Category: დეველოპმენტი

  • რა ღირს ვებსაიტის შექმნა მცირე ბიზნესისთვის 2023 წელს?

    რა ღირს ვებსაიტის შექმნა მცირე ბიზნესისთვის 2023 წელს?

    საშუალოდ, მცირე ბიზნესი ხარჯავს ₾2000-დან ₾10000-მდე საიტის შესაქმნელად. მცირე ბიზნესისთვის ვებსაიტის შექმნის ღირებულება დამოკიდებულა სხვადასხვა ფაქტორებზე, როგორიცაა საიტის გვერდების რაოდენობა, ფუნქციონალი, ვიზუალი, ტექნოლოგია.

    თქვენი ვებ გვერდი არის თქვენი ბიზნესის ონლაინ ვიტრინა, მიუხედავად იმისა, მუშაობთ ონლაინ, ოფლაინ თუ ორივე ერთად, რის გამოც მნიშვნელოვანია ინვესტირება პროფესიონალურ ვებ დეველოპმენტში.

    ვებსაიტის შექმნა მცირე ბიზნესისთვის

    სწრაფი მიმოხილვა, რასაც ამ სტატიაში განვიხილავთ:

    • რისთვის სჭირდება თქვენს ბიზნესს ვებგვერდი
    • რა ღირს 2023 წელს მცირე ბიზნესისთვის ვებსაიტის შექმნა
    • გასათვალისწინებელი დამატებითი ხარჯები

    რატომ სჭირდება თქვენს ბიზნესს ვებგვერდი

    იცოდით, რომ ადამიანების 70% შეისწავლის კომპანიას ინტერნეტში, სანამ გადაწყვეტს რამის ყიდვას ან ვიზიტს? მცირე ბიზნესის ვებსაიტს გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს ახალი მომხმარებლების მოსაზიდად და თქვენი ბიზნესის გასაზრდელად.

    მოდით განვიხილოთ უფრო მეტი მიზეზი, თუ რატომ უნდა მოახდინოთ თქვენი ბიზნესის ინვესტიცია კარგ ვებსაიტში.

    ვებსაიტი გაძლევს მეტ შესაძლებლობას, აღმოაჩინო მომხმარებლები

    უფრო და უფრო მეტი ადამიანი იყენებს ინტერნეტს მათთვის საჭირო პროდუქტებისა და სერვისების მოსაძებნად. და როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, ბევრ ადამიანს სურს შეისწავლოს თქვენი კომპანია ონლაინ, სანამ ისინი გადაწყვეტენ რაიმეს ყიდვას ან ვიზიტს.

    თქვენი ბიზნესისთვის ვებსაიტის შექმნით, შეგიძლიათ გაზარდოთ თქვენი ონლაინ ხილვადობა, რაც საშუალებას მისცემს მეტ ადამიანს აღმოაჩინოს თქვენი კომპანია, როდესაც ისინი ეძებენ თქვენს პროდუქტებს ან სერვისებს ონლაინ რეჟიმში.

    ვებგვერდი ზრდის ნდობას აუდიტორიასტან

    ნდობა დიდ როლს თამაშობს იმაზე, გადაწყვეტს თუ არა ვინმე რაიმეს ყიდვას ან მომსახურებით სარგებლობას. თუ მომხმარებელი არ არის დარწმუნებული, დააკმაყოფილებს თუ არა თქვენი პროდუქტები ან სერვისები მათ საჭიროებებს, ან შეგიძლიათ თუ არა შესთავაზოთ მათთვის საჭირო გადაწყვეტილებები, ისინი სავარაუდოდ აირჩევენ თქვენს კონკურენტს.

    საიტი დაგეხმარებათ ამ პრობლემის მოგვარებაში.

    თქვენ შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი ვებ – გვერდი არსებული მომხმარებლების მიმოხილვებისა საჩვენებლად, თქვენ მიერ მიღებული ჯილდოსა თუ მიღწევის წარმოსაჩენად და მეტი ინფორმაციის გასაზიარებლად თქვენი კომპანიისა, პროდუქტებისა თუ სერვისების შესახებ.

    ვებსაიტი გეხმარებათ გაყიდვებში

    ადამიანებს დღეს უფრო მეტად უყვართ პროდუქტებისა და სერვისების ონლაინ ყიდვა, ვიდრე ოდესმე. როდესაც თქვენ ქმნით ვებსაიტს თქვენი მცირე ბიზნესისთვის, თქვენ საშუალებას აძლევთ უფრო მეტ პოტენციურ მომხმარებელს, სწრაფად და მარტივად შეიძინონ თქვენი პროდუქცია ონლაინ ან დაგიკავშირდეთ თქვენი სერვისების შესახებ.

    მაგალითად, თუ ელექტრიკოსი ხართ, შეგიძლიათ დაამატოთ ონლაინ საკონტაქტო ფორმა თქვენს ვებსაიტზე, რომელიც საშუალებას აძლევს ადამიანებს სწრაფად დაგიკავშირდეთ და დაინტერესდნენ თქვენი სერვისების შესახებ.

    და თუ თქვენ ყიდით პროდუქტებს, როგორებიცაა მაგალითად ტანსაცმელი ან თავის მოვლის პროდუქცია, შეგიძლიათ შექმნათ პროდუქტის კატალოგი თქვენს ვებსაიტზე, რომელიც საშუალებას მისცემს მომხმარებელს გაეცნონ მიმოხილვებს, პროდუქტის დეტალურ აღწერას და საბოლოოდ შეიძინონ პროდუქტი უსაფრთხოდ, ონლაინ რეჟიმში.

    რა ღირს 2023 წელს ბიზნეს ვებსაიტი?

    მცირე ბიზნესისთვის ვებსაიტის შექმნის საშუალო ღირებულება 2000-დან 10000 ლარამდეა. ეს საორიენტაციო მოიცავს თქვენი საიტის დიზაინს და დეველოპმენტს. რამდენს იხდის ბიზნესი თქვენი ვებსაიტის შესაქმნელად, დამოკიდებული იქნება მის მოცულობაზე, მახასიათებლებზე და სირთულეზე.

    თქვენ უკვე იცით მცირე ბიზნესისთვის ვებსაიტის შექმნის საშუალო ღირებულება, მაგრამ ადგენს ამ რიცხვს?

    როდესაც საქმე ეხება მცირე ბიზნესის ვებ დიზაინის ხარჯებს, თქვენ გაქვთ რამდენიმე ღირებულების ფაქტორი – და ბევრი აუცილებელია. მაგალითად, თქვენი ვებსაიტის შექმნის ხარჯები თითქმის ყოველთვის მოიცავს ამ შვიდ ფაქტორს:

    დასახელება ფასი
    დომენის სახელი ₾0.95-₾12 / წელი
    ჰოსტინგი ₾24-₾120 / წელი
    SSL სერთიფიკატი ₾0-₾1500 / წელი
    დიზაინი ₾2000 – ₾15,000
    გვერდები ₾1000 – ₾5000
    ფუნქციონალი ₾2000 – ₾25,000
    სამართავი პანელი ₾2000 – ₾25,000

    მცირე ბიზნესის ვებსაიტის დამატებითი ხარჯები

    ახლა, როდესაც თქვენ იცით პასუხი კითხვაზე, “რა ღირს ვებსაიტი მცირე ბიზნესისთვის”, მოდით ჩავუღრმავდეთ სხვა დამატებით ხარჯებს, რომლებიც უნდა გაითვალისწინოთ.

    დანამატები

    დანამატებს შეუძლიათ გაააქტიურონ უამრავი ფუნქცია თქვენს ვებსაიტზე, როგორიცაა საკონტაქტო ფორმები, ცხრილები, ჩვენებები და სხვა. დანამატის ღირებულება ყოველთვის დამოკიდებულია მის სპეციფიკაზე.

    ვებ დიზაინერი

    თუ არ გაქვთ დიზაინის გამოცდილება ან არ გყავთ ვებ დიზაინერი, შესაძლოა დაგჭირდეთ დიზაინერის ან ვებ დიზაინის სააგენტოს დაქირავება.

