Blog

  • როგორ შევარჩიოთ საჭირო ჰოსტინგი

    როგორ შევარჩიოთ საჭირო ჰოსტინგი

    დღეს ხშირად ისმება შეკითხვები თუ რომელი ჰოსტინგი არის უკვეთესი, რატომ და ზოგადად რა კრიტერიუმებით ხდება ჰოსტინგების შერჩევა. ამიტომ ჰოსტინგის შესახებ გავაკეტებ  მცირე მიმოხილვას. 

    პირველ რიგში აღვნიშნოთ, რომ  არიან კომპანიები რომლებიც ფასიანთან ერთად უფასო ვებ სივრცეს გვთავაზობენ,  უფასო ჰოსტებზე საიტის განთავსებისას გაითვალისწინეთ, რომ თუ მნიშვნელოვან პროექტებზე აპირებთ მუშაობას და თქვენთვის მნიშვნელოვანია საძიებო სისტემებში მოწინავე პოზიციების დაკავება, გირჩევთ ნუ გამოიყენებთ უფასო ჰოსტებს, რადგან ისინი შესაძლოა დროებით გაითიშონ, ანუ არასტაბილურად მუშაობენ ფასიანთან შედარებით. ხოლო საძიებო ბოტები ძიებისას აკითხავენ თქვენ საიტს, შედეგად მათ ხვდებათ მიუწვდომელი საიტი და თვლიან რომ ეს არის გაფუჭებული ლინკები, შესაბამისად თქვენი პოზიციები საძიებო სისტემებში კლებულობს ან საერთოდ მიუწვდომელი ხდება. ხშირად იგივე მდგომარეობაა ქართულ ჰოსტ კომპანიებთანაც, რომლებსაც ხშირად ეთიშებათ გლობალი და შესაბამისად ჩვენი საიტი კარგავს პოზიციებს საძიებო სისტემებში, გამოსავალი კი ერთი, უცხოური და სანდო კომპანია, რომელთაგან წამყვანი პოზიციები ჰოსტგატორს უჭირავს მთელს მსოფლიოში, ამაზე კი ქვემოთ ვისაუბროდ, მანამდე კი გავეცნოთ იმ მახასიათებლებს ზოგადად როგორ უნდა შევარჩიოთ ჰოსტინგი.

    როგორ შევარჩიოთ სასურველი ჰოსტინგი:

    როდესაც სასურველ ჰოსტინგს ვარჩევთ უმჯობსია ჰქონდეს:

    Uptime – ანუ რამდენად სტაბილურია ჰოსტი (რაც მეტია Uptime, მით უფრო იშვითად ხდება გათიშვები და საიტის Offline გასვლა)

    ტრაფიკი (Bandwidth) – ანუ ტრაფიკის ნებადართული რაოდენობა. ტრაფიკი იხარჯება ისეთ მოქმედებებში როგორიცაა გვერდის გახსნა, ფაილის გადმოტვირთვა და სხვა… რაც მეტი იქნება Bandwidth, მით უკეთესი.

    ვებსივრცე (Web Space) – ეს არის თქვენი ვებ მყარი დისკი. გასათვალისწინებელია თუ რა ტიპის საიტის გაშვებას აპირებთ.

    და ა.შ.

    MYSQL ბაზების მხარდაჭერა –  სასურველია იყოს რაც შეიძლება მეტი ან ულიმიტო.

    Addon Domains – დამატებითი დომენების გამოყენების საშუალება. თქვენთვის სასურველია არაერთი ვებსაიტის მიბმა/დაჰოსტვა თქვენს ჰოსტინგზე, ეს ძალიან მნიშვნელოვანია და ამის არქონის გამო შეიძება იძულებული გახდეთ ახალი ჰოსტი იყიდოთ.

  • ვებსაიტის შექმნა და მართვა – როგორ მივაღწიოთ წარმატებას

    ვებსაიტის შექმნა და მართვა – როგორ მივაღწიოთ წარმატებას

    ვებსაიტის შექმნა – წერთ გუგლში რაღაც საძიებო ფრაზებს როგორიც არის “როგორ შევქმნა ბლოგი”, “რა არის ბლოგი”  და “როგორ გავხდე ბლოგერი”, კითხულობთ სტატიებს, თუმცა,  სამწუხაროდ, ისე ხდება, რომ ზუსტ პასუხს ვერავინ გცემთ.

    ამიტომ გადავწყვიტეთ გამოვაქვეყნოთ დეტალური გიდი, რომელიც დაგეხმარებათ ხარისხიანი ბლოგის შექმნაში.

