Category: SEO

  • კონტენტის ოპტიმიზაცია მის გამოქვეყნებამდე

    კონტენტის ოპტიმიზაცია მის გამოქვეყნებამდე

    მოკლედ განვიხილოთ თუ რა არის კონტენტის ოპტიმიზაცია და რა ნაბიჯები უნდა გავითვალისწინოთ საბოლოო გამოქვეყნებამდე.

    ხშირ შემთხვევაში მაშინაც კი როდესაც კონტენტის შინაარსი ერთი შეხედვით აბსოლუტურად გამართულია საძიებო სისტემები მაინც ვერ პოულობს მას.

    სანამ საბოლოოდ გამოვაქვეყნებთ ნამუშევარს, აუცილებელია გავითვალისწინოთ რიგი ნაბიჯები, რომლებიც საჭიროა საძიებო სისტემაში მარტივად ინტეგრაციისთვის.

    გაეცანით ძირითად ნაბიჯებს და მოქმედებებს რომლებიც საჭიროა რათა საბოლოოდ მოხდეს კონტენტის ოპტიმიზაცია საძიებო სისტემებისთვის.

    შეხედეთ კონტენტს მომხმარებლის თვალით

    ზოგჯერ ავტორი ფიქრობს როგორ განათავსოს კონტენტი ისე რომ რაც შეიძლება მეტჯერ მოახვედროს მასში საკვანძო სიტყვები, ლინკები და სხვა ელემენტები. ეს ძალიან დიდი შეცდომაა. შექმენით კონტენტი ისე რომ მომხმარებლისთვის იყოს მარტივად წასაკითხი. ნაწერი უნდა იყოს ლოგიკური და შინაარსიანი.

    შექმენით მოსახერხებლად წასაკითხი კონტენტი

    კონტენტის შექმნისას გაითვალისწინეთ ისევ და ისევ მომხმარებელი. გარდა შინაარსისა კონტენტი უნდა იყოს მარტივად წასაკითხი. ნუ ეცდებით მის ხელოვნურად გადაწყობას მხოლოდ იმიტომ, რომ დააკმაყოფილოთ SEO პარამეტრები.

    • სწორად გადაანაწილეთ ტექსტი აბზაცებში
    • ნუ გამოიყენებთ ძალიან დიდ, უწყვეტ წინადადებებს
    • ნუ გაიმეორებთ ერთი და იგივე საკვანძო სიტყვას ძალიან ხშირად, კონტენტი უნდა იყოს მრავალფეროვანი.
    • გამოიყენეთ მედია ელემენტები (ფოტო, ვიდეო)
    • გამოიყენეთ H1, H2, H3 ტეგები, პრიორიტეტული ნაწილის გამოსაყოფად
    • გამოიყენეთ ლოგიკური შიდა და გარე ლინკები

    მიაქციეთ ყურადღება კონტენტის ზომას და აღქმადობას

    აუცილებლად გაითვალისწინეთ ის, რომ ნებისმიერი ტიპის ჩანაწერი უნდა იყოს ზომიერი. არ არის კარგი არც მოკლე და არც უსაშველოდ გრძელი გვერდები. ეს ერთერთი პირობაა იმ მოცემულობისთვის, რასაც ჰქვია კონტენტის ოპტიმიზაცია.

    არის რეკომენდირებული სტანდარტები, რომლების მიხედვითაც განისაზღვრება კონტენტის მოცულობა, სიტყვების რაოდენობა და სხვა დეტალები.

    • გასართობი შინაარსის ბლოგები – 1500 -2000 სიტყვა
    • მცირე ზომის ბლოგები – 700-900 სიტყვა
    • საინფორმაციო ბლოგები – 100-1500 სიტყვა
    • აღწერები და მიმოხილვები – 200-2500 სიტყვა

    ეს მოცულობები პირობითია, თუმცა ამ არეალში ჩანაწერების შექმნა რეკომენდირებული და აპრობირებული მეთოდია.

    დაამატეთ სოციალური მედიის ელემენტები

    სოციალური მედია ერთერთი ყველაზე დიდი პლატფორმაა საიდანაც მომხმარებელი ინფორმაციას იღებს. ნებისმიერი ტიპის ინფორმაციას, იქნება ეს ლინკი, ფოტო, ვიდეო თუ სხვა რამ. ამიტომ აუცილებლად ჩართეთ თქვენს კონტენტში სოციალური მედია. გამოიყენეთ საჭირო და თემატური ბმულები. როგორც თქვენი პირადი გვერდების და პროფილების, ასევე ინფორმაციის შემცველი სტატიების, ფოტოსი თუ ვიდეოსი.