    ბევრი ვებ დიზაინერი და სააგენტო მოგცემთ შეთავაზებას თქვენი ვებსაიტის შესაქმნელად, ამიტომ, როგორც წესი, კარგი იდეაა შეადაროთ შეთავაზებები და დიზაინერები, რათა იპოვოთ საუკეთესო შესაფერისი თქვენი ბიზნესისთვის

    SEO

    თუ გსურთ, რომ თქვენი ვებსაიტი ადვილად მოიძებნოს საძიებო სისტემებში, როგორიცაა Google ან Bing, აუცილებელიაინვესტირება SEO სტრატეგიაში. SEO მოიცავს თქვენი ვებსაიტის სხვადასხვა ელემენტების ოპტიმიზაციას, როგორიცაა თქვენი გვერდის ჩატვირთვის სიჩქარე, ბმულების შექმნა, შინაარსის შექმნა და სხვა.

    და ბოლოს, მცირე ბიზნესის ვებსაიტების ღირებულება დამოკიდებულია მთელ რიგ ფაქტორებზე, დიზაინის პრეფერენციებიდან სავალდებულო ფუნქციებამდე. ამიტომ ვებ დეველოპმენტის საბოლოო ღირებულების დათვლა, ასევე დამზადების ვადების დადგენა, ხდება დამკვეთსა და შემსრულებელს შორის მოლაპარაკების შედეგად.

  • ვებ დიზაინი თუ ვებ საიტის დამზადება – რომელი გჭირდებათ?

    ვებ დიზაინი თუ ვებ საიტის დამზადება – რომელი გჭირდებათ?

    გსურთ უბრალოდ განაახლოთ თქვენი ამჟამინდელი ვებსაიტი ან შექმნათ ახალი? შესაძლოა გაინტერესებთ, რა განსხვავებებია, როდესაც საქმე ეხება ვებ დიზაინს და ვებ საიტის დამზადებას. ორი ტერმინი, რომლებიც ასე მჭიდრო კავშირშია ერთმანეთთან, ხშირად იწვევს დაბნეულობას. როდესაც გჭირდებათ კონკრეტული სერვისი თქვენი ვებსაიტისთვის, აუცილებელია იცოდეთ, ვინ უნდა დაიქირაოთ სამუშაოს შესასრულებლად, დიზაინერი თუ დეველოპერი. ჩვენ დაგეხმარებით მიხვდეთ რა გჭირდებათ, ვებ დიზაინი თუ ვებ-დეველოპმენტი და ჩვენ აგიხსნით განსხვავებას ამ ორს შორის.

    ვებ დიზაინის და ვებსაიტის დამზადების ზოგადი აღწერა

    რა არის ვებ დიზაინი?

    ვებ-დიზაინი ეხება თქვენი ვებსაიტის ესთეტიკურ მხარეს და იმას, თუ როგორ მუშაობენ სხვადასხვა ნაწილები და მოდულები, რათა შეიქმნას წარმატებული სივრცე თქვენი ბიზნესისთვის. ვებ დიზაინერი არ აშენებს თქვენს ვებსაიტს – ისინი იყენებენ პროგრამებს, როგორიცაა Photoshop და Illustrator, რათა შექმნან თქვენი საიტის გვერდის პროტოტიპი და სხვადასხვა მოდულების ვიზუალები.

    ეს არა მხოლოდ გაძლევთ კარგ წარმოდგენას იმის შესახებ, თუ საით მიდის თქვენი ვებსაიტის დიზაინი, არამედ ეს არის გადამწყვეტი სამშენებლო ბლოკი დეველოპერებისთვის, როდესაც ისინი აპირებენ თქვენი ვებსაიტის შექმნას. ის ასევე გაძლევთ შანსს მიიღოთ გამოხმაურება დიზაინის შესახებ და უთხრათ თქვენს დიზაინერს რა მოგწონთ, რა არ მოგწონთ და რისი დამატება ან ამოღება გსურთ მიმდინარე მაკეტიდან. კომპანიის დაქირავება, რომელიც იყენებს როგორც ვებ დიზაინერებს, ასევე დეველოპერებს, გადამწყვეტია ლამაზი ვებსაიტის შესაქმნელად.

    რა არის ვებ დეველოპმენტი?

    მაშინ როცა ვებ დიზაინერი ქმნის თქვენი ვებსაიტის გარე, ესთეტიკურ მხარეს, ვებ დეველოპერი არის ის, ვინც ამ დიზაინს მიანიჭებს იმ ფუნქციას, რაც საბოლოოდ უნდა იყოს. მაგალითად, თუ ვებ დიზაინს აქვს სამი ღილაკის ვიზუალი მთავარ გვერდზე, ეს ღილაკები უნდა იყოს სწორად კოდირებული საიტზე, რათა უზრუნველყოს ის, რომ როდესაც მომხმარებლები დააჭერენ მათ, ისინი სწორად რეაგირებდნენ. იგივე ეხება თქვენს ვებსაიტზე არსებულ ყველა ელემენტს, იქნება ეს საკონტაქტო ფორმა, ნავიგაციის ზოლი თუ მარტივი ჰიპერბმული თქვენს შინაარსში.

    ვებ დეველოპერის ამოცანაა პროტოტიპის არსებითად გაცოცხლება და ვებსაიტის სწორი ფუნქციონირების უზრუნველყოფა. დეველოპერები მუშაობენ კონტენტის მართვის სისტემებთან (CMS), როგორებიცაა მაგალითად WordPress ან Joomla, მაგრამ მათ ასევე შეუძლიათ თქვენი ვებსაიტის კოდირება ნულიდან, ისეთი ენების გამოყენებით, როგორიცაა HTML, PHP და CSS.

    ვებ დიზაინი vs ვებ საიტის დამზადება
    დიზაინერი VS დეველოპერი

    შეჯამება: ვებ დიზაინი vs ვებ საიტის დამზადება

    თუ თქვენ ახალი ხართ ვებ ბაზარზე, ან უბრალოდ გსურთ არსებული ვებსაიტის განახლება, შეიძლება დაიბნეთ როდის გჭირდებათ ვებ დიზაინერის ძებნა და როდის ნიჭიერი დეველოპერი.

    დავუშვათ თქვენ ქმნით ახალ ვებსაიტს:

    თქვენს ახალ ვებსაიტს სჭირდება: თქვენ უნდა დაიქირაოთ:
    ვინმე ვინც დაგეხმარებათ საიტისთვის ფონტის და ტიპოგრაფიის შერჩევაში ვებ დიზაინერი
    ვინმე, ვინც შექმნის თქვენი იდეების ვიზუალიზაციას ვებ დიზაინერი
    ვინმე, ვინც დაგეხმარებათ გაიგოთ შესაძლებელია თუ არა თქვენთვის სასურველი ფუნქციონალის დანერგვა ვებ დეველოპერი
    ვინმე, ვინც დიზაინის მიხედვით საიტის პირველ მონახაზებს შექმნის ვებ დეველოპერი
    ვინმე, ვინც აგიხსნით განსხვავებას CMS-სა და HTML-ს შორის ვებ დეველოპერი
    ვინმე, ვინც დაგეხმარებათ ვებსაიტის ფერთა პალიტრის შერჩევაში ვებ დიზაინერი
    ვინმე, ვინც დაგეხმარებათ მთავარი გვერდის ვიზუალის შემუშავებაში ვებ დიზაინერი

    ახლა, დავუშვათ, რომ თქვენ გაქვთ არსებული ვებსაიტი და გსურთ შემდეგი:

    თქვენს არსებულ ვებსაიტს სჭირდება: თქვენ უნდა დაიქირაოთ:
    CMS-დან HTML-ზე გადართვა ან პირიქით ვებ დეველოპერი
    ბრენდის იდენტობის განახლება ვებ დიზაინერი
    საიტზე არსებული ფორმის ან ღილაკის ფუნქციის გასწორება ვებ დეველოპერი
    ახალი გრაფიკული ელემენტები თქვენი საიტისთვის ვებ დიზაინერი
    გადასმისამართებების მიბმა სხვადასხვა გვერდებზე ვებ დეველოპერი
    ტრეინინგი საიტის ფუნქციონალის მართვის შესახებ ვებ დეველოპერი
    სერვერზე არსებული ხარვეზების აღმოჩენა და გამოსწორება ვებ დეველოპერი

