც იცავს თქვენს ბიზნესს და ბრენდს.

    ზოგიერთ შემთხვევაში, თქვენს კომპანიას შეუძლია უფასოდ მიიღოს SSL სერთიფიკატი.

    თქვენი ვებ ჰოსტინგის პაკეტი შეიძლება შეიცავდეს SSL სერთიფიკატს სხვა დანარჩენ ინსტრუმენტებთან ერთად. თუმცა, თქვენი საჭიროებიდან გამომდინარე, შეგიძლიათ სხვადასხვა ტიპის SSL სერთიფიკატის შეძენა, რომელიც შეიძლება ღირდეს წელიწადში $1500-მდე.

    დიზაინი ₾2000 – ₾15,000

    როდესაც საქმე ეხება მცირე ბიზნესის ვებ დეველოპმენტის ხარჯებს, დიზაინი არის ერთერთი მთავარი ფაქტორი. თქვენს კომპანიას შეიძლება ურჩევნია მარტივი ვიზუალი, ხოლო სხვას შეიძლება სურდეს მაღალი დონის, რთული სტრუქტურა, რომელიც მოითხოვს დიზაინერების მეტ დროს.

    გარდა ამისა, თქვენ დაგჭირდებათ რამდენიმე დიზაინი ან შაბლონი, როგორიცაა შემდეგი გვერდები:

    • საწყისი გვერდი
    • პროდუქტის ან სერვისის გვერდი
    • საკონტაქტო გვერდი

    ამიტომ ვებსაიტის დიზაინის ღირებულება შეიძლება მერყეობდეს ₾2000-დან ₾15000-მდე.

    უმეტეს შემთხვევაში, მცირე ბიზნესის ვებსაიტის დიზაინი არ აღწევს $15,000-ს.

    ვებ დეველოპმენტის სააგენტოებთან შეხვედრისას ჰკითხეთ მათი დიზაინის ხარჯები. მოითხოვეთ მაგალითები, თუ როგორ გამოიყურება მაღალი დონის დიზაინი და როგორ გამოიყურება მარტივი დიზაინი. ასე რომ თქვენ შეგიძლიათ შექმნათ რეალისტური ბიუჯეტი თქვენი ბიზნესისთვის.

    გვერდები ₾1000 – ₾5,000

    ვებსაიტები მოცულობის ერთერთი საზომი.

    მიუხედავად იმისა, რომ ელექტრონული კომერციის მაღაზიას შეიძლება ჰქონდეს 100-ზე მეტი გვერდი, სერვისზე დაფუძნებულ კომპანიას შეიძლება ჰქონდეს 10-ზე ნაკლები. ამ გვერდების დიზაინისა და შექმნას დრო სჭირდება, მაშინაც კი, თუ გვერდები ერთსა და იმავე განლაგებას იყენებს.

    მაგალითად, ელექტრონული კომერციის მაღაზიას შეიძლება ჰქონდეს 50 პროდუქტის გვერდი. პროდუქტის ამ გვერდებზე გამოიყენება იგივე დიზაინის შაბლონი. თუმცა, მათი შექმნისას დეველოპერმა უნდა ატვირთოს სურათები, ვიდეოები და სხვა კონტენტი, ასევე შეამოწმოს გვერდების ფუქციონირება. ამ პროცესს რათქმაუნდა დრო სჭირდება, რის გამოც მეტი გვერდის მქონე ვებსაიტი უფრო ძვირია.

    გვერდის ღირებულება შეიძლება მერყეობდეს ₾1000-დან ₾5000-მდე. ზოგადად, ვებ დეველოპმენტის სააგენტოები აფასებენ გვერდებს ერთგვარ დაჯგუფებულ კატეგორიებად, როგორიცაა 1-დან 10 გვერდამდე ან 10-დან 20 გვერდამდე. მაგალითად, თუ თქვენს ბიზნესს სჭირდებოდა 8 გვერდი, თქვენ მოხვდებით 1-დან 10-გვერდიან კატეგორიაში და გადაიხდით ამ დონის განაკვეთს.

    ფუნქციონალი ₾2000 – ₾25,000

    საიტის ფუნქციონალი მოიცავს უამრავ მახასიათებელს. უმეტესობა ფოკუსირებულია ელექტრონული კომერციის შესაძლებლობებზე. თუ თქვენს კომპანიას სურს მიიღოს ონლაინ გადახდები ან შეკვეთები, დაგეგმეთ ფუნქციონალური ხარჯები თქვენი მცირე ბიზნესის ვებ დეველოპმენტის ხარჯებში.

    მაშინაც კი, თუ თქვენ ეწევით ისეთ მომსახურებას, როგორიცაა გამწვანება, სანტექნიკა ან სახლის მოვლა, ღირს ონლაინ გადახდების დანერგვა საიტზე. ბევრი მომხმარებლისთვის ონლაინ გადახდები დამატებით კომფორტს იძლევა. თუ თქვენი ბიზნესის საიტი იღებს ონლაინ გადახდებს, ის შეიძლება გახდეს უნიკალური გაყიდვის წერტილი და დაგეხმაროთ მეტი კლიენტის მოპოვებაში.

    ვებსაიტისთვის სხვადასხვა ფუნქციონალური მოდულების შექმნის ღირებულება მერყეობს ₾2000-დან ₾25000-მდე.

    როგორც მცირე ბიზნესი, თქვენი ფუნქციონალური ხარჯები სავარაუდოდ ქვედა ზღვართან უფრო ახლოსაა. ეს იმიტომ ხდება, რომ პატარა ვებსაიტებს არ სჭირდებათ მძლავრი გადახდის სისტემები და რთული ფუნქციონალი როგორც მაგალითად Amazon-ის მსგავს დიდი საიტებს.

    სამართავი პანელი (CMS) ₾2000 – ₾25,000

    CMS (Content managment system) მაგალითად როგორებიცაა WordPress, Woocommerce, Drupal, Magento არის ფასდაუდებელი ინსტრუმენტები თქვენი საიტისთვის.

    CMS არის პროგრამული უზრუნველყოფის ტიპი, რომელიც საშუალებას აძლევს თქვენს ბიზნესს მომავალში მართოს და განაახლოს ვებგვერდის შინაარსი კოდირების ცოდნის გარეშე.

    ვებსაიტი მცირე ბიზნესისთვის

    CMS-ით, თქვენს კომპანიას შეუძლია მარტივად დაარედაქტიროს და განაახლოს ვებ-გვერდი. მაგალითად, თუ გსურთ შეცვალოთ სერვისის ან პროდუქტის ფასი, შეგიძლიათ მარტივად შეხვიდეთ თქვენს CMS-ში და განახორციელოთ ცვლილება დეველოპერთან დაკავშირების გარეშე.

    საშუალოდ, CMS ღირს ₾2000-დან ₾25000-მდე.

    უმეტეს შემთხვევაში, რა ინვესტიციის ჩადება მოგიწევთ CMS-ში, დამოკიდებული იქნება თქვენს სასურველ CMS-ზე და პერსონალიზაციის ოდენობაზე. თუ დეველოპერების გუნდი მეტ დროს ხარჯავს თქვენი CMS-ის შექმნასა და დამუშავებაზე, ლოგიკურია, რომ თქვენი CMS უფრო ძვირი დაჯდება.

    ჩემით შევქმნა VS ინვესტიცია ჩავდო

    რა რესურსს მოითხოვს ვებსაიტი მცირე ბიზნესისთვის დიდად არის დამოკიდებული იმაზე, თქვენი კომპანია თავად შექმნის მას თუ პროფესიონალური ვებ დეველოპმენტის სააგენტოს გამოიყენებს. როგორც წესი, საკუთარი ხელით ვებსაიტის შექმნა ღირს ₾0-დან ₾600-მდე, ხოლო პროფესიონალური ვებ დეველოპმენტი ღირს ₾2000-დან ₾10000-მდე.