    ვებსაიტის შექმნა

    პირველ რიგში, სანამ დავიწყებთ დეტალების განხილვას, გეტყვით, რომ 3 ყველაზე პოპულარული უფასო პლატფორმაა:

    1. ვორდპრესი
    2. თამბლერი
    3. ბლოგერი

    იმისათვის რომ ჩვენი ბლოგი წარმატებული იყოს და მისი მართვა მარტივად შევძლოთ, ავირჩიოთ ვორდპრესი.

    რა არის ბლოგი: როგორ შევქმნათ და ვმართოთ წარმატებული საიტი

    პირველ რიგში, ლოგიკური კითხვაა, “რატომ ვორდპრესი”? სხვა სიტყვებით, რატომ უნდა ვამჯობინოთ ვორდპრესი სხვა პლატფორმებს?

    • მარტივია
    • უამრავი უფასო ფლაგინია
    • უამრავი უფასო და ხარისხიანი დიზაინია
    • დაცულია
    • იდეალურია ბლოგის ტიპის საიტისთვის

    უმთავრესი კითხვა: რა არის ბლოგი?

    რეგულარურად განახლებადი საიტი, რომელსაც მართავს ერთი ან რამდენიმე ადამიანი. ბლოგის წერის სტილი კი არაფორმალურია

    როგორ შევქმნა ჩემი პირველი ბლოგი?

    გადავიდეთ საქმეზე და ვისაუბროთ იმაზე თუ როგორ შევქმნათ ჩვენი პირველი ბლოგი.

    შენიშვნა! სანამ დავიწყებთ, აუცილებელია იცოდეთ, რომ ბლოგს, რომელსაც ამ გიდის მეშვეობით შექმნით იქნება უფასო და დომენი იქნება ამის მსგავსი, “saiti.wordpress.com”.

    თუ პროფესიონალური ვებსაიტის შექმნა გსურთ, რომელიც .ge დომენზე ან .com, .net, .org-ზე იქნება, გადაგამისამართებთ შემდეგ სტატიებზე:

    სხვა შემთხვევაში, თუ თქვენი მიზანი უფასო ვებსაიტის შექმნაა, განაგრძეთ კითხვა.

    პირველი ნაბიჯი ის არის, რომ შევიდეთ ვორდპრესის საიტზე, რომელიც ასე გამოიყურება:

    ჩვენი შემდეგი ნაბიჯი ლოგიკურია და ვაჭერთ ღილაკს, “Create Website-ს”, რაც გადაგვამისამართებს შემდეგ გვერდზე.

    ჩვენი შემდეგი ნაბიჯი ის არის, რომ შევარჩიოთ დიზაინი, რომელიც საიტზე ავტომატურად დაყენდება.

    სისტემა ავტომატურად შემოგთავაზებთ რამდენიმე საინტერესო ვარიანტს, თუმცა თუ ამ ეტაპზე ვერ წყვეტთ რომელი უფრო მოგწონთ, შეგიძლიათ პირდაპირ “SKIP FOR NOW-ს” დააჭიროთ.

    შენიშვნა! არჩეული დიზაინის შეცვლა ნებისმიერ დროს შეგიძლიათ. არ იფიქროთ, რომ დიზაინის არჩევის უფლება მხოლოდ ერთხელ გაქვთ.

    ჩემი ბლოგისთვის ავირჩევ Penscratch-ს.

    მესამე ნაბიჯი უმნიშვნელოვანესია, რადგან გვიწევს ბლოგის სახელის შერჩევა.

    დიზაინისგან განსხვავებით, სახელი, რომელსაც ბლოგისთვის შევარჩევთ სამუდამოა. სხვა სიტყვებით, მისი შეცვლის უფლება აღარ გვაქვს (თუ სახელი აღარ მოგვწონს, მისი შეცვლის ერთადერთ გზაა, რომ ახალი ბლოგი შევქმნათ).

    ამიტომ, აუცილებელია, რომ ბლოგის შექმნის პროცესის ამ ნაწილს უდიდესი ყურადღება მივაქციოთ. გარდა ამისა, შეიძლება ისე მოხდეს, რომ სახელი, რომელი ყველაზე მეტად მოგვწონს, დაკავებული იყოს.

    თუ სახელის მოფიქრება გიჭირთ, გამოიყენეთ ხელსაწყო “ბლოგის სახელის მომფიქრებელი“. ეს ხელსაწყო დაგეხმარებათ კრეატიული სახელების მოფიქრებაში.