    გუნდის დაქირავება ვებსაიტის შექმნა-განახლებისთვის

    მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ ერთმანეთისგან გამოვყავით ეს ორი მიმართულება, არ ნიშნავს რომ თქვენ მოგიწევთ დიზაინერული და ვებ დეველოპერული კომპანიის დაქირავება ცალ-ცალკე. სინამდვილეში, ჩვენ გირჩევთ, დაიქირაოთ სააგენტო, რომელიც ყველაფერს კომპლექსურად გააკეთებს. აქ მოცემულია ვებ დიზაინერისა და ვებ დეველოპერის ერთ გუნდად დაქირავების უპირატესობები:

    • ისინი ერთად მუშაობენ, რათა უზრუნველყონ თქვენი ვებგვერდი შესანიშნავად გამოიყურებოდეს და სწორად ფუნქციონირებდეს
    • მათ შორის მარტივი კომუნიკაციაა, რადგან ისინი ერთ გუნდს წარმოადგენენ
    • ისინი ხშირად გთავაზობენ სხვადასხვა მარკეტინგულ სტრატეგიებს, რათა დაგეხმაროთ თქვენი ვებსაიტის მაქსიმალურად გამოყენებაში
    • ისინი გაძლევენ ერთ გამოყოფილ საკონტაქტო პუნქტს ორი ან მეტის ნაცვლად

    ჩვენ გირჩევთ მოძებნოთ კომპანია, რომელიც ყველა საჭირო სერვისს ერთ სივრცეში აკეთებს, როგორიცაა ჩვენი გუნდი – Samsiani, რათა გქონდეთ უწყვეტი, ხარისხიანი კონტაქტი თქვენი ვებ დიზაინისა და დეველოპმენტის პროცესში.

  • საიტის რედიზაინი – როგორ განვაახლოთ ძველი ვებ საიტი?

    საიტის რედიზაინი – როგორ განვაახლოთ ძველი ვებ საიტი?

    საიტის რედიზაინი არ არის მარტივი პროცესი. ბევრი ნაბიჯია გადაწყვეტილების მიღებამდე, რომ საბოლოდ მიიღოთ ის შედეგი რისთვისაც დააპირეთ განახლება.

    რა არის საჭირო იმისთვის რომ ჩავატაროთ საიტის რედიზაინი, იგივე განახლება, წარმატებულად? სამი სიტყვით:

    სისხლი, ოფლი და ცრემლები. ეს ხუმრობით, თუმცა Შესაძლოა.

    საიტის რედიზაინი
    საიტის რედიზაინი / განახლება

    რა არის ვებსაიტის რედიზაინი?

    ვებსაიტის რედიზაინი ნიშნავს, რომ თქვენ ცვლით ან ანახლებთ თქვენს ვებსაიტს და განაახლებთ ყველაფერს, რაც განახლებას საჭიროებს. ძირითადი ფუნქციონალიდან თქვენი მართვის სისტემამდე თქვენი გვერდების ვიზუალებამდე.

    ხელახალი რედიზაინი უფრო მეტია ვიდრე მარტივი განახლება, რაც შეიძლება იყოს ღილაკების ფორმის ან კონტენტში რამდენიმე ფოტოს შეცვლას. ეს წვრილმანებია.

    განახლებების გზაზე მოგიწევთ ყველა დეტალის ტესტირება და საიტზე მორგება. იქნება ეს ახალი ვიზუალური ელემენტები, ფუნქციონალი თუ სხვა.

    თუ თქვენ გადააკეთებთ თქვენს მისაღები ოთახს, მისი განახლება იქნებოდა კედლების მოხატვა და შესაძლოა ახალი ავეჯით გაფორმება. რედიზაინიც შეიძლება განვიხილოთ როგორც კედლების შეღებვას და ახალი ავეჯის დადგმა. მაგრამ ამ პროცესმა ასევე შეიძლება მოითხოვოს ძველი ხალიჩის გარეცხვა, ზოგიერთი კედლის დანგრევა, ახალი განათების დაყენება და პატარა სკამების დადგმა, რათა უყუროთ ციყვებს, რომლებიც თქვენს ფანჯრის მიღმა დარბიან. ოთახის კარკასი ისევ არსებობს, მაგრამ თქვენ ბევრს აკეთებთ მის გასაუმჯობესებლად.

    რა ღირს ვებსაიტის რედიზაინი?

    თუ თქვენ დამოუკიდებლად ახორციელებთ საიტის განახლების პროცესს, მისი ღირებულება საბოლოოდ უდრის თქვენს ან თქვენი გუნდის დროს. თუ პროცესში ჩართული იქნება დაქირავებული დეველოპერი ან გუნდი, ფასი განისაზღვრება ჩასატარებელი სამუშაოს მიხედვით. გადამწყვეტი ფაქტორებია თქვენი მოთხოვნები, ვებსაიტის მოცულობა, დიზაინის სირთულე და სხვა.

    როდის უნდა განაახლოთ თქვენი ვებგვერდი?

    ყველა ცვლის საკუთარ ვებსაიტებს, ასე რომ თქვენც უნდა გადააკეთოთ თქვენი, არა? ეს არასწორი მიდგომაა.

    თუ თქვენი ვებსაიტი კარგად მუშაობს და ხელს უწყობს თქვენს ბიზნეს მიზნების მიღწევაში, თქვენ ალბათ არ გჭირდებათ მასიური ცვლილებების შეტანა. შეიძლება საჭირო იყოს შედარებით მარტივი განახლები, როგორებიცაა ახალი ფერები ან განახლებული ტექსტი, რაც შექმნის განახლების განცდას მომხმარებლისთვისაც, დიდი ინვესტიციის გარეშე.

    ყველაზე დიდი სიგნალი იმისა, რომ თქვენ უნდა დაიწყოთ ვებსაიტის რედიზაინი არის ის, რომ თქვენი ვებსაიტი ვეღარ გეხმარებათ მიზნის მიღწევაში, რაც არ უნდა სცადოთ. ჩაატარეთ მთელი რიგი ტესტები, რომელიც დაგეხმარებათ გაიგოთ რა არ მუშაობს საიტზე, ან რა არ მოსწონს თქვენს მომხმარებელს. ამ შემთხვევაში შესაძლოა დაგჭირდეთ ძირეული ცვლილებები და განახლებები, რომლებისთვისაც მარტივი “საღებავის ფენა” აღარ იქნება საკმარისი.

    ასე რომ, პირველი პიზეზი ვებსაიტის ხელახალი დიზაინისთვის: ის ვეღარ ეხმარება თქვენი ბიზნესის ზრდას. სხვა ნიშნები, რომლებიც უნდა განიხილოთ რედიზაინზე, მოიცავს:

    • თქვენი დიზაინი მოძველებულია ან არ ასახავს თქვენს ბრენდს
    • თქვენი საიტი არ მუშაობს კარგად მობილურ მოწყობილობებზე
    • თქვენ მიიღებთ უამრავ პრეტენზიას თქვენი ვებსაიტის შესახებ მომხმარებლებისგან
    • თქვენი ანალიტიკა აჩვენებს, რომ ადამიანები დიდ დროს არ ატარებენ თქვენს ვებსაიტზე
    • თქვენი საიტი არ ფუნქციონირებს ისე, როგორც საჭიროა

    ვებსაიტის ხელახალი დიზაინი არ არის პატარა მიღწევა

    თქვენი ვებსაიტი არასოდეს იყოს სრულყოფილი. განაგრძეთ სხვადასხვა ელემენტების ტესტირება, ოპტიმიზაცია საძიებო სისტემებისთვის და შეიტანეთ კორექტირება, რათა მაქსიმალურად გაზარდოთ თქვენი განახლებების შედეგი და ეფექტურობა. ან დაიქირავეთ დიზაინერებისა და დეველოპერების გუნდი, რათა თქვენი საიტი განახლდეს პროფესიონალურად.

    წარმატებებს გისურვებთ თქვენს განახლებებში!

  • WordPress საიტი – 3 მიზეზი რატომ უნდა ავირჩიოთ ის

    WordPress საიტი – 3 მიზეზი რატომ უნდა ავირჩიოთ ის

    თუ თქვენ ახლა იწყებთ ფიქრს საიტის შექმნაზე, არ აქვს მნიშვნელობა რა ტპის იქნება ის, სახელიები WordPress და WordPress საიტები აუცილებლად შეგხვდებათ.

    სანამ შევეხებით ფაქტებს თუ რატომ არის WordPress ძრავი, მინდა გავაქრო ყველა ის მცდარი წარმოდგენა, რაც მის გარშემოა შექმნილი.