    ვებსაიტის საკუთარი ხელით შექმნა შეიძლება ჩანდეს როგორც ეკონომიური ვარიანტი, მაგრამ არსებობს გარკვეული უარყოფითი მხარეები, მათ შორის:

    • თქვენ უნდა გააკეთოთ ყველა სამუშაო, რამაც შეიძლება მნიშვნელოვნად შეაფერხოს თქვენი საიტის დასრულება და გაშვება
    • თქვენ უნდა ისწავლოთ თქვენი საიტის ტექნიკური მართვა და პრობლემების მოგვარება
    • თქვენ უნდა დააკმაყოფილოთ ყველა ის სტანდარტი რაც მომხმარებლის ინფორმაციის დაცულობას და საიტის უსაფრთხოებას ეხება

    მიუხედავად იმისა, რომ თქვენ შეიძლება ერთჯერადად ნაკლები ხარჯის გაწევა დაგჭირდეთ როდესაც თავად ქმნით ვებსაიტის, თქვენ ასევე იხდით თქვენი დროით. დრო დაგჭირდებათ რომ ისწავლოთ როგორ გამოიყენოთ ვებსაიტის შესაქმნელი ინსტრუმენტები, ასევე წაიკითხოთ კრიტიკული ფაქტორებიდა დოკუმენტაციები, შეისწავლოთ ძირითადი წესები და საუკეთესო პრაქტიკა SEO-სთვის, რათა საბოლოო ჯამში ხარისხიანი პროდუქტი მიიღოთ თქვენი ბიზნესისთვის.

    კითხვა, რომელიც უნდა დასვათ, არის: “მე მაქვს დრო?”

    თუ პასუხი არის არა, იფიქრეთ ინვესტირებაზე პროფესიონალურ ვებ დეველოპმენტის მიმართულებით. ვებ დეველოპერების გუნდს შეუძლია დაეხმაროს თქვენს ბიზნესს და შექმნას ლამაზი და ფუნქციონალური საიტი. რომელიც დაეხმარება თქვენს კომპანიას ახალი მომხმარებლების მოზიდვაში. დროთა განმავლობაში, თქვენი ინვესტიცია ვებ დეველოპმენტის სერვისებში უფრო და უფრო მეტ სარგებელს მოიტანს

  • 5 მიზეზი თუ რატომ უნდა ჩადოთ ინვესტიცია SEO-ში

    5 მიზეზი თუ რატომ უნდა ჩადოთ ინვესტიცია SEO-ში

    თუ გსმენიათ საძიებო სისტემის ოპტიმიზაციის (SEO) შესახებ, ალბათ გაინტერესებთ ღირს თუ არა ჩადოთ ინვესტიცია SEO-ში, რა სარგებლის მონტანი იქნება ის თქვენი ბიზნესისთვის. საბედნიეროდ, ჩვენ მოგიმზადეთ ის ინფორმაცია, რასაც ეძებთ.

    ამ პოსტში ჩვენ განვიხილავთ SEO-ს სპეციფიკას, თუ რატომ არის ის მნიშვნელოვანი და რატომ უნდა განიხილოთ ინვესტიცია SEO-ში, რათა მიიღოთ სასურველი შედეგი თქვენი ბიზნესისთვის ინტერნეტში.

    რა არის SEO?

    რატომ ინვესტირება SEO-ში? ამ კითხვაზე პასუხის გასაცემად, ჯერ უნდა განვიხილოთ კონკრეტულად რა არის SEO.

    საძიებო სისტემის ოპტიმიზაცია (SEO) არის მომგებიანი ციფრული მარკეტინგის სტრატეგია, რომელიც ფოკუსირებულია თქვენი ვებსაიტის არსებობაზე საძიებო სისტემებში, როგორიცაა Google და Bing.

    სხვადასხვა ტაქტიკისა და სტრატეგიის გამოყენებით, შეგიძლიათ თქვენი ვებსაიტის ოპტიმიზაცია საძიებო სისტემებისთვის, რაც მოგცემთ საშუალებას საძიებო სისტემის შედეგების გვერდებზე უფრო მაღალი ადგილი დაიკავოთ და გაზარდოთ თქვენი ხილვადობა ონლაინ. რათა მეტმა პოტენციურმა კლიენტმა შეძლოს თქვენი პროდუქტებისა და სერვისების პოვნა.

    ბევრი ფაქტორი ახდენს გავლენას იმაზე, თუ როგორ განსაზღვრავენ საძიებო სისტემები რომელი გვერდები და ვებსაიტები იყვნენ პირველ ადგილზე, როდესაც მომხმარებელი ეძებს საკვანძო სიტყვებით. Google იყენებს 200-ზე მეტ რეიტინგულ ფაქტორს, შესაბამისად არსებობს უამრავი გზა თქვენი ვებსაიტის საძიებო სისტემებისთვის ოპტიმიზაციისთვის.

    რეზულტატი ძიებისას

    SEO სტრატეგიები მოიცავს:

    • საკვანძო სიტყვების კვლევა
    • ოპტიმიზაცია და SEO მეგობრული კონტენტის შექმნა
    • UI / UX გაუმჯობესება
    • ბმულების აგება
    • ძიების და მომხმარებლის მოთხოვნების ანალიზი
    • და სხვა

    საბოლოო ჯამში, SEO არის რიგი ფაქტორების ოპტიმიზაციის პროცესი, როგორც თქვენს ვებსაიტზე, ასევე მის გარეთ, რაც ეხმარება საძიებო სისტემებს უკეთ გააცნობიერონ თქვენი საიტის შინაარსი. შედეგად თქვენ მოხვდებით მოწინავე ადგილებზე, როდესაც მომხმარებლები ეძებენ თქვენს ბიზნესთან დაკავშირებულ საკვანძო სიტყვებს. SEO-ს საშუალებით შეგიძლიათ შექმნათ მეტი ტრაფიკი თქვენს ვებსაიტზე, რაც ხელს შეუწყობს თქვენს ბიზნესს მეტ წარმატებაში.

    რატომ აქვს SEO-ს მნიშვნელობა

    მილიარდობით მომხმარებელი იყენებს საძიებო სისტემებს. ინვესტიცია SEO-ში აუცილებელია იმისთვის, რომ მოიპოვოთ საუკეთესო პოზიცია მილიარდობით ძიებას შედეგად ნაჩვენებ რეზულტატებში, რომლებიც ხდება საძიებო სისტემებში. SEO-ს გარეშე, ონლაინ მომხმარებლები ვერ იპოვიან თქვენს პროდუქტებსა ან სერვისებს და შეიძლება აირჩიონ კონკურენტი, რომელიც უფრო მაღლაა ძიების შედეგების გვერდზე.

    შეუძლებელია გადაიხადოთ ორგანული ძიების შედეგებში მაღალი რანგის მოსაპოვებლად: გარდა ფასიანი რეკლამებისა, რომლებიც მოგაქცევთ საძიებო სისტემის მოწინავე პოზიციებზე მანამ, სანამ თქვენ ფულს იხდით. ვერცერთ საძიებო სისტემაში ვერ იყიდით ადგილს მოწინავე პოზიციებზე. შედეგად, ერთადერთი გზა მაღალი რეიტინგისთვის არის კარგი SEO.

    თუ გსურთ თქვენი პროდუქტებისა და სერვისების წარმატებით განთავსება ინტერნეტში, SEO არის ციფრული მარკეტინგის აუცილებელი სტრატეგია, რომელიც უზრუნველყოფს, რომ გაზარდოთ თქვენი ცნობადობა და გახდეთ ხელმისაწვდომი უფრო ფართო აუდიტორიისთვის.