    როცა უკვე ბლოგის სახელს შევარჩევთ, მე ავიღებ warmatebablog.wordpress.com-ს, გადავიდეთ შემდეგ ნაბიჯზე.

    ბოლოს, ვირჩევთ უფასო გეგმას (Free Plan) და ვაჭერთ “Select Free Plan-ს”.

    ჩვენი ბლოგი უკვე მზად არის და გვრჩება ბოლო ეტაპი, სადაც გვიწევს რეგისტრაციის გავლა. ეს უმარტივესი პროცესია. უბრალოდ შეგვყავს ჩვენი მეილი იუზერნეიმი და პასვორდი.

    ვაჭერთ “Create Account-ს” და შევდივართ მეილზე, რომ ექაუნთი გავააქტიუროთ.

    მორჩა!

    ჩვენი ბლოგი უკვე მზად არის და ელოდება როდის გამოაქვეყნებთ სტატიებს.

    თუ ბლოგზე რაიმე ვიზუალური ასპექტის შეცვლა გსურთ, საიტზე შესვლისას არის განყოფილება “My Site”, სადაც გავხსნით ისეთ კატეგორიებს როგორიც არი “Settings”, “Plugins” და “Themes”.

    როგორ ვმართოთ წარმატებული ბლოგი?

    ბლოგის წარამტების გასაღები კონტენტია.

    უმნიშვნელოვანესია ჩვენი წერის სტილი, რომ მკითხველი მარტივად ჩავითრიოთ და ძალიან მოკლე დროში ვაქციოთ ლოიალურ მკითხველად.

    რა თქმა უნდა, ეს არ არის მარტივი საკითხი, რადგან ეფექტურად და საინტერესოდ წერა საკმაოდ ცოტა ადამიანს გამოსდის.

    რა უნდა ვქნა თუ წერა არ გამომდის?

    საბედნიეროდ, არსებობს გამოსავალი. სმარტ სეოზე არის კატეგორია, “კონტენტ მარკეტინგი”, სადაც ვაქვეყნებთ სტატიებს, რომლებიც დაგეხმარებათ წერის უნარ-ჩვევების დახვეწაში.

    სწორი მიმართულება რომ მოგცეთ, დაიწყეთ კითხვა შემდეგი სტატიებიდან:

    სულ ეს არის, რაც ბლოგის შექმნასა და ეფექტურად მართვას ჭირდება. და რა დამიჯდება ეს თუ ჩემით ვერ ვქმნი?

    დამატებითი ინფორმაციისთვის, გადახედეთ ჩვენი საიტის სხვადასხვა კატეგორიებს, მაგალითად, სოციალური მედია მარკეტინგს.

  • ფოტოების ოპტიმიზაცია – მნიშვნელოვანი SEO ფაქტორი

    ფოტოების ოპტიმიზაცია – მნიშვნელოვანი SEO ფაქტორი

    ფოტოების ოპტიმიზაცია მნიშნველოვანია იმისთვის, რომ გუგლის სურათების სერჩში დავირანკოთ, რაც დამატებით ტრაფიკს მოგვიტანს.

    შეიძლება ბევრისგან გსმენიათ, რომ სურათებიდან შემოსული ტრაფიკი უხარისხო და უსარგებლოა, რომელიც ძალიან ცუდად კონვერტირდება.

    ამ იდეას მეც ვემხრობი, რადგან, პირადი გამოცდილებიდან, სურათებიდან შემოსული ტრაფიკი ძალიან ცუდი აღმოჩნდა.

    სხვა სიტყვებით, პროდუქტების ყიდვასა და რეკლამების დაჭერას რომ თავი დავანებოთ, საიტზე გაჩერებაც არ უნდოდათ.

    თუმცა, რომ დავფიქრდი, სურათების სერჩშიც არსებობს ზოგადი და მიზნობრივი ტრაფიკი. შესაბამისად, მიზნობრივი ტრაფიკი, წესით, საკმაოდ კარგი უნდა იყოს.

    ფოტოების ოპტიმიზაცია: მნიშვნელოვანი სეო ფაქტორი

    იმის გათვალისწინებით, რომ სურათების ოპტიმიზაციას დიდი დრო არ ჭირდება, აუცილებლად უნდა დავუთმოთ დრო მის გამართვას.

    პირველ რიგში, მნიშვნელოვანია სურათი საკმაოდ ლაითი (რამდენიმე ასეული კილობაიტი) იყოს, რომ საიტის სისწრაფე არ დაეცეს და ზოგად ოპტიმიზაციას არ შეუშალოს ხელი.