    უფრო ზუსტად რა არის WordPress?

    თავიდანვე დავაზუსტოთ, რომ საუბარი არ გვაქვს WordPress.com პლატფორმაზე. ჩვენ განვიხილავთ კონტენტ მენეჯმენტ სისტემას -Wordpress, (მოკლედ CMS) რომელსაც სჭირდება დეველოპმენტი, ჰოსტინგი და ყველა ის პარამეტრი რაც სხვა, ჩვენს მიერ შექმნილ საიტებს.

    WordPress ძრავი არის ძლიერი ინსტრუმენტი ვებსაიტის შესაქმნელად და მართვისთვის. ბლოგებს, ბიზნეს საიტებს, პერსონალური საიტებს და ელექტრონული კომერციის მაღაზიებს შეუძლიათ ისარგებლონ WordPress ძრავით.

    ეს ძრავი, ფაილური სახით გამოქვეყნებულია ოფიციალურ საიტზე. ასე რომ თქვენ არ გჭირდებათ რაიმე დამატებითი მოწყობილობა ან პროგრამა მის გასაშვებად. უბრალოდ გადმოწერთ ფაილების ნაკრებს შემდგომი გამოყენებისთვის.

    ასე რომ, ახლა, როდესაც თქვენ უკეთესად გესმით რა არის WordPress და რას აკეთებს, დროა ვისაუბროთ იმაზე, თუ რატომ არის ის ასეთი შესანიშნავი. მე მოვიყვანე 3 მიზეზი, თუ რატომ უნდა გამოიყენოთ ეს პლატფორმა თქვენი ვებსაიტისთვის.

    საიმედოობა

    იმის ნახვა, თუ რამდენი ადამიანი იყენებს პლატფორმას, არის საუკეთესო გზა მისი საიმედოობის დასადგენად. Kinsta– ს ბოლოდროინდელი კვლევის თანახმად, WordPress დომინირებს CMS ბაზრის წილზე.

    კონტენტ მენეჯმენტ სისტემების წილი მსოფლიო საიტებში

    ვორდპრესი (ხანდახან ქართულადაც მოივიხსენიოთ) მოიცავს CMS ბაზრის 64% -ს. სიაში მეორე არის Joomla, რომლის პროცენტული მაჩვენებელი 14 -ჯერ მცირეა ვიდრე ლიდერზე.

    გარდა ამისა, ამ ძრავზე მუშაობს მსოფლიოს ყველა ვებსაიტის 40%. ასეთი რიცხვები უბრალოდ შთამბეჭდავია, რბილად რომ ვთქვათ.

    პლატფორმა რომ არ იყოს, ის ასე ფართოდ არ იქნებოდა გამოყენებული. დიდი სახელის მქონე საიტები, როგორიცაა TechCrunch, The New Yorker, BBC America, Microsoft News Center, CNN, და უამრავი სხვა, თვით თეთრი სახლიც კი www.whitehouse.gov ყველა იყენებს WordPress- ს.

    ყოველთვიურად დაახლოებით 70 მილიონი ახალი პოსტი ქვეყნდება ამ ძრავის მქონე ვებსაიტებზე. ეს პოსტები წარმოქმნის დაახლოებით 77 მილიონ ახალ კომენტარს იმავე პერიოდში.

    იმის გათვალისწინებით, რომ WordPress გამოიყენება მთელს მსოფლიოში ვებსაიტების დაახლოებით მესამედში, დარწმუნებით შეგვიძლია იმის თქმა, რომ თქვენი საიტიც კარგ ხელში იქნება, თუ თქვენც გამოიყენებთ მას.

    უსაფრთხოება

    ზოგადად, ეს არის ერთერთი ყველაზე უსაფრთხო პლატფორმა. მაგრამ ეს არ ნიშნავს რომ თქვენ სრულიად დაცული ხართ თქვენს ვებგვერდზე მავნე თავდასხმებისგან, ჰაკერებისგან და მავნე პროგრამებისგან. უსაფრთხოების დაცვისთვის საჭიროა შესაბამისი ღონისძიებები, კონფიგურაცია და დეველოპმენტი, როგორც საიტზე ასევე სერვერზე (Hosting)

    wordpress საიტების უსაფრთხოება

    საბედნიეროდ, ვორდპრესი გაგიადვილებთ თქვენი საიტის უსაფრთხოების გაზრდას ისეთი მახასიათებლებით, როგორიცაა საქაღალდის შინაარსისთვის პაროლის დაცვა.

    თქვენი WordPress ვერსიის განახლება ასევე გაუმკლავდება შეცდომებს და უსაფრთხოების პოტენციურ საფრთხეებს.

    ასევე ადვილია თქვენი საიტისთვის SSL სერთიფიკატის ჩართვა. უმეტესწილად თქვენ შეგიძლიათ უბრალოდ მიიღოთ ეს თქვენი ვებ ჰოსტინგის სერვისიდან.

    სისწრაფე

    ნელი ვებსაიტები უსარგებლოა. ვორდპრესში იციან ეს, ასე რომ ამ ძრავს აქვს კონკრეტული მახასიათებლები და ელემენტები, რომლითაც შეგიძლიათ ისარგებლოთ და და ააჩქაროთ თქვენი საიტი.

    wordpress სისწრაფე

    მაგალითად, თქვენ შეგიძლიათ დააინსტალიროთ მსუბუქი თემა, რომელიც არ ამძიმებს თქვენს კოდს. თქვენ შეგიძლიათ დაამატოთ მოდული თქვენი სურათების ზომის შესამცირებლად.

    ისარგებლეთ Gzip შეკუმშვის, მოწინავე ქეშირებისა და CSS და JS ფაილების მინიჭების შესაძლებლობებით.

    თუ თქვენ იყენებთ ინსტრუმენტებს, როგორიცაა მაგალითები, რაც ახლახან მოვიყვანე, შეგიძლიათ მკვეთრად შეამციროთ თქვენი ვებ გვერდის ჩატვირთვის სიჩქარე. ეს საბოლოოდ შეამცირებს თქვენს დაკარგულ ვიზიტორებს, გააუმჯობესებს მომხმარებლის აქტივობას და გაზრდის კონვერტაციებს თქვენს საიტზე.

    ტენდენცია აჩვენბს რომ ვორდპრეს საიტების წილი – ანუ საიტებისა რომელიც იყენებს ვორდპრესის ძრავს, დღითიდღე იზრდება. 2025 წლისთვის სავარაუდოა რომ ვორდპრეს საიტები მოიცავდეს მსოფლიო ვების 80% ზე მეტს.

    სულ უფრო მზარდი ხდება ისეთი გუნდების და კომპანიების რიცხვი, რომლებიც სერვისის სახით მომხმარებელს სთავაზობენ WordPress საიტების დამზადებას. თუმცა მეორეს მხრივ, ამ ტიპის საიტის დამზადება საჭიროებს საკმაო ცოდნას და გამოცდილებას. გაეცანით რესურსებს ინტერნეტში, მოიძიეთ სანდო პარტნიორები. თუ დაიქირავებთ დეველოპერულ გუნდს აუცილებლად გაეცანით მათ ნამუშევრებს და პორტფოლიოს.

    გსურთ ინტერნეტ მაღაზიის დამზადება?

    იხილეთ ჩვენი სერვისები

    ან დაგვიკავშირდით

    ასევე იხილეთ:

  • WordPress VS Joomla – რომელია უკეთესი და რატომ

    WordPress VS Joomla – რომელია უკეთესი და რატომ

    ახალი საიტის შექმნა გინდათ და დადექით არჩევანის წინაშე WordPress თუ Joomla?

    მიუხედავად იმისა რომ უამრავ დადებითს ნახავთ ვორდპრესის გარშემო, ასევე ნახავთ რომ ის ყველაზე პოპულარული პლატფორმაა, იგი არ არის ერთადერთი CMS რომლის გამოყენებითაც ვებსაიტები იქმნება.