    SEO-ს 5 მნიშვნელოვანი უპირატესობა

    მაშ ასე, რატომ უნდა ჩადოთ ინვესტიცია SEO-ში? SEO შეიძლება იყოს უაღრესად მომგებიანი თქვენი ბიზნესისთვის, გრძელვადიანი წარმატებისა და ზრდის პერსპექტივით.

    აქ არის ხუთი მიზეზი, თუ რატომ უნდა ჩაიდოს ინვესტიცია SEO-ში:

    SEO ზრდის თქვენს ხარისხობრივ ტრაფიკს

    ხარისხიანი ტრაფიკი აუცილებელია იმის უზრუნველსაყოფად, რომ თქვენმა სამიზნე აუდიტორიამ, ან თქვენი პროდუქტებით ყველაზე მეტად დაინტერესებულმა მომხმარებელმა, თქვენი ბრენდი ონლაინ იპოვოს. მომხმარებლის 80% პროდუქტსა თუ მომსახურებას პოულობს სწორედ საძიებო სისტემის მეშვეობით. ინვესტიცია SEO-ში, რომ მომხმარებლებმა, რომლებიც ეძებენ თქვენს ბიზნესთან დაკავშირებულ საკვანძო სიტყვებს, იპოვონ თქვენი პროდუქტები და სერვისები ონლაინ.

    იმის გამო, რომ SEO დაგეხმარებათ შედეგების გვერდებზე უფრო მაღალი რანგის მოპოვებაში, თქვენი პროდუქტებით დაინტერესებული უფრო მეტი პოტენციური მომხმარებელი იპოვის თქვენს ბრენდს, რაც გამოიწვევს თქვენს ვებსაიტზე ტრეფიკის ზრდას.

    SEO ზრდის ბრენდის ცნობადობას და სანდოობას

    თქვენი ბრენდის ცნობადობისა და სანდოობის ჩამოყალიბება აუცილებელია ლოიალური მომხმარებელთა ბაზის შესაქმნელად. რომელიც კვლავ დაუბრუნდება თქვენს ბიზნესს და ამ პროცესში ახალი პოტენციური მომხმარებლების მოზიდვას.

    სანდო რეზულტატი ძიებისას

    SEO დაგეხმარებათ შექმნათ ინფორმაციული და სასარგებლო კონტენტი, რომელიც რეზონანსს მიიღებს მომხმარებლებთან. როდესაც მომხმარებლები აღმოაჩენენ, რომ თქვენი კონტენტი და ვებსაიტი ეხმარება მათ კითხვებზე პასუხის გაცემით ან მათი პრობლემების გადაწყვეტაში, ისინი სავარაუდოდ განიხილავენ თქვენს ბიზნესს, როგორც მოწინავეს და ლიდერს თქვენს ინდუსტრიაში. ეს აუმჯობესებენ თქვენი ბრენდის ავტორიტეტს და სანდოობას.

    და, როგორც ბონუსი, SEO ზრდის თქვენს ხილვადობას ონლაინ, ასე რომ უფრო მეტი მომხმარებელი იპოვის თქვენს ბიზნესს, დაუკავშირდება თქვენს ბრენდს და გაზრდის თქვენი ბრენდის ცნობადობას.

    SEO აუმჯობესებს მომხმარებლის ლოიალობას

    დაკვირვება აჩვენებს რომ მომხმარებელთა 89% ყიდულობს ვებსაიტზე კარგი გამოცდილების და მასზე შეჩვევის შემდეგ. მომხმარებლის შთაბეჭდილების შექმნა აუცილებელია იმისათვის, რომ მომხმარებლები დარჩეს თქვენს ვებსაიტზე, დაათვალიერონ თქვენი პროდუქტები და დაბრუნდეს მომავალშიც.

    საძიებო სისტემები ხშირად ითვალისწინებენ მომხმარებლის ინტერაქციას საიტებზე, როდესაც გადაწყვეტენ, რომელ ვებსაიტებსა და შიგთავსს მიენიჭოს ყველაზე მაღალი რანგი შედეგების გვერდზე. SEO ეხმარება ბიზნესს გააუმჯობესოს მომხმარებლის შთაბეჭდილება, მოახდინოს მისი უფრო მჭიდრო ურთიერთობა საიტთან რაც საბოლოოდ აისახება თქვენს პოზიციებზეც.

    ეს SEO სტრატეგია უზრუნველყოფს მომხმარებელზე შთაბეჭდილების მოხდენას. როდესაც ისინი იპოვიან იმას რასაც ეძებენ და თქვენს საიტთან სისტემატიური მჭიდრო ინტერაქცია ექნებათ, ამით მიანიშნებენ საძიებო სისტემებს, რომ თქვენს ვებსაიტს აქვს მომხმარებლის დადებითი დამოკიდებულება, რაც დაგეხმარებათ უფრო მაღალი რეიტინგის მოპოვებაში.

    SEO აუმჯობესებს თქვენს ციფრულ მარკეტინგს

    SEO მუშაობს სხვა ციფრული მარკეტინგის სტრატეგიებთან, მათ შორის კონტენტ მარკეტინგისა და ონლაინ რეკლამასთან. SEO სტრატეგიების გამოყენება დაგეხმარებათ იმის უზრუნველსაყოფად, რომ მომხმარებლებმა იპოვონ თქვენი მარკეტინგული კამპანიები ონლაინ, როგორიცაა თქვენი ახლად შექმნილი კონტენტი.

    SEO მუშაობს სხვა ციფრული მარკეტინგის სტრატეგიებთან ერთად, რათა გაზარდოს მათი წარმატება და მოიზიდოს მეტი მომხმარებელი ონლაინ არხებით. შედეგად, თქვენ ისარგებლებთ გაზრდილი გაყიდვებითა და შემოსავლებით, რაც ნიშნავს, რომ საბოლოოდ შეგიძლიათ გააუმჯობესოთ თქვენი ციფრული მარკეტინგის ROI.

    SEO ზრდის თქვენი ბიზნესის წარმატებას გრძელვადიან პერიოდში

    SEO-ს საუკეთესო უპირატესობა ის არის, რომ მას შეუძლია გაზარდოს თქვენი ბიზნესის წარმატება გრძელვადიანი პერიოდით. ბევრი სხვა ტრადიციული მარკეტინგული კამპანიისგან განსხვავებით, SEO არის გრძელვადიანი და მუდმივი სტრატეგია. SEO გეხმარებათ მუდმივად განახლდეთ საძიებო სისტემებთან და მოახდინოთ თქვენი ვებსაიტისა და შინაარსის ოპტიმიზაცია, რათა მუდმივად მოიზიდოთ მომხმარებლები ონლაინ რეჟიმში.

    თქვენ მუდმივად დაინახავთ შედეგებს თქვენი SEO სტრატეგიიდან მასში ინვესტიციის განხორციელების შემდეგ. ეს ნიშნავს, რომ როდესაც გადაწყვეტთ ინვესტირებას SEO-ში, თქვენი ბიზნესი გაფართოვდება და მიაღწევს თქვენს სამიზნე აუდიტორიას. ეს გაზრდის გაყიდვებს და საშუალებას მისცემს თქვენს ბიზნესს მიაღწიოს ახალ სიმაღლეებს.

    მზად ხართ დაიწყოთ თქვენი SEO სტრატეგია?

    ჩვენს ციფრული მარკეტინგის ექსპერტებს შეუძლიათ შეიმუშაონ თქვენზე მორგებული სტრატეგია, რაც დაგეხმარებათ უკეთესი რეიტინგის მიღწევაში ძიებისას და გაზრდით თქვენს ონლაინ ხილვადობას. დაგვირეკეთ ნომერზე +995 599 62 02 02 ან დაგვიკავშირდით, რომ გაიგოთ მეტი იმის შესახებ, თუ როგორ შეუძლია SEO-ს გაზარდოს შემოსავალი და გაყიდვები თქვენი ბიზნესისთვის.