    და ბოლოს…

    აუცილებლად ადევნეთ თვალი სხვადასხვა პორტალებს, სისტემებს. გამოიწერეთ ინფორმაცია განახლებების და ცვლილებების მისაღებად. საძიებო სისტემის სტრუქტურა ძალიან ხშირად იცვლება, შესაბამისად იცვლება ბევრი დეტალი ოპტიმიზაციის გარშემო.

    მუდმივად გაეცანით ინფორმაციას ტექნიკურ დეტალებზე, როგორებიცაა საკვანძო სიტყვების (keywords), მედია ფაილების და სხვა ელემენტების განთავსების შესახებ.

    ასევე იხილეთ:

  • ფოტო SEO – ALt Tag მნიშვნელობა

    ფოტო SEO – ALt Tag მნიშვნელობა

    ფოტოების გამოყენება საიტის კონტენტში მიმზიდველს ხდის მას. მომხმარებელი უფრო კითხულობს ფოტოებით მდიდარ გვერდს ვიდრე მხოლოდ ტექსტს.

    თუმცა ასევე უნდა გახსოვდეთ, რომ კარგი alt tag ნიშნავს გაუგზავნოთ უფრო კარგი სიგნალი საძიებო სისტემებს, თქვენი საიტის აღქმის და ინტეგრაციისთვის.

    ტერმინი “alt tag” არის საყოველთაოდ გამოყენებული აბრევიატურა იმის შესახებ, თუ რა არის მოცემული ფოტოზე. Alt უნდა აღწერდეს, რა არის მასზე. სხვადასხვა ბოტი თუ ეკრანის მკითხველი წაიკითხავს ამ ტექსტს და აქედან გამომდინარე აწვდით საძიებო სისტემას თქვენს სურათს.

    რა არის Alt tag?

    photo alt tag

    ეს არის HTML ჩანაწერი რომელიც დაახლოებით ასე გამოიყურება:

    <img src=“image.jpg” alt=“image description” title=“image tooltip”>

    გარდა საეო ოპტიმიზაციისა ეს ჩანაწერი ეხმარება ნავიგაციაში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ადამიანებს ფოტოს შესახებ ინფორმაციის მიღებაში.

    Alt tag როგორც SEO ფაქტორი

    Google აქვეყნებს სტატიას სადაც განმარტებულია, რომ ამ ტეგის გამოყენება გაცილებით პრიორიტეტულს გახდის საიტის გვერდებს საძიებო სისტემისთვის. რადგან ეს ჩაითვლება სრულად მიწოდებულ ინფორმაციად – ფოტოზე ინფორმაციას აწვდით არა მხოლოდ ვიზუალურად, არამედ მისი ტექსტუალური აღწერითაც, რომლებიც შეიძლება შეიცავდეს თქვენი საიტის საკვანძოს სიტყვებს (იხილეთ საკვანძო სიტყვების – keywords მნიშვნელობა)

    ტეგის შერჩევისას ფოკუსირება გააკეთეთ სიტყვების სწორად განაწილებაზე. ნუ გამოიყენებთ მხოლოდ საკვანძო სიტყვებს, არამედ გამოიყენეთ ის სიტყვები რომელიც პასუხობს ფოტოს ვიზუალს. წინააღმდეგ შემთხვაში თქვენი ტეგები შეიძლება აღქმული იყოს როგორც სპამ სიგნალი.

    ასევე გასათვალისწინებელია ის ფაქტორი რომ, ფოტოს სახელიც მაქსიმალურად უნდა ემთხვეოდეს მის შინაარსს.

  • ყალბი ლაიქები გაქრება – Facebook ის ახალი პოლიტიკა

    ყალბი ლაიქები გაქრება – Facebook ის ახალი პოლიტიკა

    Facebook-ზე  თქვენს ბიზნეს გვერდებს ყალბი ლაიქები აკლდება. დიახ Facebook-მა სპეცოფერაცია კოდური სახელწოდებით “განლაიქება” ჯერ კარგად დაგეგმა და ახლა სისრულეში მოყავს.

    Facebook Deleted Fake Account

    მსოფლიო მასშტაბით ყველაზე დიდი დანაკარგი TEXAS HOLDEM POKER-მა განიცადა და მან 96 ათასი ლაიქერი დაკარგა,  ამავე სიაში არიან Rihanna, შაკირა, Lady Gaga  და ა.შ

    როგორც ცნობილია “განლაიქების” ოპერაცია Facebook-ზე შექმნილი ახალი “უსაფრთხოების”
    სისტემის
    მიერ
    ხორციელდება
    თუმცა
    ალბათ
    არავის
    ქონდა
    ილუზია,
    რომ
    მას
    ადამიანები
    საკუთარი
    ხელით
    გააკეთებდნენ,
    როგორც
    ცნობილია
    ამ
    გზით
    Facebook საეჭვო
    აპლიკაციებით
    მომატებულ
    ლაიქებს
    “განალაიქებს”.