    მოდით მიმოვიხილოთ

    WordPress VS Joomla რას გვეუბნება რიცხვები და სხვა სტატისტიკური მაჩვენებლები

    როგორც ვორდპრესი ასევე ჯუმლაც არის ფართოდ გავრცელებული, უფასო პლატფორმები, რომლებიც 10 წელზე მეტია ფუნქციონირებენ.

    wordpress-1

    WordPress – 2003 წელს შეიქმნა როგორც ბლოგინგის პლატფორმა. დღეს ის გაცილებით დახვეწილი და მულტიფუნქციურია. ინტერნეტში არსებული ყველა საიტიდან მისი წილი არის 34%, ხოლო მზა პლატფორმებში გაცილებით მეტი – 60.8%

    Joomla

    Joomla – შეიქმნა 2005 წელს. იგი ძალიან ჰგავს ვორდპრესის ძველ ვერსიებს.

    ინტერნეტში არსებულ საიტებში მას უჭირავს 3%, ხოლო მზა პლატფორმებში ჯუმლას წილი არის 5.4% – რიგით მეორე ვორდპრესის შემდეგ.

    პლატფორმების წილი

    გრაფიკზე მოცემულია Google Trends-ის სტატისტიკური მონაცემი რომელიც აღწერს ამ ორი პლატფორმის პოპულარობას 2004 წლიდან დღემდე. (წითელი ხაზი – Joomla, ლურჯი ხაზი – WordPress)

    პოპულარობის გრაფიკი

    აქ ნათლად ჩანს რომ ჯუმლას პოპულარობა ეცემა, მაშინ როცა ვორდპრესი კვლავ ძალიან პოპულარულია. თუმცა ეს არ ნიშნავს იმას რომ ჯუმლას არაფერი აქვს თქვენთვის შემოსათავაზებელი.

    რა არის თითოეული მათგანის უპირატესობები თუ ნაკლი?

    ინტერნეტში ძიებისას თქვნ შეხვდებით უამრავ ურთიერთ საპირისპირო არგუმენტებს, განხილვებს თუ შეფასებებს. რომლებიც თავის მხრივ ხშირად დამაბნეველია. ამიტომ ჩვენ გთავაზობთ არგუმენტირებულ მონაცემს თუ რომელი მათგანი არის უკეთესი ან უარესი და რატომ.

    WordPress-ის უპირატესობები

    • მარტივად გამოსაყენებელი – ვორდპრესი მიიჩნევა ერთერთ ყველაზე მარტივად გამოსაყენებელ სისტემად, განსაკუთრებით მათთვის ვისაც არ აქვს მაღალი დონის დეველოპერული უნარები
    • უკეთესი პოსტინგი – ვორდპრესს აქვს უკეთესი შესაძლებლობა შექმნათ ბლოგ პოსტები და დეტალური გვერდები ცალ ცალკე, მაშინ როცა ჯუმლა ქმნის მხოლოდ ერთი ტიპის კონტენტს და ხდება მათი დანაწილება მხოლოდ კატეგორიებით.
    • მოქნილობა – ვორდპრესს გააჩნია ძალიან დიდი ბიბლიოთეკა თემების და ჩადგმების, რაც იძლევა საშუალებას მარტივად შევასრულოთ სასურველი ამოცანა, უკვე მზა ნამუშევრების გამოყენებით.
    • მხარდაჭერა – რადგან ვორდპრესი ყველაზე პოპულარულია, შესაბამისად მარტივია ამა თუ იმ ინფორმაციის მოძიება სასურველ ოპერაციაზე.
    • ეკონომია – დიდი აუდიტორია თავისთავად ნიშნავს სასურველი შედეგის უფრო მარტივად მოძიებას, რაც თქვენს დროს და ფინანსებს დაზოგავს.

    Joomla-ს უპირატესობები

    • მენეჯმენტი – Joomla გთავაზობთ უფრო თანამედროვე სისტემას მომხმარებელთა კონტროლისა და მართვისთვის მხრივ.
    • არასტანდარტული კონტენტი – Joomla-ს კომპონენტები და მოდულები მოგცემთ უფრო მეტ მოქნილობას არასტანდარტული ტიპის კონტენტის შესაქმნელად.
    • თარგმანი – ჯუმლას ძრავს გააჩნია მულტი ენის მხარდაჭერა კონტენტის შექმნისას, მაშინ როცა ვორდპრესში რიგ შემთხვევებში საჭიროა დამატებითი ჩადგმების გამოყენება.
    • მულტი დიზაინი – ჯუმლა გაძლევთ საშუალებას გამოიყენოთ სხვადასხვა შაბლონი კონტენტის სხვადასხვა ნაწილში. ვორდპრესი ძირითადად ეყრდნობა ერთ მთავარ დიზაინს, რომელსაც აირჩევთ. სხვა დანარჩენისთვის როგორც წესი დამატებითი ჩარევა არის საჭირო.

    ბიბლიოთეკები

    ვორდპრესისთვის დაწერილია 54000 ზე მეტი უფასო პლაგინი (ჩადგმა) და 5000 ზე მეტი უფასო თემა (დიზაინი). ამის გარდა შექმნილია ათასობით პრემიუმ თემები და პლაგინები.

    ამის გარდა შექმნილია ათასობით პრემიუმ თემები და პლაგინები.

    ჯუმლას გააჩნია 8000 მდე მზა დიზაინი. თუმცა არ არსებობს ოფიციალური პლატფორმა სადაც ჯუმლას დიზაინებია განთავსებული. ამიტომ უმეტესად თქვენ თავად მოგიწევთ მათი მოძებნა ინტერნეტში.

    უსაფრთხოება

    Sucuri’s Hacked Website Report – 2016/Q3 ის მონაცემით WordPress- მა Sucuri- ის სტატისტიკაში გატეხილი საიტების 74% შეადგინა, რაც 25% -ით მეტია, ვიდრე მისი საბაზრო წილი 58.9% (იმ დროს)

    ამავე ანგარიშში, Joomla -ს წილი არის 17% ყველა გატეხილი საიტებზე, რომელიც ~ 132% უფრო მაღალია, ვიდრე Joomla- ს საბაზრო წილი 7.3% (იმ დროს)

    გატეხილები

    ერთი შეხედვით ეს შეიძლება კატასტროფულ მონაცემად მოგეჩვენოთ.

    თუმცა უდიდესი ნაწილი საიტების გატეხვის გამოწვეულია არასწორი დეველოპმენტის, მოძველებული და განუახლებელი მოდულების, ასევე არალიცენზირებული მატერიალების გამო.

    ამას მოწმოსბს ისიც რომ გატეხილი Joomla- ის საიტების 84% დაზიანების დროს განუახლებელი იყო, ხოლო განუახლებელი WordPress საიტების წილი არის 61%.

    თუმცა შეგვიძლია გამოვიტანოთ დასკვნაც რომ მოცემული პლატფორმები საიმედოა. არასაიმედოა – განუახლებელი და მოუწესრიგებელი პროექტები.

    joomla-vs-wordpress-8

    შესაძლოა ბევრისთვის სტატისტიკური მონაცემი სასარგებლო ინფორმაცია იყოს. თუმცა საიტის შექმნის დროს დიდწილად მოქმედებს ინს ფაქტორი რა ტიპის პროექტის შექმნა გსურთ.

    რომელი პლატფორმა უფრო შეეფერება თქვენს ამოცანას. რაც მთავარია რომელთან უფრო კომფორტულად გრძნობთ თავს და რომელი უკეთ იცით.

    ასევე იხილეთ: Divi – გათამაშება და ფასდაკლება შავ პარასკევს

  • საიტის შექმნა – ვის და რისთვის სჭირდება ის

    საიტის შექმნა – ვის და რისთვის სჭირდება ის

    საიტის შექმნა – საიდან დავიწყეთ?

    dzveli saitiჯერ კიდევ ჩვენი საუკუნის დასაწყისში საიტის შექმნა ასოცირდებოდა რაღაც ძალიან დიდთან, გრანდიოზულთან და მისტიურთან. მარტივი საიტის ქონაც კი ხაზს უსვამდა კომპანიის სოლიდურობას და მის თანამედროვეობას. მაშინდელი დეველოპერებიც არ იშურებდნენ ასტრონომიულ ფასებს საიტის აწყობისთვის – ვერც გაამტყუნებ, ისინი ხომ სულ რამდენიმე იყვნენ, მომხმარებელს ხშირ შემთხვევაში არჩევანიც კი არ ჰქონდა.