  • WordPress საიტი – 3 მიზეზი რატომ უნდა ავირჩიოთ ის

    WordPress საიტი – 3 მიზეზი რატომ უნდა ავირჩიოთ ის

    თუ თქვენ ახლა იწყებთ ფიქრს საიტის შექმნაზე, არ აქვს მნიშვნელობა რა ტპის იქნება ის, სახელიები WordPress და WordPress საიტები აუცილებლად შეგხვდებათ.

    სანამ შევეხებით ფაქტებს თუ რატომ არის WordPress ძრავი, მინდა გავაქრო ყველა ის მცდარი წარმოდგენა, რაც მის გარშემოა შექმნილი.

    უფრო ზუსტად რა არის WordPress?

    თავიდანვე დავაზუსტოთ, რომ საუბარი არ გვაქვს WordPress.com პლატფორმაზე. ჩვენ განვიხილავთ კონტენტ მენეჯმენტ სისტემას -Wordpress, (მოკლედ CMS) რომელსაც სჭირდება დეველოპმენტი, ჰოსტინგი და ყველა ის პარამეტრი რაც სხვა, ჩვენს მიერ შექმნილ საიტებს.

    WordPress ძრავი არის ძლიერი ინსტრუმენტი ვებსაიტის შესაქმნელად და მართვისთვის. ბლოგებს, ბიზნეს საიტებს, პერსონალური საიტებს და ელექტრონული კომერციის მაღაზიებს შეუძლიათ ისარგებლონ WordPress ძრავით.

    ეს ძრავი, ფაილური სახით გამოქვეყნებულია ოფიციალურ საიტზე. ასე რომ თქვენ არ გჭირდებათ რაიმე დამატებითი მოწყობილობა ან პროგრამა მის გასაშვებად. უბრალოდ გადმოწერთ ფაილების ნაკრებს შემდგომი გამოყენებისთვის.

    ასე რომ, ახლა, როდესაც თქვენ უკეთესად გესმით რა არის WordPress და რას აკეთებს, დროა ვისაუბროთ იმაზე, თუ რატომ არის ის ასეთი შესანიშნავი. მე მოვიყვანე 3 მიზეზი, თუ რატომ უნდა გამოიყენოთ ეს პლატფორმა თქვენი ვებსაიტისთვის.

    საიმედოობა

    იმის ნახვა, თუ რამდენი ადამიანი იყენებს პლატფორმას, არის საუკეთესო გზა მისი საიმედოობის დასადგენად. Kinsta– ს ბოლოდროინდელი კვლევის თანახმად, WordPress დომინირებს CMS ბაზრის წილზე.

    კონტენტ მენეჯმენტ სისტემების წილი მსოფლიო საიტებში

    ვორდპრესი (ხანდახან ქართულადაც მოივიხსენიოთ) მოიცავს CMS ბაზრის 64% -ს. სიაში მეორე არის Joomla, რომლის პროცენტული მაჩვენებელი 14 -ჯერ მცირეა ვიდრე ლიდერზე.

    გარდა ამისა, ამ ძრავზე მუშაობს მსოფლიოს ყველა ვებსაიტის 40%. ასეთი რიცხვები უბრალოდ შთამბეჭდავია, რბილად რომ ვთქვათ.

    პლატფორმა რომ არ იყოს, ის ასე ფართოდ არ იქნებოდა გამოყენებული. დიდი სახელის მქონე საიტები, როგორიცაა TechCrunch, The New Yorker, BBC America, Microsoft News Center, CNN, და უამრავი სხვა, თვით თეთრი სახლიც კი www.whitehouse.gov ყველა იყენებს WordPress- ს.

    ყოველთვიურად დაახლოებით 70 მილიონი ახალი პოსტი ქვეყნდება ამ ძრავის მქონე ვებსაიტებზე. ეს პოსტები წარმოქმნის დაახლოებით 77 მილიონ ახალ კომენტარს იმავე პერიოდში.

    იმის გათვალისწინებით, რომ WordPress გამოიყენება მთელს მსოფლიოში ვებსაიტების დაახლოებით მესამედში, დარწმუნებით შეგვიძლია იმის თქმა, რომ თქვენი საიტიც კარგ ხელში იქნება, თუ თქვენც გამოიყენებთ მას.

    უსაფრთხოება

    ზოგადად, ეს არის ერთერთი ყველაზე უსაფრთხო პლატფორმა. მაგრამ ეს არ ნიშნავს რომ თქვენ სრულიად დაცული ხართ თქვენს ვებგვერდზე მავნე თავდასხმებისგან, ჰაკერებისგან და მავნე პროგრამებისგან. უსაფრთხოების დაცვისთვის საჭიროა შესაბამისი ღონისძიებები, კონფიგურაცია და დეველოპმენტი, როგორც საიტზე ასევე სერვერზე (Hosting)

    wordpress საიტების უსაფრთხოება

    საბედნიეროდ, ვორდპრესი გაგიადვილებთ თქვენი საიტის უსაფრთხოების გაზრდას ისეთი მახასიათებლებით, როგორიცაა საქაღალდის შინაარსისთვის პაროლის დაცვა.

    თქვენი WordPress ვერსიის განახლება ასევე გაუმკლავდება შეცდომებს და უსაფრთხოების პოტენციურ საფრთხეებს.

    ასევე ადვილია თქვენი საიტისთვის SSL სერთიფიკატის ჩართვა. უმეტესწილად თქვენ შეგიძლიათ უბრალოდ მიიღოთ ეს თქვენი ვებ ჰოსტინგის სერვისიდან.

    სისწრაფე

    ნელი ვებსაიტები უსარგებლოა. ვორდპრესში იციან ეს, ასე რომ ამ ძრავს აქვს კონკრეტული მახასიათებლები და ელემენტები, რომლითაც შეგიძლიათ ისარგებლოთ და და ააჩქაროთ თქვენი საიტი.

    wordpress სისწრაფე

    მაგალითად, თქვენ შეგიძლიათ დააინსტალიროთ მსუბუქი თემა, რომელიც არ ამძიმებს თქვენს კოდს. თქვენ შეგიძლიათ დაამატოთ მოდული თქვენი სურათების ზომის შესამცირებლად.

    ისარგებლეთ Gzip შეკუმშვის, მოწინავე ქეშირებისა და CSS და JS ფაილების მინიჭების შესაძლებლობებით.

    თუ თქვენ იყენებთ ინსტრუმენტებს, როგორიცაა მაგალითები, რაც ახლახან მოვიყვანე, შეგიძლიათ მკვეთრად შეამციროთ თქვენი ვებ გვერდის ჩატვირთვის სიჩქარე. ეს საბოლოოდ შეამცირებს თქვენს დაკარგულ ვიზიტორებს, გააუმჯობესებს მომხმარებლის აქტივობას და გაზრდის კონვერტაციებს თქვენს საიტზე.

    ტენდენცია აჩვენბს რომ ვორდპრეს საიტების წილი – ანუ საიტებისა რომელიც იყენებს ვორდპრესის ძრავს, დღითიდღე იზრდება. 2025 წლისთვის სავარაუდოა რომ ვორდპრეს საიტები მოიცავდეს მსოფლიო ვების 80% ზე მეტს.