    საინტერესოა რამდენად “მტკივნეული” იქნება ეს ყველაფერი საქართველოში არსებული გვერდებისათვის, ალბათ გახსოვთ, რომ ჩვენთან ლაიქთა უმეტესობა სწორედ მსგავსი თამაშ/აპლიკაციებითაა მომატებული, ახლა კი მხოლოდ იმაზე უნდა ვიფიქროთ რას ჩათვლის Facebook-ი ყალბად და რას რეალურად.  გთავაზობთ Leavingstone-ის მონაცემებს, რომელიც აუცილებლად შეიცვლება ეტაპობრივად.

    yalbi-laiqebis-statistika
    გაუქმებული ყალბი ლაიქების სტატისტიკა

    ასევე იხილეთ: სოციალური ქსელი Google+ დაიხურა

  • Meta Keywords (მეტა საკვანძო სიტყვები) – რატომ არ უნდა გამოიყენოთ ისინი

    Meta Keywords (მეტა საკვანძო სიტყვები) – რატომ არ უნდა გამოიყენოთ ისინი

    რა არის (ან იყო) meta keywords?

    Meta Keywords (მეტა საკვანძო სიტყვები) განჩნდნენ 1995 წელს. ხალხი საძიებო სისტემებად იყენებდა AldaVista-სა და Infoseeker-ს. ვებგერდებზე შეგეძლოთ დაგემატებინათ მეტა ტეგები, რომელიც მიუთითებდა ამ გვერდის მთავარ საკვანძო სიტყვებზე. ეს ასე გამოიყურებოდა:

    <meta name=”keywords” content=”seo, search engine, optimization, ranking”>

    ეს ელემენტები ისევე როგოც ყველა მეტა ელემენტი მომხმარებლისთვის უხილავი იყო, თუმცა მას ხედავდა საძიებო სისტემა და გამოიყენებოდა როგორც საიტის ერთერთი რანკინგ ფაქტორი.

    ეს დაახლოებით ნიშნავს რომ google-ს სთხოვთ მიიღოს თქვენი საიტი ისე როგორც ამას თქვენ ეუბნებით. დიახ ეს ძალიან ადვილია, თუმცა მას შემდეგ რაც ინტერნეტი გახდა უფრო მეტად კომერციული,  ბევრმა დაიწყო ამ ატრიბუტის სპამად გამოყენება. ამიტომ საძიებო სისტემებმა მეტა საკვანძო სიტყვებს იგნორირება გაუკეთეს.

    მეტა საკვანძო სიტყვების აღსასრული

    მე მოგიყვებით მეტა საკვანძო სიტყვების (meta keywords) სრულ ისტორიას. უკვე სექტემბერში, 2009 წელს, Google ოფიციალურად აცხადებს, თუ რას წარმოადგენს მათთვის ეს პარამეტრი.

    “Google არ იყენებს საკვანძო სიტყვებს საიტის რანკინგისთვის”.

    Matt Cutts იხილეთ ვიდეო:

    იყენებს თუ არა Yahoo და Bing სისტემები მეტა საკვანძო სიტყვებს?

    2009 წლის ოქტომბერშივე, SMX East- ში, Yahoo!-მ განაცხადა, რომ ისინი აღარ იყენებენ მეტა საკვანძო სიტყვებს. ეს არ აღმოჩნდა მთლიანად სიმართლე, რადგან ისინი ინდექსს აკეთებენ, მაგრამ ეს ყველაფერი საერთოდ არ ეხმარება საიტს რანკის აწევაში.

    2014 წელს Bing-მა ასევე განაცხადა:

    “დღეს, ნათელია რომ მეტა საკვანძო სიტყვა არის მკვდარი SEO თვალსაზრისით.  ის შეიძლება გამოყენებული იყოს კონტექსტური რეკლამის სისტემებისთვის ან რობოტებისთვის, სიგნალს ვებ-გვერდებიდან მიღების მიზნებისთვის, მაგრამ როდესაც საქმე ეხება ძიებას, ეს პარამეტრი წარსულს ჩაბარდა როგორც ხელის შემწყობი ფაქტორი”

    მოგვიანებით კი მათ განაცხადეს რომ ამ პარამეტრის გამოყენება შესაძლოა ცუდიც კი აღმოჩნდეს, რადგან სისტემამ შეიძლება აღიქვას როგორც სპამ სიგნალი.

    ასე რომ ნუღარ დახარჯავთ დროს მეტა საკვანძო სიტყვების (meta keywords) ძიებაში. ის 5 წუთი რომელიც მათ საძებნელად გაქვთ გათვლილი მოახმარეთ კონტენტის ხარისხის გაუმჯობესებას. ან უბრალოდ მოიძიეთ საკვანძო სიტყვები (Keywords და არა Meta Keywords), რადგან მაშინ როცა მეტა საკვანძო სიტყვები მკვდარია, კონტენში არსებული საკვანძო სიტყვები ისევ ცოცხალია და მნიშვნელოვანია.