    დღეს როცა 21-ე საუკუნის მეორე ათეული იწურება და ტექნოლოგიები დღიდან დღემდე ვითარდება ელვის სისწრაფით ყველა ცდილობს მეტ-ნაკლებად ფეხი აუწყოს ცვლილებებს. მოარგოს თავის საქმიანობა თანამედროვე სტანდარტებს. ჩნდება ახალი სივრცეები და შესაძლებლობები. მათ შორის კი ინტერნეტი ერთერთი წამყვანი და მნიშვნელოვანია, თუ ყველაზე მნიშვნელოვანი არა.

    აბა წარმოიდგინეთ ერთი დღეც სოციალური ქსელის, მეილის, საძიებოს სისტემის, გასართობი ვიდეო პორტალის გარეშე – ასეთი დღე ფაქტობრივად არ არსებობს თუ ჩვენ მას ხელოვნურად არ შევქმნით. მაგალითად ამ ყველაფრისგან დაღლილი აგარაკს არ მივაშურებთ, სადაც დროებით მოვწყდებით ზემოთჩამოთვლილს.

    საიტის შექმნა, საიტის აწყობა, საიტი მინდა, საიტების დამზადება…

    და ასე შემდეგ – ხშირად გავიგებთ ამ ფრაზას ჩვენ გარშემო, ან სულაც ჩვენ ვეუბნებით სხვას ამ სიტყვებს. რეალურად ვიცით კი რა დატვირთვა აქვს საიტს ჩვენთვის, რა სარგებელს გვაძლევს საკუთარი ვებსაიტის ქონდა, რა სირთულეებთან ან წინააღმდეგობებთან არის დაკავშირებული, ან საერთოდ რისთვის გვჭირდება საიტი?

    წარმოიდგინეთ თქვენ აქვთ საკუთარი ბიზნესი, რათქმაუნდა ყველას უნდა მისი ბიზნესი გახდეს ცნობადი, გაიზარდოს გაყიდვები, შესაბამისად შემოსავალი. მოკლედ გვინდა მივაღწიოთ კეთილდღეობას, ბიზნესიც ხომ სწორედ ამისთვისაა.

    თქვენ ბეჭდავთ ბანერებს, ცვლით ინტერიერს და ექსტერიერს ოფისში, უყვებით თქვენს გარშემო ხალხს თქვენი საქმიანობის შესახებ. იწონებთ და ამაყობთ თქვენი პროდუქციითა თუ მომსახურებით.

    რატომ ხდება მთელი ეს პროცესი? პასუხი ძალიან მარტივია – თქვენ გინდათ გახადოთ თქვენი საქმიანობა ცნობადი, ხაზი გაუსვათ თქვენს განსაკუთრებულობას, დაარწმუნოთ გარშემომყოფები თქვენს უპირატესობაში კონკურენტებთან შედარებით. მოკლედ ძალ-ღონეს არ იშურებთ და ეს სწორიცაა, ამის გარეშე ხომ ნებისმიერი საქმიანობა განწირულია.

    მოდით დაუსვით თქვენს თავს კითხვა, რა ღონიძიებებს გაატარებთ იმისათვის რომ თქვენი საქმიანობა წარმატებული და ცნობადი გახდეს? მიმართავთ სარეკლამო კამპანიას? – დიახ რატომაც არა.

    დაამზადებთ სარეკლამო რგოლებს რომელსაც გაუშვებთ ტელევიზიაში, რადიოში, გახსნით მაღაზიას ლამაზი ფასადით, გამოარავთ ბანერებს ქუჩაში, მოაწყობთ პრომო აქციებს… და ასე შემდეგ, სანამ ფანტაზია და რესურსი გეყოფათ.

    რა როლი შეიძლება ითამაშოს ინტერნეტმა?

    მოდით დავსვათ კითხვა ამ ყველაფერში რა როლი შეიძლება ითამაშოს ინტერნეტმა?  წარმოიდგინეთ თქვენი მიზნობრივი აუდიტორია. ზოგი სამსახურშია, ზოგიც მოგზაურობს, ზოგი სხვა რაიონში ან უბანში ცხოვრობს, ისინი განსხვავებულები არიან. მაგრამ მათ აბსოლუტურ უმრავლესობას აერთიანებს ერთი რამ – ისინი ინტერნეტ მომხმარებლები არიან! ყველა ის ადამიანი რომელიც შეიძლება დაინტერესებული იყოს თქვენი საქმიანობით ინტერნეტშია, ამიტომ ლოგიკურია რომ თქვენი საქმიანობაც უნდა იყოს ინტერნეტში. თქვენ უნდა გქონდეთ საკუთარი ადგილი, საკუთარი კუთხე ამ გლობალურ ქსელში.

    საკუთარი ადგილი ინტერნეტში რამდენიმე მეთოდით შეგიძლიად დაიკავოთ. ესენია:

    • სოციალური ქსელები
    • ინტერნეტ რეკლამა
    • საკუთარი საიტი

    მოდით მოკლედ განვიხილოთ თითოეული მათგანი.

    სოციალური ქსელები დღეს ერთერთი ყველაზე მოხმარებადი სეგმენტია ინტერნეტში. იქ შეგიძლიატ შევქმნათ თქვენი “კუთხე” თქვენივე საქმიანობისთვის. დააარქვათ სასურველი სახელი, გააფორმოთ ვიზუალურად, მოკლედ გააკეთოთ ყველაფერი რომ ეს “კუთხე” ასოცირდებოდეს თქვენს საქმიანობასთან. ეს საკმაოდ მომგებიანი და აპრობირებული მეთოდია, რომლის სწორად მართვაც გარკვეულ წარმატებას მოგიტანთ. თუმცა ეს თქვენი “კუთხე” მაინც ნაწილია იმ კონკრეტული სისტემის, პლატფორმის და არ წარმოადგენს ბოლომდე თქვენს საკუთრებას. სოციალურ ქსელში ნებისმიერ დროს შეიძლება შეიცვალოს რიგი წესები, შიდა პოლიტიკა, ან სულაც გაუქმდეს.

    ინტერნეტ რეკლამა – სარეკლამო ბიძგის ერთერთი ყველაზე განვითარებული და სწრაფად მზარდი სეგმენტი დღეის მოცემულობით. თქვენ უხდით გარკვეულ თანხას რაიმე სახის პლატფორმას, რომელიც დაკავებულია ინტერნეტში რეკლამის შექმნით. სწორად შერჩეული რეკლამა მუშაობს სანამ თქვენ დაქირავებულს უხდით. შეწყვეტთ გადახდას – შეწყდება რეკლამაც, ეს მარტივი წესია.

    და ბოლოს:

    მოდით განვიხილოთ რას გვაძლევს საკუთარი საიტის შექმნა. ქმნით პლატფორმას თქვენი გემოვნებით, ყოველგვარი შეზღუდვების გარეშე. განათავსებთ მასზე სასურველ ინფორმაციას თქვენი საქმიანობის შესახებ. შეგიძლიათ აქციოთ ინტერნეტ მაღაზიად, ცვალოთ კონტენტი სურვილისამებრ – აქ თქვენ სრული უფლება გაქვთ ყველაფერზე, ის ბოლომდე თქვენია. კიდევ ერთი რამ რაც მნიშვნელოვანია, ზემოთ ჩამოთვლილი 2 გზა შეგიძლია შეურწყათ თქვენს ვებსაიტს.

    შეგიძლიათ მოახდინოთ მისი ინტეგრაცია სოციალურ ქსელებში და ასევე მოახდინოთ მისი გარეკლამება ინტერნეტ სივრცეში. თუ რათქმაუნდა ეს გსურთ.

    ნათლად ჩანს რომ საკუთარი საიტის უპირატესობა სულაც არ ზღუდავს სოციალურ ქსელებში თქვენს არსებობას და არც ინტერნეტ რეკლამის წარმართვას – პირიქით, ეს ორი სეგმენტი შეგიძლიათ გამოიყენოთ საკუთარი პლატფორმის განვითარებისთვის.

    როგორი უნდა იყოს წარმატებული საიტი?

    tanamedrove saitiთუ შევთანხმდით იმაზე რომ საკუთარი ვებსაიტის ქონდა მომგებიანია თქვენთვის განვაგრძოთ. მაინც როგორი უნდა იყოს საიტი? რა უნდა ჰქონდეს კარგ საიტის, რათა ის წარმატებული იყოს? რათქმაუნდა ეს დეტალები მნიშვნელოვანია.