    სულ უფრო მზარდი ხდება ისეთი გუნდების და კომპანიების რიცხვი, რომლებიც სერვისის სახით მომხმარებელს სთავაზობენ WordPress საიტების დამზადებას. თუმცა მეორეს მხრივ, ამ ტიპის საიტის დამზადება საჭიროებს საკმაო ცოდნას და გამოცდილებას. გაეცანით რესურსებს ინტერნეტში, მოიძიეთ სანდო პარტნიორები. თუ დაიქირავებთ დეველოპერულ გუნდს აუცილებლად გაეცანით მათ ნამუშევრებს და პორტფოლიოს.

    გსურთ ინტერნეტ მაღაზიის დამზადება?

    იხილეთ ჩვენი სერვისები

    ან დაგვიკავშირდით

    ასევე იხილეთ:

  • დიდი განახლება გუგლისგან – Core Web Vital 2021

    დიდი განახლება გუგლისგან – Core Web Vital 2021

    Core Web Vital 2021

    წინა წლის მაისის დასაწყისში, Google- მა გამოაქვეყნა პოსტი ერთ-ერთ დეველოპერულ ბლოგზე Core Web Vital-ების დანერგვაზე. ეს არის ახალი მეტრიკების ერთობლიობა, რაც გამოიწვევს საძიებო სისტემის მიერ ვებგვერდების რანჯინგის მნიშვნელოვან ცვლილებებს. 2021 წლის მაისში, Google ოფიციალურად დაამატებს Core Web Vital-ს როგორც”საიტის გასატესტ” ინსტრუმენტს, რომლებსაც იქონიებს გავლენას ვებსაიტების რანჟირებაზე.

    google-web-vital

    საძიებო სისტემებში ვებსაიტის პოზიციის გაუმჯობესები ახალმა ფაქტორებმა წარმოშვა ასობით (თუ არა ათასობით) მოსაზრებები, სტატიები და აზრთა სხვადასხვაობა. ერთის მხრივ ბიზნესი, რომელსაც ეშინია SEO-ს ჩამოშლის, Google-ის ახალი მეტრიკისგან. მეორეს მხრივ კი დეველოპერულ კომპანიებს მიეძათ ბიძგი ვებსაიტების ოპტიმიზაციისკენ. თუმცა იგივე  დეველოპერები იმედგაცრუებულები დარჩნენ, რადგან დროში დანერგილი პრაქტიკა, გამოცდილება და ის მეთოდოლოგია რითიც აქამდე მუშაობდნენ შესაძლოა სრულად შეიცვალოს და ჩამოიშალოს. მოკლედ, ფაქტი ის არის რომ Google-მა თამაშის წესების შეცვლა დაანონსა და ამისთვის მსოფლიოს 1 წელი მისცა.

    და აი ისიც:

    2021 წელი საიტების დამზადებას და SEO ოპტიმიზაციას თავდაყირა აყენებს

    ბიზნესებს რომლებსაც ჰქონდათ კარგი პოზიციები აქამდე აქვთ ლოგიკური კითხვა: “რა იქნება ჩვენს თავს?”  უნდა ელოდნონ თუ არა ყველაფრის ნულიდან დაწყებას. ნიშნავს თუ არა ახალი მეტრიკები ყველაფერი ძველის გაქრობას და სრულად ახალ სისტემაზე გადასვლას?

    პასუხი ცალსახაა – რათქმაუნდა არა! ხარისხიანად დამზადებულ საიტებს, რომლებსაც ასევე აქვთ კარგი SEO ოპტიმიზაცია, გამართულები არიან როგორც ტექნიკური ასევე კონტენტის კუთხით – რათქმაუნდა კვლავ ექნებათ უპირატესობა კონკურენტებთან შედარებით. აქ საუბარია იმ რეკომებდაციებზე და ახალ ინსტურმენტებზე რომელთა დანერგვაც იქნება საჭირო პარალელურად და რომელიც მხოლოდ და მხოლოდ სასიკეთოდ წაადგება ამ ოპტიმიზირებულ ვებსაიტებს.

    ხოლო რაც შეეხება საიტების იმ კატეგორიას, რომლებიც არც აქამდე გამოირჩეოდნენ თავიანთი ხარისხით – შანსი მათაც აქვთ, შეასრულონ ყველა ის რეკომენდაცია და სტანდარტი, რასაც Google Web Vitals აწესებს ახალ მეტრიკებში. რათა მიიღონ შანსი ახალი ტიპის საძიებო სისტემაში თავის დასამკვიდრებლად. საბოლოო ჯამში ეს ღონიძიებები მიმართულია ერთისკენ – მომხმარებლისთვის უფრო მარტივი და რელევანტური იყოს ძიებიდან ინფორმაციის მიღება.

    web_vital_structure_2021

    თუმცა ეს მხოლოდ მომხმარებლების მხარეს არ აუმჯობესებს. საბოლოო ჯამში ეს ერთგვარი “იძულება” შეიქმნას საიტები ხარისხიანად, ძალიან დაეხმარება ბიზნესსაც, რომელიც ამ საიტს ფლობს.

    მაგალითებისთვის: ნელა ჩატვირთვად საიტებზე მომხმარებელი არ შედის, ან ნაკლებად შედის. შესაბამისად იკარგება პოტენციური მომხმარბებელი, რომელმაც უნდა გაიცნოს შესაბამისი ინფორმაცია.

    ონლაინ მაღაზიები რომლებიც მუშაობენ ნელა, ან მომხმარებლისთვის ნავიგაცია არ არის მარტივი, ამის გამო კარგავენ კლიენტებს. არ ასრულებენ შოპინგის პროცესს ბოლომდე, რადგან მათი დრო, და ხასიათი იკარგება.

    თუმცა მომხმარებელს, რომელსაც უნდა ამ ინფორმაციის მიღება, ან პროდუქტის ყიდვა, მაინც უწევს იპოვოს ალტერნატივა. იგი ეძებს უფრო ოპტიმიზირებულ, გამართულ ვებსაიტებს, სადაც შესაძლებლობა ექნება მარტივად მიიღოს სასურველი ინფორმაცია, მომსახურება თუ პროდუქტი.

    სწორედ ამას ემსახურება ახალი სტანდარტის დანერგვაც. საიტები რომლებიც “აწვალებენ” მომხმარებლებს დაეშვებიან საძიებო სისტემის ფსკერისკენ.

    ამ დროს კი პირიქით, ხარისხიანი საიტები, კონტენტის, კოდის და SEO-ს მხრივ შესაბამისად ოპტიმიზირებულები მიიღებენ ერთგვარ “ჯილდოს” საძიებო სისტემების ტოპ გვერდებში ადგილის დამკვიდრებით.

    ასევე იხილეთ:

  • ვებ დიზაინი – ტენდენციები 2021 წლისთვის

    ვებ დიზაინი – ტენდენციები 2021 წლისთვის

    ყოველ წელს ჩვენ ველით რომ ვებ დიზაინი ახალ სტილის შეიძენს და იქნება რაღაც არაამქვეყნიური, ტექნოლოგიებზე დაფუძნებული და მოგვცემს ისეთი საიტების დამზადების საშუალებას როგორიც აქამდე არ ყოფილა. თუმცა უკვე 2021 წელია და პროგნოზები სულ სხვა რამეზე მეტყველებენ.

    როგორც ჩანს 2021 წლის ვებ დიზაინი და მისი ტენდენციები ძირითადად მაინც გათვლილია მომხმარებლისთვის საქმის გამარტივებაზე. იმაზე რომ მათ მარტივად მოახერხონ ინფორმაციის მიღება და დამუშავება საიტიდან. რაც პრინციპში სწორი და გამართლებული მიდგომაა.

    თუმცა წელს მაინც იკვეთეთება რამდენიმე ტენდენცია, რომელიც უფრო მეტად არის წინ წამოწეული საიტების დამზადებისას, ვიდრე ოდესმე.