    გადავიდეთ შემდეგ, უმნიშვნელოვანეს ნაბიჯებზე.

    განვიხილოთ უნიკალური სურათების მაგალითი.

    ბევრის თქმით, სურათის დასარანკად აუცილებელია უნიკალური ფოტოს გამოყენება.

    რაც დიდი შეცდომაა.

    ყველაზე მარტივი სტრატეგია, რომელიც გამომიყენებია არის ასეთი:

    კონკრეტულ ქივორდებზე ვეძებ მოწინავე პოზიციებზე დარანკულ სურათებს. ვიღებ #1 ადგილზე მყოფს და თუ ცუდად არის ოპტიმიზირებული, ვაუმჯობესებ და საიტზე ვტვირთავ.

    როგორ ხდება ეს ოპტიმიზაციის პროცესი.

    სურათის ოპტიმიზაცია მეტი საძიებო სისტემის ტრაფიკისთვის

    არის რამდენიმე ნაბიჯი, რომელიც აუცილებლად უნდა გავითვალისწინოთ თუ სურათის დარანკვა გვინდა.

    ამიტომ, განვიხილოთ თითოეული ნაბიჯი, რომ მაქსიმალურად გავზარდოთ პოზიციების გაუმჯობესების შანსი.

    ოპტიმიზაციის პირველი ფაქტორი: სურათის სახელი

    მაგალითად, გვაქვს სურათი, რომელიც ლინკ ბილდინგს ეხება. რატომ უნდა ერქვა სურათს 214817821.jpg, როცა შეგვიძლია ოპტიმიზირებული სახელი შევურჩიოთ და დავარქვათ, link-building.jpg (აუცილებლად დეფისით).

    ხოლო თუ thumbnail-ი გჭირდება, მაშინ დავარქვათ link-building-tb.jpg

    მარტივად რომ ვთქვათ, მაქსიმალურად უნდა დავეხმაროთ გუგლს ჩვენი კონტენტის გააზრებაში.

    ოპტიმიზაციის მეორე ფაქტორი: ალტ ატრიბუტი

    ყველამ ვიცით, რომ ალტ ატრიბუტი მნიშვნელოვანია, მაგრამ უამრავი მარკეტერი არასწორად იყენებს.

    პირველ რიგში, ის უნდა გავიაზროთ ალტ ატრიბუტის მიზანი.

    ალტ ატრიბუტი ჩნდება მაშინ, როცა მომხარებელთან სურათი არ იტვირთება და მის მაგივრად აგდებს ტექსტს, რომ იუზერი მიხვდეს რას ეხება სურათი.

    ასოების რაოდენობა რომ განვიხილოთ, კარგია თუ 125-ს არ გადავცდებით. უკეთესია თუ სურათს რამდენიმე სიტყვით აღწერთ და სიტყვების მაქსიმალური რაოდენობის გამოყენებას მიზნად არ ამოიღებთ.

    ოტპიმიზაციის მესამე ფაქტორი: სურათის აღწერა

    სურათის აღწერაზე ძალიან ცოტას საუბრობენ მარკეტერები, რადგან ითვლება, არანაირი გავლენა აქვს სეოზე. თუმცა, უკეთესია თუ შეავსებთ და რამდენიმე სიტყვით აღწერთ სურათს.

    მაგალითად, თუ ლინკ ბილდინგის სურათზე გამოსახულია ბექლინკი წარწერით, “ოფ-ფეიჯ სეო ფაქტორი”, შეგვიძლია აღწერაში მივუთითოთ, “სურათზე ასახულია ოფ-ფეიჯ სეოს მნიშვნელოვანი ნაწილი, ლინკ ბილდინგი”.

    მარკეტერების მოსაზრება სურათის დარანკვაზე

    ბევრი მარკეტერი თვლის, რომ, მაგალითად, თუ სურათი პინტერესტის ბორდიდან არის, უფრო ნაკლები შანსია დაირანკოს, ვიდრე სურათი, რომელიც კონტენტით სავსე გვერდზეა განთავსებული.

    ასევე იხილეთ:

  • ეფექტური კონტენტი და მისი  5 თვისება

    ეფექტური კონტენტი და მისი 5 თვისება

    როცა საქმე კონტენტ მარკეტინგს ეხება, პირველი რჩევა და წესი, რომელიც მომხმარებლამდე მინდა მივიტანო არის:

    არ გამოაქვეყნო უხარისხო კონტენტი

    თუმცა, რა თქმა უნდა, ამ სიტყვების ჰაერზე წერა არ არის საკმარისი, რომ მომხარებელს ეს იდეა ტვინში ჩაუბეჭდო.