    მაგრამ მე მინდა მეტა საკვანძო სიტყვები!!!

    არა, არ გინდა, რადგან ამან შეიძლება გამოიწვიოს ზიანი სარგებელის ნაცვლად. ნებისმიერმა საძიებო სისტემამ შეიძლება აღიქვას ისინი როგორც სპამ სიგნალი, ან კონტენტი რომელიც ფეხს არ უწყობს თანამედროვე სტანდარტებსა და განახლებებს.

  • კონტენტის ოპტიმიზაცია ტრაფიკისთვის ზრდისთვის

    კონტენტის ოპტიმიზაცია ტრაფიკისთვის ზრდისთვის

    წარმატებული სეო კამპანია და მისი კონტენტის ოპტიმიზაცია იწყება ეფექტური ქივორდების ძებნით. აქედან გამომდინარე, რადმენად კარგად გამოგდის მომგებიანი ქივორდების პოვნა?

    ჩავატაროთ პატარა ტესტი:

    მაგალითად, გინდა დაწერო სტატია გესთ ბლოგინგზე. ნუ, ”გესთ ბლოგინგს” შეგვიძლია დავუძახოთ ”გესთ პოსტინგი”.

    აქედან რომელ ქივორდს აირჩევდი?

    შეგიძლია ორი სტატია დაწერო ერთი და იგივე თემაზე, მაგრამ ისინი ფაქტორიბრივად იდენტური იქნება, რაც მომხმარებლისთვის ძალიან ცუდი იქნება.

    სხვა რისი გაკეთება შეგიძლია?

    ამაზე რას იტყვი:

    • ორივე ქივორდის ძებნა შეამოწმო და საუკეთესო აირჩიო
    • შეამოწმო ორივე ქივორდის კონკურენცია და აირჩიო შედარებით მარტივი საკვანძო სიტყვა

    არ აქვს მნიშვნელობა რომელ არჩევანს გააკეთებთ, რადგან ორივე ლოგიკურია. თუმცა, არ არის აუცილებელი ერთ-ერთის არჩევა.

    რატომ?

    თუ ”გესთ ბლოგინგზე” სტატიას გამოაქვეყნებ, ავტომატურად ”გესთ პოსტინგზეც” დაირანკები.

    რეალური მაგალითი თუ როგორ ირანკება ერთ-ერთი საიტი ორივე ქივორდზე, გესთ ბლოგინგსა და გესთ პოსტინგზე.

    სტატია პირველ ადგილზე ირანკება იმის მიუხედავად, რომ სათაურში, მეტა ტეგებსა და H1-ში ქივორდი ”გესტ პოსტინგი” საერთოდ არ არის ნახსენები

    როგორ არის ეს შესაძლებელი?

    საძიებო სისტემის ალგორითმები შეიცვალა, მარკეტერებიც ადაპტაციას გადიან

    თავიდან, ერთ დროს გამოცდილი სეოერები გვირჩევდნენ, რომ სტატია მხოლოდ ერთ ქივორდზე დაგვეწერა.

    თუმცა, დღეს, საძიებო სისტემის ალგორითმები დაიხვეწა და ბევრად მეტი ინფორმაციის გადამუშავება შეუძლიათ.

    აქედან გამომდინარე, ერთი სტატიის ოპტიმიზიაცია რამდენიმე ქივორდზე შეიძლება. მაშინაც კი, თუ ამ პატარ-პატარა ქივორდებს სათაურში, აღწერასა და მსგავს ადგილებში არ ვახსენებთ.

    მსგავსი სტრატეგია უკვე ხარისხიანი კონტენტის სიგნალია, რადგან გუგლი ხვდება, რომ თქვენი სტატია დეტალურია და საკითხს საფუძვლიანად განიხილავს.

    ჩვენს შემთხვევაში, გუგლმა იცის, რომ ”გესთ ბლოგინგი” და ”გესთ პოსტინგი” ერთი და იგივე საკითხია და ნამდვილად არ არის საჭირო სხვადასხვა რესურსების გამოქვეყნება.

    რას ნიშნავს ეს შენთვის?

    ქივორდების გამოკვლევის შემდეგ, გადადი გუგლზე.

    ის დღეები წარსულს ჩაბარდა, როცა ლონგ თეილ ქივორდზე უკეთებდი სტატიას ოპტიმიზაციას და რამდენიმე დღეში პირველი გვერდის პირველ ადგილზე იჯექი, რადგან მსგავსი ოპტიმიზაცია არავის ქონდა.

    პირველი, რაც ქივორდის შემდეგ უნდა ქნა არის ის, რომ გუგლში ჩაწერო და ნახო რომელ ქივორდებზე ირანკება პირველ ადგილზე მყოფი საიტი.