    ვებ დიზაინის 5 ტენდენცია, რომლებიც გამოიკვეთა 2021 წელს

    1. Parallax ანიმაცია
    2. ნეიომორფიზმი
    3. აბსტრაქტული კომპოზიციები
    4. კომფორტული ფერები
    5. ტრანსფორმაცია სქროლის დროს

    1.Parallax ანიმაცია

    ფოტო: Pinch Studio

    წლიდან წლამდე საიტებზე ჩვენ ვხედავდით ობიექტების ანიმაციას. დროთა განმავლობაში მათი სტრუქტურა იცვლებოდა და იწვეწებოდა. 2021 წელს ობიექტების ანიმაცია, რომელიც ერთმანეთთან არის დაკავშირებული და საერთო სურათს ქმნის სწორედ ერთერთი პირველი ტრენდია.

    პარალაქსი ეს არის ერთგვარი ოპტიკური ილუზია. მასიური ფონის გამოყენებით, ობიექტებზე სიღრმეების დამატებით და მათი მოძრაობაში სწორად მოყვანით,  ეკრანი გარდაიქმნება ერთგვარ სცენად. შედეგად ჩვენ ვიღებთ უფრო სახალისო ვიზუალს ვიდრე უბრალოდ სტატიკური ფოტოები და ბანერებია.

    2.ნეიომორფიზმი

    ამ ტენდენციამ უდიდესი ზრდა განიცადა წინა წლებში და 2021 შიც მოსალოდნელია მისი კიდევ უფრო მეტი პოპულარობა. ეს არის სკეომოფიზმის სტილის მემკვიდრე, დიზაინერული მიდგომა, რომელიც აერთიანებს ძველი, ნაცნობი მატერიალების რენდერებს ამჟამინდელ ვიზუალურ სტილში.

    ამ სტილს “აყვავების” პერიოდი ჰქონდა 2010 წლიდან. თითქმის ყველა აპლიკაცია ამ სტილით იხატებოდა. ეს ტენდენცია მეტწილად შეიცვალა ბრტყელი დიზაინით. რამაც მოგვცა უფრო მარტივი ვიზუალები. ფერები შეიძლება ნაკლებად რეალისტურია. თუმცა საბოლოო ჯამში ობიექტი უფრო ერთგვაროვანი და მარტივად ამოსაცნობია.

    ნეიომორფიზმი წარმოადგენს ორივე ტენდენციის შერწყმას სადაც ბრტელი დიზაინის ტენდენციებიდან გამოყენებულია ჩრდილების ნაწილი (უმეტეს შემთხვევაში) ხოლო გაფერადება ხდება შედარებით მომრგვალებული ან ნახევრად ბრტყელი სტილით.

    ღილაკებზე, ყუთების ფორმებზე და სხვა გეომეტრიულ ფიგურებზე, მარტივად შეგიძლიათ ამოიცნოთ ეს სტილი.

    ვებ დიზაინი

    ფოტო:By ODarka

    3.აბსტრაქტული კომპოზიციები

    აბსტრაქტული ფორმები, განსაკუთრებით კი მარტივი გეომეტრიული ფიგურები, როგორებიცაა წრე, ოთხკუთხედი, წრფე და ასე შემდეგ. 2021 წელს დიზაინერები ამ მარტივი ფორმების გაერთიანებით იღებენ რთულ, კომპლექსურ კომპოზიციებს.

    ამ ტენდენციაში შეზღუდვები თითქმის არ არის. დიზაინერს შეუზლია გამოხატოს აბსოლუტური თავისუფლება და მიენდოს საკუთარ გემოვნებას.

    ფოტო: andrei2709

    უმეტეს შემთხვევაში ასეთი ტიპის აბსტრაქტული ფიგურებით ფორმდება ყველაზე თვალსაცინო ადგილები საიტზე. იქნება ეს სლაიდერი, დიდი რეზოლუციის ფოტოები თუ ვრცელი თავისუფალი არეალი.

    გემოვნებით შერჩეული აბსტრაქციები დამატებით სიცოცხლეს და ხალისს სძენს ვებსაიტს. მომხმარებელს კი ეუფლება გრძნობა, თითქოს კონტენტი მისთვის უკვე ნაცნობია, მიუხედავად იმისა რომ, შეიძლება ის პირველად სტუმრობდეს ვებგვერდს.

    ფოტო: indicius.com

    4.კომფორტული ფერები

    დღევანდელობიდან გამომდინარე, როცა ცხოვრების სტილი უფრო დდა უფრო ციფრული ხდება, ადამიანების უმეტესობა დიდ დროს ატარებს მონიტორთან. ამის გამო ხშირია თვალების დაძაბვა და მისგან გამოწვეული სტრესი. სწორედ ამიტომ კომფორტული ფერები ერთერთი მთავარი ტენდენცია და გამოწვევაა თუ როგორი უნდა იყოს 2021 წლის ვებ დიზაინი.

    დიზაინერები ორიენტირებულები არიან შექმნან ისეთი ფერთა გამა, რომელიც ერთის მხრივ ვიზუალურად იქნება შთამბეჭდავი, ხოლო მეორეს მხრივ ნაკლებად მოახდენს უარყოფით ზეგავლენას მომხმარებელზე.

    ფოტო: Creative_David

    5. ტრანსფორმაცია სქროლის დროს

    2021 წელს მომხმარებელს რომელიც სქროლავს საიტს, შეგვიძლია შევთავაზოთ უფრო მეტი ვიდრე უბრალოდ გვერდზე ნავიგაცია.  გვერდის ტრანსფორმაცია – სწორედ ამას გულისხმობს ვებ დიზაინის ერთერთი ტენდენცია.

    საიტზე შემოსულ სტუმარს შეგვიძლია დავახვედროთ ფიზიკური მოქმედებები და ვიზუალური ეფექტები, რომლებსაც ისინი რეალურ ცხოვრებაში ასრულებენ ან ხედავენ.

    მაგალითად: თითის დაჭერა მაუსზე იწვევს რომელიმე ობიექტის ან ეკრანის ნაწილის რეაგირებას, კონტენტის იცვლის ფორმას არასტანდარტული სახით, რაც ვიზუალურ გავლენას ახდენს მომხარებელზე.

    ინტერაქცია არის მონაწილეობის ფორმა და როდესაც მომხარებელი მონაწილეობს მოვლენებში, რაც ხდება საიტზე, ჩართულობა და დაინტერესება უფრო იზრდება.

    ფოტო: By Hiroshy

    ვიდეო: Vilius Vaicius 

    სქროლის დროს ტრანსფორმაცია მომხარებლის ინტერაქციის ერთერთი დახვეწილი ფორმაა. 2021 წელს ვებდიზაინერები ამ ფორმით ქმნიან ერთგვარ უკუკავშირს. ეს შეიძლება მოიცავდეს ფერების გამის ცვლილებას, ობიექტების კომპლექსურ ანიმაციას. საერთო ჯამში დრო ეთმობა იმას რომ თითოეულ მოქმედებას ახდლდეს საინტერესო ახალი ვიზუალი, ახალი გვერდი.

    მზად ხართ 2021 წლის ვებდიზაინის ტენდენციებისთვის?

    და ბოლოს, 2021 წლის ვებდიზაინის ტენდენციები სულაც არ არის სამეცნიერო-ფანტასტიკური ჟანრის სცენარი. პირიქით, ეს ყველაფერი ჩვენს ყოველდღიურობაში გვხვდება. კარგ ვებდიზაინერს უბრალოდ დახვეწილად და მარტივად მოაქვს ჩვენამდე. იმისათვის რომ ვებსაიტზე ყოფნის თუ მუშაობის პერიოდი მაქსიმალურად კომფორტული და სასიამოვნო იყოს მომხმარებლისთვის.