    განვითარებასთან ერთად იცვლება და იხვეწება სტანდარტებიც, რომლის ფეხის აწყობაც უმნიშვნელოვანესია.

    თუკი 10-15 წლის წინ ნებისმიერი ტიპის და ხარისხის საიტის ქონა დამაკმაყოფილებელი იქნებოდა დღეს ასე აღარ არის. თქვენი პლატფორმა უნდა აკმაყოფილებდეს გარკვეულ სტანდარტებს, რათა ის მისაღები იყოს თქვენივე მიზნობრივი აუდიტორიისათვის.

    ეს სტანდარები შეიძლება იყოს:

    • დიზაინი
    • ფუნქციონალი
    • მოქნილობა
    • სიმარტივე

    არავის უნდა ისეთ საიტზე დროის გატარება რომლის ვიზუალური მხარეც პირდაპირ რომ ვთქვათ ცუდია- ამიტომ დიზაინი ძალიან მნიშვნელოვანია.

    არავის უნდა ისეთ საიტზე რაიმეს კეთება რომელიც ვერ ასრულებს სასურველ ამოცანას – ფუნქციონალი ზუსტად უნდა პასუხობდეს თემატიკას.

    არავის უნდა ისეთ საიტზე ყოფნა რომელიც ვერ ერგება მის მოწყობილობებს, ცუდად გამოიყურება მობილურში, არ იკითხება ინფორმაცია. არ ჩანს კონტენტი და ასე შემდეგ. თანამედროვე საიტი თანამედროვე მოწყობილობებთან ადაპტირებული უნდა იყოს.

    არამგონია ვინმეს უნდოდეს ისეთ ვებსაიტზე ნავიგაცია სადაც ვერ გაგებს თავს და ბოლოს, ვერ მოაგნებს მარტივად იმას რასაც ეძებს. ასეთ შემთხვევაში მომხმარებელი უბრალოდ დატოვებს მას და დაიწყებს უკეთესის ძიებას- ამიტომ საიტი უნდა იყო მარტივი (user friendly).

    ყველა თანამედროვე სტანდარტით შექმნილი ვებსაიტი სწორი მართვის შემთხვევაში აუცილებლად მოგიტანთ წარმატებას თქვენს საქმიანობაში, და დაგეხმარებათ მყარად დაიკავოთ თქვენი ადგილი ინტერნეტ სივრცეში.

  • საიტის შექმნა, ოპტიმიზაცია – რას გთავაზობთ ჩვენ?

    საიტის შექმნა, ოპტიმიზაცია – რას გთავაზობთ ჩვენ?

    საიტის შექმნა

    საიტის დამზადებასაიტის შექმნა, საიტებს დამზადება, როგორ დავამზადოთ საიტი, საიტის ფასები, რა ღირს საიტი, საიტის მართვა, როგორ გავხადოთ საიტი პოპულარული…. დიახ თქვენ ახლა წაიკითხეთ ის სიტყვები რასაც საძიებო სისტემებში მუდმივა ეძებთ, როდესაც ვებ მომსახურება გჭირდებათ.

    დღევანდელ დღეს ეს მომსახურება უფრო და უფრო მოთხოვნადი ხდება ნებისმიერი ტიპის ბიზნესისთვის. წარმოუდგენელია კომპანია, სასტუმრო, ტურისტული სააგენტო, სასწავლო თუ საქველმოქმედო ორგანიზაცია რომელსაც არ აქვს თავისი ვებსაიტი. ამიტომ ბუნებრივია თქვენც გიჩნდებათ მოთხოვნა შექმნათ თქვენი საკუთარი ადგილი ინტერნეტში, რათა უკეთ გააცნოთ თქვენი საქმიანობა მიზნობრივ აუდიტორიას.

    თუ ასეა, თქვენ სწორედ იმ გვერდზე ხართ სადაც უნდა იყოთ. ჩვენ წარმოვადგენთ ვებსტუდიას რომელიც გთავაზობთ შემდეგი სახის მომსახურებებს:

    ჩამონათვალი საკმაოდ დიდია, რაც იმას ნიშნავს, რომ თქვენ შეგიძლიათ მიიღოთ სრული მომსახურება ერთ სივრცეში.

    ჩვენ გაგვაჩნია:

    • 150 ზე მეტი შესრულებული ვებ პროექტი
    • 60 ზე მეტი პარტნიორი
    • 6 წლიანი გამოცდილება

    დაგვიკავშირდით დღესვე, მიიღეთ უფასო კონულტაცია, გვანდეთ თქვენი საქმიანობის ანალიზი და დაგეგმარება. ჩვენთან თანამშრომლობით თქვენ მიიღებთ უმაღლესი ხარისიხის პროდუქტსა და მომსახურებას.

    კომპანიები რომლებმაც ჩვენ მოგვანდეს საიტის შექმნა:

    თუ გადაწყვიტეთ გქონდეთ თქვენი ადგილი ინტერნეტში, ჩვენ შეგვიძლია შეგიქმნათ იგი.

    დაგვიკავშირდით საკონტაქტო ფორმის საშუალებით, მოგვწერეთ ელ.ფოსტაზე [email protected] ან დაგვირეკეთ +995599620303

    კკონსულტაცია უფასოა!

  • ვებსაიტის შექმნა და მართვა – როგორ მივაღწიოთ წარმატებას

    ვებსაიტის შექმნა და მართვა – როგორ მივაღწიოთ წარმატებას

    ვებსაიტის შექმნა – წერთ გუგლში რაღაც საძიებო ფრაზებს როგორიც არის “როგორ შევქმნა ბლოგი”, “რა არის ბლოგი”  და “როგორ გავხდე ბლოგერი”, კითხულობთ სტატიებს, თუმცა,  სამწუხაროდ, ისე ხდება, რომ ზუსტ პასუხს ვერავინ გცემთ.

    ამიტომ გადავწყვიტეთ გამოვაქვეყნოთ დეტალური გიდი, რომელიც დაგეხმარებათ ხარისხიანი ბლოგის შექმნაში.

    ვებსაიტის შექმნა

    პირველ რიგში, სანამ დავიწყებთ დეტალების განხილვას, გეტყვით, რომ 3 ყველაზე პოპულარული უფასო პლატფორმაა:

    1. ვორდპრესი
    2. თამბლერი
    3. ბლოგერი

    იმისათვის რომ ჩვენი ბლოგი წარმატებული იყოს და მისი მართვა მარტივად შევძლოთ, ავირჩიოთ ვორდპრესი.

    რა არის ბლოგი: როგორ შევქმნათ და ვმართოთ წარმატებული საიტი

    პირველ რიგში, ლოგიკური კითხვაა, “რატომ ვორდპრესი”? სხვა სიტყვებით, რატომ უნდა ვამჯობინოთ ვორდპრესი სხვა პლატფორმებს?

    • მარტივია
    • უამრავი უფასო ფლაგინია
    • უამრავი უფასო და ხარისხიანი დიზაინია
    • დაცულია
    • იდეალურია ბლოგის ტიპის საიტისთვის

    უმთავრესი კითხვა: რა არის ბლოგი?

    რეგულარურად განახლებადი საიტი, რომელსაც მართავს ერთი ან რამდენიმე ადამიანი. ბლოგის წერის სტილი კი არაფორმალურია

    როგორ შევქმნა ჩემი პირველი ბლოგი?

    გადავიდეთ საქმეზე და ვისაუბროთ იმაზე თუ როგორ შევქმნათ ჩვენი პირველი ბლოგი.

    შენიშვნა! სანამ დავიწყებთ, აუცილებელია იცოდეთ, რომ ბლოგს, რომელსაც ამ გიდის მეშვეობით შექმნით იქნება უფასო და დომენი იქნება ამის მსგავსი, “saiti.wordpress.com”.

    თუ პროფესიონალური ვებსაიტის შექმნა გსურთ, რომელიც .ge დომენზე ან .com, .net, .org-ზე იქნება, გადაგამისამართებთ შემდეგ სტატიებზე:

    სხვა შემთხვევაში, თუ თქვენი მიზანი უფასო ვებსაიტის შექმნაა, განაგრძეთ კითხვა.

    პირველი ნაბიჯი ის არის, რომ შევიდეთ ვორდპრესის საიტზე, რომელიც ასე გამოიყურება:

    ჩვენი შემდეგი ნაბიჯი ლოგიკურია და ვაჭერთ ღილაკს, “Create Website-ს”, რაც გადაგვამისამართებს შემდეგ გვერდზე.