    მაგალითი:

    მაგალითად, ავიღოთ ქივორდი ”blog promotion”. თვითონ ამ ქივორდს თვეში 210 ძებნა აქვს, ამიტომ ერთი შეხედვდით შეიძლება იმდენად სუსტი ქივორდი ჩანდეს, რომ მასზე მუშაობაც არ გვიღირდეს.

    მოდი ქივორდს უფრო ჩავუღრმავდეთ და ვნახოთ მისი სრული პოტენციალი:

    უკვე ნათლად ჩანს, რომ  “blog promotion” უბრალოდ ქივორდი არ არის.

    ეს დიდი ნიშაა, რომელსაც ტრაფიკის დიდი პოტენციალი აქვს.

    გამოდის, რომ ამ შემთხვევაში ჩვენი მთავარი ქივორდი “blog promotion-ი” კი არა, “how to promote your blog”უნდა იყოს, რადგან მეტი ძებნა აქვს.

    რაში დაგეხმარება ეს კვლევა:

    • გუგლს საქმეს გაუადვილებთ, როცა სტატიაში ლონგ თეილ ქივორდებს ახსენებთ
    • იპოვო სტატიის განვითარების საინტერესო გზები

    ბოლოსტყვიაობა

    რაც უფრო იხვეწება გუგლის ალგორითმი და ბევრად უფრო კარგად ახერხებს კონტენტის გააზრებას, მით უფრო მნიშვნელოვანია კონტენტის ოპტიმიზაცია.  ბოლოსტყვაობის არსი ნათელია:

    ნებისმიერი კონტენტი, რომელსაც აქვეყნებ უნდა იყოს მორგებული რამდენიმე ქივორდზე.

    თანამედროვე სეო სამყაროში, არ უნდა დასვა ისეთი კითხვა, როგორიც ”როგორ დავრანკო ჩემი სტატია პირველ ადგილზე?-ა”.

    თქვენ უნდა დასვათ ასეთი კითხვა:

    იმსახურებს თუ არა ჩემი სტატია პირველ ადგილზე დარანკვას?

    სტატიების გამოკვლევა, ქივორდების ამოცნობა და მიღებულ შედეგებზე ჩვენი სტატიის ოპტიმიზაცია, საუკეთესო ვარიანტია უმნიშვნელოვანესი დარანკვის ფაქტორის სწორი ოპტიმიზაციისთვის.

    წყარო: smartseo.ge

  • ფოტოების ოპტიმიზაცია – მნიშვნელოვანი SEO ფაქტორი

    ფოტოების ოპტიმიზაცია – მნიშვნელოვანი SEO ფაქტორი

    ფოტოების ოპტიმიზაცია მნიშნველოვანია იმისთვის, რომ გუგლის სურათების სერჩში დავირანკოთ, რაც დამატებით ტრაფიკს მოგვიტანს.

    შეიძლება ბევრისგან გსმენიათ, რომ სურათებიდან შემოსული ტრაფიკი უხარისხო და უსარგებლოა, რომელიც ძალიან ცუდად კონვერტირდება.

    ამ იდეას მეც ვემხრობი, რადგან, პირადი გამოცდილებიდან, სურათებიდან შემოსული ტრაფიკი ძალიან ცუდი აღმოჩნდა.

    სხვა სიტყვებით, პროდუქტების ყიდვასა და რეკლამების დაჭერას რომ თავი დავანებოთ, საიტზე გაჩერებაც არ უნდოდათ.

    თუმცა, რომ დავფიქრდი, სურათების სერჩშიც არსებობს ზოგადი და მიზნობრივი ტრაფიკი. შესაბამისად, მიზნობრივი ტრაფიკი, წესით, საკმაოდ კარგი უნდა იყოს.

    ფოტოების ოპტიმიზაცია: მნიშვნელოვანი სეო ფაქტორი

    იმის გათვალისწინებით, რომ სურათების ოპტიმიზაციას დიდი დრო არ ჭირდება, აუცილებლად უნდა დავუთმოთ დრო მის გამართვას.

    პირველ რიგში, მნიშვნელოვანია სურათი საკმაოდ ლაითი (რამდენიმე ასეული კილობაიტი) იყოს, რომ საიტის სისწრაფე არ დაეცეს და ზოგად ოპტიმიზაციას არ შეუშალოს ხელი.

    გადავიდეთ შემდეგ, უმნიშვნელოვანეს ნაბიჯებზე.

    განვიხილოთ უნიკალური სურათების მაგალითი.

    ბევრის თქმით, სურათის დასარანკად აუცილებელია უნიკალური ფოტოს გამოყენება.

    რაც დიდი შეცდომაა.