    ამას ცოტა მეტი განმარტება ჭირდება, რომ მომხმარებელმა საფუძვლიანად გაიაზროს “არ გამოაქვეყნო ცუდი კონტენტის” აზრი.

    რა მისცემს დამწყებ კონტენტ მარკეტერებს სწორ საფუძველს? რა შეიძლება დაეხმაროს ვეტერან კონტენტ მარკეტერებს, რომლებიც წარმატებას ვერ აღწევენ?

    არსებობს თუ არა რაიმე სისტემა, რომელიც ამ ადამიანებს სწორ გზაზე დააყენებს?

    რა ხდის ზოგ კონტენტს წარმატებულს?

    ეფექტური კონტენტის 5 საოცარი თვისება

    განვმარტოთ სისტემა, რომელიც ნებისმიერ მარკეტერს სწორ გზაზე დააყენებს:

    სისტემა: ცოდნა + პიროვნული თვისებები = ეფექტურ კონტენტს

    1. ეფექტური კონტენტი მომხარებელს საჭირო ინფორმაციას აწვდის

    ეფექტური კონტენტის მთავარი წესი:

    არ გაყიდო, ასწავლე

    კონტენტი, რომელიც ბუნებრივად იყიდება (არ აქვს მნიშვნელობა, აფილიეტ მარკეტინგით ხარ დაკავებული თუ პრემიუმ კონტენტის ბიზნესში ხარ), არის ის კონტენტი, რომელიც საკუთარ სარგებლიანობას ამტკიცებს.

    ეფექტური კონტენტი მომხმარებელს იმ საკითხზე აწვდის ინფორმაციას, რომლის შესახებაც მათ ინფორმაციის მიღება სურთ.

    ეს შეიძლება იყოს ფიტნესის რჩევები, პროდუქტის განხილვები ან კარიერული რჩევები.

    არ აქვს კითხვას მნიშვნელობა. მთავარი ის არის, რომ კონტენტი ნათლად პასუხობდეს დასმულ შეკითხვას.

    2. ეფექტურ კონტენტს პიროვნული თვისებები აქვს

    მიზნად დაისახე ისეთი კონტენტის გამოქვეყნება, რომელსაც პიროვნული თვისებები აქვს, მკითხველზე მორგებულია და მომხმარებელს ერთდროულად ართობს და ცოდნას მატებს.

    კონტენტის გაცოცხლება საკმაოდ რთული საკითხია, თუმცა ძალიან მომგებიანია, როგორც პროფესიური ასევე პიროვნული კუთხით.

    3. ეფექტურ კონტეტნს საინტერესო სათაური აქვს

    გაკვეთილი #1:

    თუ ხარისხიანი კონტენტის გამოქვეყნებას აპირებ და მის შექმნაში დიდ დროს ხარჯავ, გთხოვ, არ დამარხო მისი პოტენციალი ცუდი სათაურით

    კარგი სათაური ზრდის მომხმარებლის ჩართულობას, მოიზიდავს მეტ ლინკებს, სოციალურ გაზიარებებს, მკითხველსა და კლიენტს.

    დაუთმე დრო ეფექტური სათაურების შექმნას. ვერ წარმოიდგენ, რამდენად ეფექტურია.

    4. ეფექტური კონტენტი სეოს არასდროს აიგნორებს

    კონტენტი, რომელიც საჭირო ინფორმაციითაა სავსე და მომხმარებელზეა მორგებული, აუცილებლად უნდა იყოს სეო ოპტიმიზრებული.

    კონტენტის #1 პრიორიტეტი ერთდროულად, ადამიანი და საძიებო სისტემებია.

    5. ეფექტური კონტენტი პირველ ადგილზე ყოველთვის მკითხველს აყენებს

    კონტენტ მარკეტინგის ყველა წესი მოდის ერთისგან:

    პირველ ადგილზე ყოველთვის მკითხველი დააყენე

    ეს წინადადება არასწორად არ გაიგოთ.

    ეს არ ნიშნავს, რომ თქვენს ბიზნესსა და კონტენტს მიზნები არ ქონდეს. კონტენტი, რომელიც საკუთარი მიზნების გარდა, მომხმარებლის დაკმაყოფილებაზეც არის ორიენტირებული, ბევრად უკეთეს შედეგებს მიიღებს.

    ასევე იხილეთ: Meta Keywords (მეტა საკვანძო სიტყვები) – რატომ არ უნდა გამოიყენოთ ისინი