    ასევე იხილეთ:

  • საკვანძო სიტყვები – კვლევა SEO- სთვის

    საკვანძო სიტყვები – კვლევა SEO- სთვის

    საკვანძო სიტყვები და მათი კვლევა არის პირველი ნაბიჯი SEO ოპტიმიზაციის პროცესში, თქვენი SEO სტრატეგიის მნიშვნელოვანი ნაწილი. სანამ თქვენი ვებსაიტის შინაარსს შექმნით, უნდა გაარკვიოთ, თუ რა საძიებო ტერმინებს იყენებს თქვენი აუდიტორია. მათი საძიებო სიტყვები თქვენი საკვანძო სიტყვებია (keywords).

    ამ საკვანძო სიტყვებზე დაყრდნობით შეგიძლიათ დაიწყოთ სასარგებლო და მაღალი ხარისხის კონტენტის შექმნა. ჩვენ განვიხილავთ რამდენიმე ძირითად ეტაპს, რომელიც მოიცავს საკვანძო სიტყვების კვლევას.

    რა არის საკვანძო სიტყვები და მათი კვლევა?

    საკვანძო სიტყვები არის SEO- ს ნაწილი. მათი კვლევა ეს არის სამუშაო, რომელიც მოიცავს საკვანძო სიტყვების ვრცელ ჩამონათვალს და მათ დამუშავბას. ვებსაიტების მფლობელებმა უნდა შეისწავლონ თავიანთი სასურველი აუდიტორია და საძიებო სისტემები. რომელი საძიებო ტერმინებს აკრეფენ ადამიანები Google- ში, როდესაც ეძებენ ამა თუ იმ პროდუქტებს, მომსახურებას, ბიზნესს ან ორგანიზაციის ტიპს? და რას ელიან ისინი? ამ დამუშავებული სიის საშუალებით ვებსაიტების მფლობელებს შეუძლიათ შექმნან საიტის კონტენტი, რომელიც მოიზიდავს მეტ, მაღალხარისხიან ტრაფიკს. საკვანძო სიტყვების კვლევა ფაქტობრივად არასოდეს სრულდება, მასზე რეგულარულად მუშაობა და განახლებები აუცილებელია ხარისხის შესანარჩულებლად.

    რატომ არის მნიშვნელოვანი საკვანძო სიტყვების კვლევა?

    საკვანძო სიტყვების სწორი კვლევა ერთერთი ყველაზე მნიშვნელოვანი კომპონენტია, რადგან ამით ირკვევა თუ საძიებო ტერმინებს იყენებს თქვენი აუდიტორია. ხშირად გვხვდებიან საიტის მფლობელები, რომლებიც თავიანთი პროდუქტების აღწერისას იყენებდნენ ერთ საძიებო სიტყვას, ხოლო მათი სამიზნე აუდიტორია სიტყვების სულ სხვა ნაკრებებს იყენებს ძიებისას. შედეგად, პოტენციური მომხმარებლები ვერ პოულობენ მათ საიტებს, სიტყვების გამოყენების შეუსაბამობის გამო.

    მაგალითად, ზოგჯერ, საიტის მფლობელი მეტი ეფექტურობისათვის გადაწყვეტს პროდუქტს მიანიჭოს არც თუ ისე გავრცელებული სახელი. ეს შეიძლება იყოს ჭკვიანი მარკეტინგული გადაწყვეტილება: მომხმარებელს უფრო ადვილად დაამახსოვრდეს მომსახურება ან პროდუქტი. მაგალითსითვის თუ “სახლების გაქირავება”-ს ნაცვლად აქირავებთ კოტეჯებს, შეიძლება “კოტეჯების გაქირავება” უფრო რელევანტური სიტყვა კოდი იყოს თქვენთვის. თუმცა ფრთხილად იყავით: ძალიან ცოტა ადამიანი ეძებს სიტყვაკოდს “კოტეჯების გაქირავება“. თუ ტექსტს ოპტიმიზირებთ ამ ტერმინებით, თქვენ ალბათ კარგად აითვისებთ ამ კონკრეტულზე ძიებას. თუმცა ამ ტერმინებით დიდ ტრეფიკს ვერ შექმნით და თქვენი პოტენციური აუდიტორიის დიდ ნაწილს დაკარგავთ, რადგან თქვენი აუდიტორია სხვა სიტყვებს იყენებს – ამ შემთხვევაში “სახლების გაქირავება”.

    ალბათ გესმით, რომ აზრი არ აქვს სიტყვების ოპტიმიზაციას, რომლებსაც ხალხი არ იყენებს. საკვანძო სიტყვების საფუძვლიანი კვლევით ვრწმუნდებით, რომ როდესაც თქვენ იყენებთ იგივე სიტყვებს, რაც თქვენი სამიზნე აუდიტორია, ეს ბევრად უფრო შედეგიანს ხდის თქვენს ძალისხმევას ვებსაიტის ოპტიმიზაციაზე, თუნდაც მაღალი კონკურენციის პირობებში. გარდა ამისა, უფრო ზუსტად გაიგებთ რას ეძებს თქვენი აუდიტორია. სამიზნე აუდიტორიის მოთხოვნამ ძიებისას უნდა მიიღოს პასუხი თქვენი ვებსაიტიდან – ხარისხიანი კონტენტის სახით.

    როგორ ხდება საკვანძო სიტყვების კვლევა?

    საკვანძო სიტყვების კვლევის დროს არსებობს რამდენიმე გადამწყვეტი ნაბიჯი. ნაბიჯ-ნაბიჯ გასწავლით განვიხილოთ ეს პროცესი და მოგაწვდით პრაქტიკულ რჩევებს, რომ მარტივად დაიწყოთ საჭირო საკვანძო სიტყვების კვლევა.

    განსაზღვრეთ თქვენი მისია: სანამ რაიმეს დაიწყებთ, იფიქრეთ თქვენს მისიაზე. ასახეთ ისეთ კითხვებზე, როგორებცაა: რა არის თქვენი ბიზნესის ან ორგანიზაციის მთავარი მიზანი? რით არის ეს განსაკუთრებული? რა პირობას დებთ თქვენს ვებსაიტზე? დაუთმეთ დრო და სიტყვასიტყვით ჩამოწერეთ თქვენი მისია. მას შემდეგ რაც შეძლებთ ამ კითხვებზე დეტალური პასუხის გაცემას, პირველ და ყველაზე მნიშვნელოვან ნაბიჯს გადადგამთ თქვენი საკვანძო სიტყვების კვლევის სტრატეგიაში.

    შეადგინეთ საკვანძო სიტყვების სია: შემდეგი ნაბიჯი არის თქვენი საკვანძო სიტყვების ჩამონათვალის შექმნა. თქვენი მისიის გათვალისწინებით შეეცადეთ მოხვდეთ სასურველი აუდიტორიის სათავეებში. რას ძებს ეს ხალხი? რა სახის საძიებო სიტყვებს იყენებენ ისინი სასურველი სერვისის ან პროდუქტის ძიებისას? მათ რომელ “პრობლემას” გადაჭრის თქვენი პროდუქტი? დაწერეთ რაც შეიძლება მეტი პასუხი. თუ თქვენი მისია ნათელია, თქვენ გექნებათ საკმაოდ მკაფიო სტრატეგია თქვენს ნიშაში.

    არ დაივიწყო “გრძელი კუდი” (long-tail): როდესაც ადამიანები იწყებენ საკვანძო სიტყვების კვლევას, ისინი ყურადღებას ამახვილებენ ძალიან პოპულარულ “ძირითად” ტერმინებზე. ამ საკვანძო სიტყვებს ძირითადად მსხვილი ბიზნესი იყენებს. long-tail საკვანძო სიტყვები უფრო ნაკლებ საძიებო ტრაფიკს იძლევა, მაგრამ კონკურენციაც ნაკლებია. ამიტომ თქვენთვის უფრო ადვილია ამ საკვანძო სიტყვების მიხედვით რანკინგი. უფრო მეტიც, long-tail საკვანძო სიტყვები უფრო რელევანტურია, რადგან ისინი მეტ ყურადღებას ამახვილებენ კონკრეტულ პროდუქტზე ან თემაზე.