    ყველაზე მარტივი სტრატეგია, რომელიც გამომიყენებია არის ასეთი:

    კონკრეტულ ქივორდებზე ვეძებ მოწინავე პოზიციებზე დარანკულ სურათებს. ვიღებ #1 ადგილზე მყოფს და თუ ცუდად არის ოპტიმიზირებული, ვაუმჯობესებ და საიტზე ვტვირთავ.

    როგორ ხდება ეს ოპტიმიზაციის პროცესი.

    სურათის ოპტიმიზაცია მეტი საძიებო სისტემის ტრაფიკისთვის

    არის რამდენიმე ნაბიჯი, რომელიც აუცილებლად უნდა გავითვალისწინოთ თუ სურათის დარანკვა გვინდა.

    ამიტომ, განვიხილოთ თითოეული ნაბიჯი, რომ მაქსიმალურად გავზარდოთ პოზიციების გაუმჯობესების შანსი.

    ოპტიმიზაციის პირველი ფაქტორი: სურათის სახელი

    მაგალითად, გვაქვს სურათი, რომელიც ლინკ ბილდინგს ეხება. რატომ უნდა ერქვა სურათს 214817821.jpg, როცა შეგვიძლია ოპტიმიზირებული სახელი შევურჩიოთ და დავარქვათ, link-building.jpg (აუცილებლად დეფისით).

    ხოლო თუ thumbnail-ი გჭირდება, მაშინ დავარქვათ link-building-tb.jpg

    მარტივად რომ ვთქვათ, მაქსიმალურად უნდა დავეხმაროთ გუგლს ჩვენი კონტენტის გააზრებაში.

    ოპტიმიზაციის მეორე ფაქტორი: ალტ ატრიბუტი

    ყველამ ვიცით, რომ ალტ ატრიბუტი მნიშვნელოვანია, მაგრამ უამრავი მარკეტერი არასწორად იყენებს.

    პირველ რიგში, ის უნდა გავიაზროთ ალტ ატრიბუტის მიზანი.

    ალტ ატრიბუტი ჩნდება მაშინ, როცა მომხარებელთან სურათი არ იტვირთება და მის მაგივრად აგდებს ტექსტს, რომ იუზერი მიხვდეს რას ეხება სურათი.

    ასოების რაოდენობა რომ განვიხილოთ, კარგია თუ 125-ს არ გადავცდებით. უკეთესია თუ სურათს რამდენიმე სიტყვით აღწერთ და სიტყვების მაქსიმალური რაოდენობის გამოყენებას მიზნად არ ამოიღებთ.

    ოტპიმიზაციის მესამე ფაქტორი: სურათის აღწერა

    სურათის აღწერაზე ძალიან ცოტას საუბრობენ მარკეტერები, რადგან ითვლება, არანაირი გავლენა აქვს სეოზე. თუმცა, უკეთესია თუ შეავსებთ და რამდენიმე სიტყვით აღწერთ სურათს.

    მაგალითად, თუ ლინკ ბილდინგის სურათზე გამოსახულია ბექლინკი წარწერით, “ოფ-ფეიჯ სეო ფაქტორი”, შეგვიძლია აღწერაში მივუთითოთ, “სურათზე ასახულია ოფ-ფეიჯ სეოს მნიშვნელოვანი ნაწილი, ლინკ ბილდინგი”.

    მარკეტერების მოსაზრება სურათის დარანკვაზე

    ბევრი მარკეტერი თვლის, რომ, მაგალითად, თუ სურათი პინტერესტის ბორდიდან არის, უფრო ნაკლები შანსია დაირანკოს, ვიდრე სურათი, რომელიც კონტენტით სავსე გვერდზეა განთავსებული.

    ასევე იხილეთ:

  • მოკლე მიმოხილვა – რა არის SEO?

    მოკლე მიმოხილვა – რა არის SEO?

    რა არის SEO ?

    საქართველოში მისი სერიოზულად გამოყენება არავის მოსურვებია თუ არ ჩავთვლით რამდენიმე ვარეზ საიტს, რომელთა სამიზნე არა სერიოზული მომხმარებელი, არამედ სკაიპისგან ან “ქაუნთერისგან” გაწამებული ხალხი იყო. სერიოზულ მომხმარებელზე სეო გათვლები არავის გაუკეთებია, პრინციპში სერიოზული მომხმარებელი ჯინეტში არ გვყავს.

    იმ დროს მეც ერთი ჩვეულებრივი ვარეზნიკი ვიყავი. გაგებული მქონდა, რომ არსებობდა რაღაც სეო თუ რაღაც მაგდაგვარი, რითაც გუგლიდან მეტ ხალხს გადმოვიყვანდი. 2 – 3 დღიანი ფიქრის შემდეგ ჩემი აზრით საკმაოს სწორი სვლები გავაკეთე. რითაც ჩემი ვარეზ საიტის ფეიჯრანკმა 4-მდე მოიმატა 1-იდან. მაინც რა ვქენი ასეთი?
    საიტზე ბევრი რამე გვედო. “შუა ქალაქის” სერიებიდან დაწყებული, “Counter Strike”-ს და “Skype”-ს საინსტალაციოთი დამთავრებული. სათაურები ვითომდა აკადემიურად გვეწერა: “შუა ქალაქში – სერია 1 / სეზონი 1”, “Skype 36.0.3.4 Final” და ასე შემდეგ. ასე ჩემს ჭკუაში დონეს ვწევდი.

    ერთ დღეს ხალხი დამაკლდა…

    ერთ დღეს, როცა უნიკალურები ძალიან მომაკლდა და Search-იდან მოხვედრილების რიცხვიც არ მომეწონა თავში ჩემი კარგი აზრი მომივიდა. დავფიქრდი: მაინც რამდენი იუზერი ეძებდა შუა ქალაქის სერიებს ამ: (“შუა ქალაქში” ) სიტყვებით? ნუთუ (“Shua qalaqshi”) ამაზე მეტი? ან სკაიპის ქართველი მომხმარებლის 100%-მა იცოდა, რომ სკაიპი ასე იწერება”Skype”? მაშინვე დავიწყე სათაურების დარედაქტირება და ის აკადემიური სახელები სავარაუდო საძებნი სიტყვებით შევცვალე. შედეგი წარმოიდგინეთ, რა თქმა უნდა ქართული ფონტი 70% – ს არ ეყენა მითუმეტეს მაშინ. “შუა ქალაქის” მსურველთა 100% იდან 90% მას ინგლისური შრიფტით ეძებდა.
    ეს საქართველოს და კერძოდ ჩემი ვარიანტი, რომელმაც მართლა გაამართლა, მაგრამ სკაიპის და შუა ქალაქის მსურველ მომხმარებელს შორს ვერ წაიყვან.

    გსურთ ინტერნეტ მაღაზიის დამზადება?

    იხილეთ ჩვენი სერვისები

    ან დაგვიკავშირდით

    საძიებო სისტემების ოპტიმიზაცია – პროცესი

    SEO ანუ Search Engine Optimization (საძიებო სისტემების ოპტიმიზაცია) არის პროცესი , რომლის მიზანიც არის საძიებო სისტემებისთვის ვებ-გვერდის უკეთესი ხილვადობის შექმნა ნატურალური და არასუფსიდირებული ფორმით. ანუ ვებ გვერდის “დამეგობრება” ისეთ საძიებო სისტემებთან, როგორებიცაა Google Search, Yahoo Search და ასე შემდეგ. SEO შეიძლება მოიცავდეს სხვადასხვა კატეგორიის ძებნას. ისეთები, როგორებიცაა: სურთების ძებნა, ლოკალური ძებნა (საქართველოში ასეთ Search-ს არ იყენებენ, მაგ: ფიზიკური პირი ცხოვრობს ა.შ.შ-ს რომელიმე პატარა ქალაქში და აინტერესებს, მხოლოდ ამ ქალაქის სიტუაცია, ფასები, ბიზნეს პირობები და ა.შ), ვიდეო ძებნა და ა.შ.

    როგორც ინტერნეტ მარკეტინგის სტრატეგია SEO გულისხმობს თუ როგორ მუშაობს საძიებო სისტემები და რას ეძებს ხალხის უმრავლესობა. საიტის ოპტიმიზაციას შეიძლება დაჭირდეს კონტენტის შეცვლა/რედაქტირება თუნდაც HTML-ში ჩარევით, ბარიერების გადალახვა/მოხსნა.

    რომლემბმაც შეიძლება ხელი შეუშალოს მთავარ KeyWord-ებს. ანუ მთავარ Keyword-ებზე პრიორიტეტულად საძიებო სისტემამ შეიძლება თქვენთვის ნაკლებად პრიორიტეტული კონტენტი აღიქვას, რაც მხოლოდ იმის ბრალი იქნება, რომ არ გაქვთ ვებ გვერდი სწორად ოპტიმიზირებული. ოპტიმიზციის მაღალი დონის ტაქტიკა უნდა ითვალისწინებდეს ყველაფერს საიტის შიგთავსიდან დაწყებული, მენიუს სწორი განლაგებით დამთავრებული. მხოლოდ მაღალი დონის ტაქტიკები შეიძლება ჩაითვალოს სხვა სფეროდ. უბრალო გათვლები კი ინტერნეტ მარკეტინგის ერთი პატარა ასპექტია.

  • ეფექტური კონტენტი და მისი  5 თვისება

    ეფექტური კონტენტი და მისი 5 თვისება

    როცა საქმე კონტენტ მარკეტინგს ეხება, პირველი რჩევა და წესი, რომელიც მომხმარებლამდე მინდა მივიტანო არის:

    არ გამოაქვეყნო უხარისხო კონტენტი

    თუმცა, რა თქმა უნდა, ამ სიტყვების ჰაერზე წერა არ არის საკმარისი, რომ მომხარებელს ეს იდეა ტვინში ჩაუბეჭდო.

    ამას ცოტა მეტი განმარტება ჭირდება, რომ მომხმარებელმა საფუძვლიანად გაიაზროს “არ გამოაქვეყნო ცუდი კონტენტის” აზრი.

    რა მისცემს დამწყებ კონტენტ მარკეტერებს სწორ საფუძველს? რა შეიძლება დაეხმაროს ვეტერან კონტენტ მარკეტერებს, რომლებიც წარმატებას ვერ აღწევენ?

    არსებობს თუ არა რაიმე სისტემა, რომელიც ამ ადამიანებს სწორ გზაზე დააყენებს?

    რა ხდის ზოგ კონტენტს წარმატებულს?

    ეფექტური კონტენტის 5 საოცარი თვისება

    განვმარტოთ სისტემა, რომელიც ნებისმიერ მარკეტერს სწორ გზაზე დააყენებს:

    სისტემა: ცოდნა + პიროვნული თვისებები = ეფექტურ კონტენტს

    1. ეფექტური კონტენტი მომხარებელს საჭირო ინფორმაციას აწვდის

    ეფექტური კონტენტის მთავარი წესი:

    არ გაყიდო, ასწავლე

    კონტენტი, რომელიც ბუნებრივად იყიდება (არ აქვს მნიშვნელობა, აფილიეტ მარკეტინგით ხარ დაკავებული თუ პრემიუმ კონტენტის ბიზნესში ხარ), არის ის კონტენტი, რომელიც საკუთარ სარგებლიანობას ამტკიცებს.

    ეფექტური კონტენტი მომხმარებელს იმ საკითხზე აწვდის ინფორმაციას, რომლის შესახებაც მათ ინფორმაციის მიღება სურთ.

    ეს შეიძლება იყოს ფიტნესის რჩევები, პროდუქტის განხილვები ან კარიერული რჩევები.

    არ აქვს კითხვას მნიშვნელობა. მთავარი ის არის, რომ კონტენტი ნათლად პასუხობდეს დასმულ შეკითხვას.

    2. ეფექტურ კონტენტს პიროვნული თვისებები აქვს

    მიზნად დაისახე ისეთი კონტენტის გამოქვეყნება, რომელსაც პიროვნული თვისებები აქვს, მკითხველზე მორგებულია და მომხმარებელს ერთდროულად ართობს და ცოდნას მატებს.

    კონტენტის გაცოცხლება საკმაოდ რთული საკითხია, თუმცა ძალიან მომგებიანია, როგორც პროფესიური ასევე პიროვნული კუთხით.

    3. ეფექტურ კონტეტნს საინტერესო სათაური აქვს

    გაკვეთილი #1:

    თუ ხარისხიანი კონტენტის გამოქვეყნებას აპირებ და მის შექმნაში დიდ დროს ხარჯავ, გთხოვ, არ დამარხო მისი პოტენციალი ცუდი სათაურით

    კარგი სათაური ზრდის მომხმარებლის ჩართულობას, მოიზიდავს მეტ ლინკებს, სოციალურ გაზიარებებს, მკითხველსა და კლიენტს.

    დაუთმე დრო ეფექტური სათაურების შექმნას. ვერ წარმოიდგენ, რამდენად ეფექტურია.

    4. ეფექტური კონტენტი სეოს არასდროს აიგნორებს

    კონტენტი, რომელიც საჭირო ინფორმაციითაა სავსე და მომხმარებელზეა მორგებული, აუცილებლად უნდა იყოს სეო ოპტიმიზრებული.

    კონტენტის #1 პრიორიტეტი ერთდროულად, ადამიანი და საძიებო სისტემებია.

    5. ეფექტური კონტენტი პირველ ადგილზე ყოველთვის მკითხველს აყენებს

    კონტენტ მარკეტინგის ყველა წესი მოდის ერთისგან:

    პირველ ადგილზე ყოველთვის მკითხველი დააყენე

    ეს წინადადება არასწორად არ გაიგოთ.

    ეს არ ნიშნავს, რომ თქვენს ბიზნესსა და კონტენტს მიზნები არ ქონდეს. კონტენტი, რომელიც საკუთარი მიზნების გარდა, მომხმარებლის დაკმაყოფილებაზეც არის ორიენტირებული, ბევრად უკეთეს შედეგებს მიიღებს.

    ასევე იხილეთ: Meta Keywords (მეტა საკვანძო სიტყვები) – რატომ არ უნდა გამოიყენოთ ისინი