    ჩვენი შემდეგი ნაბიჯი ის არის, რომ შევარჩიოთ დიზაინი, რომელიც საიტზე ავტომატურად დაყენდება.

    სისტემა ავტომატურად შემოგთავაზებთ რამდენიმე საინტერესო ვარიანტს, თუმცა თუ ამ ეტაპზე ვერ წყვეტთ რომელი უფრო მოგწონთ, შეგიძლიათ პირდაპირ “SKIP FOR NOW-ს” დააჭიროთ.

    შენიშვნა! არჩეული დიზაინის შეცვლა ნებისმიერ დროს შეგიძლიათ. არ იფიქროთ, რომ დიზაინის არჩევის უფლება მხოლოდ ერთხელ გაქვთ.

    ჩემი ბლოგისთვის ავირჩევ Penscratch-ს.

    მესამე ნაბიჯი უმნიშვნელოვანესია, რადგან გვიწევს ბლოგის სახელის შერჩევა.

    დიზაინისგან განსხვავებით, სახელი, რომელსაც ბლოგისთვის შევარჩევთ სამუდამოა. სხვა სიტყვებით, მისი შეცვლის უფლება აღარ გვაქვს (თუ სახელი აღარ მოგვწონს, მისი შეცვლის ერთადერთ გზაა, რომ ახალი ბლოგი შევქმნათ).

    ამიტომ, აუცილებელია, რომ ბლოგის შექმნის პროცესის ამ ნაწილს უდიდესი ყურადღება მივაქციოთ. გარდა ამისა, შეიძლება ისე მოხდეს, რომ სახელი, რომელი ყველაზე მეტად მოგვწონს, დაკავებული იყოს.

    თუ სახელის მოფიქრება გიჭირთ, გამოიყენეთ ხელსაწყო “ბლოგის სახელის მომფიქრებელი“. ეს ხელსაწყო დაგეხმარებათ კრეატიული სახელების მოფიქრებაში.

    როცა უკვე ბლოგის სახელს შევარჩევთ, მე ავიღებ warmatebablog.wordpress.com-ს, გადავიდეთ შემდეგ ნაბიჯზე.

    ბოლოს, ვირჩევთ უფასო გეგმას (Free Plan) და ვაჭერთ “Select Free Plan-ს”.

    ჩვენი ბლოგი უკვე მზად არის და გვრჩება ბოლო ეტაპი, სადაც გვიწევს რეგისტრაციის გავლა. ეს უმარტივესი პროცესია. უბრალოდ შეგვყავს ჩვენი მეილი იუზერნეიმი და პასვორდი.

    ვაჭერთ “Create Account-ს” და შევდივართ მეილზე, რომ ექაუნთი გავააქტიუროთ.

    მორჩა!

    ჩვენი ბლოგი უკვე მზად არის და ელოდება როდის გამოაქვეყნებთ სტატიებს.

    თუ ბლოგზე რაიმე ვიზუალური ასპექტის შეცვლა გსურთ, საიტზე შესვლისას არის განყოფილება “My Site”, სადაც გავხსნით ისეთ კატეგორიებს როგორიც არი “Settings”, “Plugins” და “Themes”.

    როგორ ვმართოთ წარმატებული ბლოგი?

    ბლოგის წარამტების გასაღები კონტენტია.

    უმნიშვნელოვანესია ჩვენი წერის სტილი, რომ მკითხველი მარტივად ჩავითრიოთ და ძალიან მოკლე დროში ვაქციოთ ლოიალურ მკითხველად.

    რა თქმა უნდა, ეს არ არის მარტივი საკითხი, რადგან ეფექტურად და საინტერესოდ წერა საკმაოდ ცოტა ადამიანს გამოსდის.

    რა უნდა ვქნა თუ წერა არ გამომდის?

    საბედნიეროდ, არსებობს გამოსავალი. სმარტ სეოზე არის კატეგორია, “კონტენტ მარკეტინგი”, სადაც ვაქვეყნებთ სტატიებს, რომლებიც დაგეხმარებათ წერის უნარ-ჩვევების დახვეწაში.

    სწორი მიმართულება რომ მოგცეთ, დაიწყეთ კითხვა შემდეგი სტატიებიდან:

    სულ ეს არის, რაც ბლოგის შექმნასა და ეფექტურად მართვას ჭირდება. და რა დამიჯდება ეს თუ ჩემით ვერ ვქმნი?

    დამატებითი ინფორმაციისთვის, გადახედეთ ჩვენი საიტის სხვადასხვა კატეგორიებს, მაგალითად, სოციალური მედია მარკეტინგს.

  • როგორ შევარჩიოთ საჭირო ჰოსტინგი

    როგორ შევარჩიოთ საჭირო ჰოსტინგი

    დღეს ხშირად ისმება შეკითხვები თუ რომელი ჰოსტინგი არის უკვეთესი, რატომ და ზოგადად რა კრიტერიუმებით ხდება ჰოსტინგების შერჩევა. ამიტომ ჰოსტინგის შესახებ გავაკეტებ  მცირე მიმოხილვას. 

    პირველ რიგში აღვნიშნოთ, რომ  არიან კომპანიები რომლებიც ფასიანთან ერთად უფასო ვებ სივრცეს გვთავაზობენ,  უფასო ჰოსტებზე საიტის განთავსებისას გაითვალისწინეთ, რომ თუ მნიშვნელოვან პროექტებზე აპირებთ მუშაობას და თქვენთვის მნიშვნელოვანია საძიებო სისტემებში მოწინავე პოზიციების დაკავება, გირჩევთ ნუ გამოიყენებთ უფასო ჰოსტებს, რადგან ისინი შესაძლოა დროებით გაითიშონ, ანუ არასტაბილურად მუშაობენ ფასიანთან შედარებით. ხოლო საძიებო ბოტები ძიებისას აკითხავენ თქვენ საიტს, შედეგად მათ ხვდებათ მიუწვდომელი საიტი და თვლიან რომ ეს არის გაფუჭებული ლინკები, შესაბამისად თქვენი პოზიციები საძიებო სისტემებში კლებულობს ან საერთოდ მიუწვდომელი ხდება. ხშირად იგივე მდგომარეობაა ქართულ ჰოსტ კომპანიებთანაც, რომლებსაც ხშირად ეთიშებათ გლობალი და შესაბამისად ჩვენი საიტი კარგავს პოზიციებს საძიებო სისტემებში, გამოსავალი კი ერთი, უცხოური და სანდო კომპანია, რომელთაგან წამყვანი პოზიციები ჰოსტგატორს უჭირავს მთელს მსოფლიოში, ამაზე კი ქვემოთ ვისაუბროდ, მანამდე კი გავეცნოთ იმ მახასიათებლებს ზოგადად როგორ უნდა შევარჩიოთ ჰოსტინგი.

    როგორ შევარჩიოთ სასურველი ჰოსტინგი:

    როდესაც სასურველ ჰოსტინგს ვარჩევთ უმჯობსია ჰქონდეს:

    Uptime – ანუ რამდენად სტაბილურია ჰოსტი (რაც მეტია Uptime, მით უფრო იშვითად ხდება გათიშვები და საიტის Offline გასვლა)

    ტრაფიკი (Bandwidth) – ანუ ტრაფიკის ნებადართული რაოდენობა. ტრაფიკი იხარჯება ისეთ მოქმედებებში როგორიცაა გვერდის გახსნა, ფაილის გადმოტვირთვა და სხვა… რაც მეტი იქნება Bandwidth, მით უკეთესი.

    ვებსივრცე (Web Space) – ეს არის თქვენი ვებ მყარი დისკი. გასათვალისწინებელია თუ რა ტიპის საიტის გაშვებას აპირებთ.

    და ა.შ.

    MYSQL ბაზების მხარდაჭერა –  სასურველია იყოს რაც შეიძლება მეტი ან ულიმიტო.

    Addon Domains – დამატებითი დომენების გამოყენების საშუალება. თქვენთვის სასურველია არაერთი ვებსაიტის მიბმა/დაჰოსტვა თქვენს ჰოსტინგზე, ეს ძალიან მნიშვნელოვანია და ამის არქონის გამო შეიძება იძულებული გახდეთ ახალი ჰოსტი იყიდოთ.