    გრძელ-კუდია საკვანძო სიტყვები
    “გრძელი კუდი” (Long-Tail Keywords)

    განსაზღვრეთ საკვანძო სიტყვების სტრატეგია: შეგროვებული ინფორმაციის საფუძველზე შეგიძლიათ განსაზღვროთ საკვანძო სიტყვების სტრატეგია. თუ ზემოთ მოყვანილ ნაბიჯებს მიჰყვებით, უნდა გქონდეთ ცხრილი, რომელშიც მოცემულია საკვანძო ფრაზების მნიშვნელოვანი რაოდენობა და ინფორმაცია ამ საკვანძო ფრაზების კონკურენციაზე და თქვენი აუდიტორიის ძიების მიზნების შესახებ.

    საკვანძო სიტყვების კვლევა უნდა იყოს ნებისმიერი SEO სტრატეგიის დასაწყისი. შედეგი იქნება ძირითადი სიტყვების გრძელი სია, რომლებითაც გსურთ რომ პოტენციურმა აუდიტორიამ გიპოვოთ ზიებისას. მაგრამ ყველაზე რთული ჯერ კიდევ წინ არის: ამ სიისთვის შინაარსის მინიჭება – კონტენტის შექმნა. თქვენ უნდა დაწეროთ სტატიები და ბლოგი თითოეულ საკვანძო სიტყვაზე, მოახდინოთ საიტის გვერდების და სხვა ელემენტების შინაარსობრივი ოპტიმიზაცია. ეს საკმაოდ დიდი გამოწვევაა. დასაწყისისთვის გაეცანით ეფექტური კონტენტის შექმნის ნაბიჯებს.

    ასევე იხილეთ:

  • ვებგვერდის ხარისხი – ახალი SEO ფაქტორი Google-ში

    ვებგვერდის ხარისხი – ახალი SEO ფაქტორი Google-ში

    ორიოდე კვირის წინ Google- მა დაანონსა Web Vitals – მეტრიკის ახალი ნაკრები, რათა გაზომოს ვებგვერდის ხარისხი იუზერის მიერ მისი მოხმარების ეფექტურობა. გასულ კვირას მათ განაცხადეს, რომ ეს მეტრიკა დაიწყებს მთავარი ალგორითმის განახლებას, როგორც საიტების შეფასების ახალ გზეას, მათ მიერ შემოთავაზებული ნორმების და პარამეტრების საფუძველზე. ეს განახლება ეტაპობრივად გააქტიურდება 2021 წელს.

    UX მნიშვნელობა, რეალობა

    2010 წელს Google- ში განაცხადეს, რომ საიტის სიჩქარე გავლენას იქონიებს რანკის განსაზღვრისას. 2018 წელს Google აკვირდებოდა და ყურადღებას აქცევდა გვერდების სიჩქარეს მობილურვერსიებში. ახლა Google აანონსებს ახალ განახლებას, რომელიც მოიცავს მრავალფეროვან ახალ ან განახლებულ მეტრიკებს – სხვადასხვა ინსტრუმენტების ერთად გამოყენებას სხვა ფაქტორებთან ერთად, რათა შექმნან ვებგვერდის ხარისხი ახალი სტანდარტით.

    რას გულისხმობს ახალი სტანდარტი? იდეალურ სამყაროში, თქვენ დააჭირეთ ძიების შედეგად ნაპოვნ ბმულს და შესაბამისი გვერდი მაშინვე გამოჩნდება. თუმცა ეს მხოლოდ ოცნებაა. წლების განმავლობაში, გვერდები ზომაში გაიზარდა და JavaScript- ის პოპულარობამ მათ კიდევ უფრო რთული და დატვირთვა შესძინა. ელვისებური სწრაფი ინტერნეტ კავშირებითა და ძლიერი მოწყობილობებითაც კი, ვებ გვერდი შესაძლოა ხარვეზებით ჩაიტვირთოს. მომხმარებლებისთვის ასევე შეიძლება სტრესული იყოს გვერდების ჩატვირთვის მოლოდინი. რომ აღარაფერი ვთქვათ იმ შემთხვევებზე, როდესაც ვებგვერდზე კლიკისას საერთოდ სხვა რეზულტატი ან არაფერი იტვირთება.

    ხარისხიანი გვერდი აძლევს მომხმარებელს საშუალებას უფრო მეტად იყვნენ ჩართული პროცესში და მარტივად მიიღონ ის რასაც ეძებენ, ამის საპირისპიროდ, ცუდი ხარისხის ვებ გვერდი მხოლო აფერხებს და არასასურველს ხდის ძიების პროცესს. Google

    Web Vitals – დასაწყისი

    2020 წლის მაისის დასაწყისში Google-მა წარმოგვიდგინა Web Vitals – როგორც ახალი მეტრიკა, რათა დაეხმაროს ვებმასტერებს აამაღლონ საკუთარი ვებგვერდის ხარისხი. ამ ახალი მეტრიკის ფარგლებში, მოცემულია მეტრიკის ქვესათაური, რომელზეც ყველა საიტის მფლობელი უნდა ფოკუსირდეს, ე.წ. Core Web Vitals. Google- ის თანახმად, “Core Web Vitals არის რეალურ სამყაროში, მომხმარებელზე ორიენტირებული მეტრიკის ერთობლიობა, რომელიც განსაზღვრავს მომხმარებლისთვის შექმნილ მნიშვნელოვან ასპექტებს.”

    თითოეული Core Web Vital ათვალიერებს გვერდის სტრუქტურის გარკვეულ ნაწილს და ახდენს საიტის ხარისხის რეპორტინგს. Core Web Vitals ხელმისაწვდომია ყველა Google ინსტრუმენტში, რომლებიც შეამოწმებს გვერდის ხარისხს.

    Core Web Vitals ვითარდება და უახლოეს მომავალში სრულად წარმოგვიდგება, როგორც ახალი ინსტრუმენტების პლატფორმა. 2020 წლისთვის Google- მა დაადგინა სამი კონკრეტული ფოკუსური კომპონენტი:

    • ჩატვირთვის სისწრაფე,
    • ინტერაქტიულობა,
    • ვიზუალური სტაბილიზაცია

    dziritadi-komponentebi

    ეს იქნება ის სამი ძირითადი კომპონენტი, რომელიც თავის თავში მოიცავს კიდევ ბევრ დეტალს, რაც საჭირო იქნება ახალი სტანდარის ვებგვერდების ხარისხის დასადგენად.

    Google ახალი სტანდარტი განახლდება 2021 წელს

    Google-ს ხშირად ედება ბრალი, რომ არ აქვს საკმარისი კომუნიკაცია კომუნიკაცია SEO ვებმასტერებთან და საიტების მფლობელებთან. წარსულში, ჩვენ ვნახეთ მრავალი ძირეული ალგორითმის განახლება, რომელიც მოხდა ადრეული დაანონსებების და გაფრთხილებების გარეშე. დღეს Google როგორც ჩანს, უფრო კომუნიკაბელურია ვიდრე ოდესმე. ამ ალგორითმის განახლების შემთხვევაში გუგლი ორჯერ გაგვაფრთხილებს: პირველად სტანდარტში ცვლილების შეტანის ანონსით და ექვსი თვის შემდეგ განმეორებით, ერთხელ, 2021 წელს განახლებული ინფორმაციის ამოქმედებამდე.

    ასევე იხილეთ: